საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
“სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია), ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის, ეპარქიალური კომისიის წარდგინების საფუძველზე, აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს”,_ ბრძანებას ხელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აწერს.
































































