სამტრედიის პოლიციის მთავარ სამმართველოში საკადრო როტაცია განხორციელდა.
არსებული ინფორმაციით, სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დავით გაბრიჭიძე დაინიშნა, რომელმაც აღნიშნულ პოსტზე გიორგი ჟორჟოლიანი შეცვალა.
გიორგი ჟორჟოლიანი კი საქმიანობას წყალტუბოს პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე გააგრძელებს, სადაც, როტაციის ფარგლებში, დაინიშნა.




































































