https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საფეხბურთო კლუბ “მერცხალის” უხელფასოდ დარჩენილი თანამშრომლები და მდუმარე სიძე-ცოლისძმა

8:06; 14.06.2019
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მას შემდეგ , რაც “არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი მერცხალი” შპს-დ გადაკეთდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ძალისხმევით, სტადიონზე, მესამე თვეა, რეორგანიზაცია ჯერ კიდევ არ დამთავრებულა.

რაც მთავარია, ხელფასები დღემდე არ მიუღიათ თანამშრომლებს და დაპირების იმედად არიან.

არა ერთი მათგანი “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ მათი ოჯახი ამ ორასიოდე ლარის შემყურეა, აქვთ ბანკების ვალები და შესატანი პროცენტებისთვის ყოველდღიურად აწუხებენ.

_ გვპირდებიან, რომ იქნება ხელფასი. იძახიან, ან დღეს ან ხვალო და საშველი არაა. ყველა ერთ დღეში ვართ. ამდენ ხანს როგორ ვერ დამთავრდა ეს რეორგანიზაცია?! სამ თვეს რომ ხელფასი არ მიიტანოს ოჯახში კოტე შარაშენიძემ ან ნებისმიერმა სხვამ, როგორ შეხედავენ ოჯახის წევრებს ან შვილები?! არ ეტყვიან, “მშიაო”?! ასე უსისხლოები არიან? ოზურგეთში რომ განუკითხაობაა, სად იქნება ასეთი?! არ გვაინტერესებს ჩვენ, ვინ ვისი მომხრეა და ვის რომელ სკამზე ჯდომა სურს. სამი თვე უხელფასოდ ვიაროთ? _ ეს წუხილი არაერთხელ გამოთქვა “გურია ნიუსთან” “მერცხალის” რამდენიმე თანამშრომელმა, რომლებიც ვინაობის დასახელებისგან ამჯერად თავს იკავებენ. ამბობენ, რომ ყველა ამ აზრზეა, თუმცა, ეშინიათ ვინაობის ხმამაღლა დაფიქსირება და დახმარებას გვთხოვენ, გავიგოთ, მაინც სანამდე გაგრძელდება ეს უვადო დაპირება.

როგორც ჩვენმა მკითხველებმა უკვე იციან, ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი “მერცხალში” “ორხელისუფლებიანობის” და დაუსრულებელი დაპირისპირების ჟამი იდგა და თითქოს, ა(ა)იპ-ის გაუქმებით, რომლის სანაცვლოდაც, 17 მაისს, შპს საფეხბურთო კლუბი “მერცხალი” შეიქმნა, წესით, ყველაფერი უნდა გამოსწორებულიყო, თუმცა, საქმე უკან და უარესობისკენ წავიდა.

ცალკე საუბრის თემაა შპს ასპროცენტიანი დაფინანსებით ისევ მერიის ბალანსზე რატომ დარჩა. ახლა, როცა მესამე თვეა, სტადიონის თანამშრომლები ხელფასს ვერ იღებენ, არც ისე შორეული წარსული უნდა გავიხსენოთ გუნდ “მერცხალის” ცხოვრებიდან _ “დაუანგარიშებელმა ანგარიშებმა” და არასწორად გაანგარიშებულმა ბიუჯეტმა გამოიწვია ის, რომ ფეხბურთელებს თუ სხვა თანამშრომლებს ვერ მისცეს ხელფასი და გუნდის მდგომარეობა კატასტროფულად გაუარესდა.

“გურია ნიუსი” წლის დასაწყისში წერდა, თუ როგორ მოთხოვეს საკრებულოს სხდომაზე, სადაც სამსახურების მოსმენები ხდებოდა, სტადიონის დირექტორს მამუკა გოგუაძეს ერთი თვის შემდეგ ანგარიშის თავიდან წარმოდგენა, რაც ლოგიკას არ ექვემდებარებოდა.

მაშინ, უხელფასობის გამო, საკუთარ ფეისბუქგვერდზე განცხადება გაავრცელა სტადიონის მაშინდელმა დირექტორმა მურთაზ აბაშიძემ, რომელიც საკუთარ მოსაზრებას გამოხატავდა, “მერცხალის” გასაჭირზე წერდა და ფონდის დაარსებასაც კი ითხოვდა გუნდის გადასარჩენად:

“უკვე ერთი წელია. ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ “მერცხალის” და ოზურგეთის ცენტრალური სტადიონის გენერალური დირექტორი ვარ. ოზურგეთელების საყვარელი საფეხბურთო კლუბი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. იგი ამჟამად ასპარეზობს ყველაზე დაბალ ლიგაში და დაშლის პირასაა. მოვუწოდებ ოზურგეთელებს, შევქმნათ საფეხბურთო კლუბი “მერცხალის” ფონდი, რომელშიც, მე, ხარაგაულში დაბადებული კაცი, პირობას ვდებ, რომ პირადად მთელ ჩემ ხელფასს ჩავრიცხავ და ასევე, “მერცხალის” გულშემატკივრებსაც იმავეს მოვუწოდებ.

მივმართავ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, შეიმუშაოს დებულება, რომლითაც გულშემატკივარს შეეძლება, კლუბის მართვაში ჩაბმა. მიმაჩნია, რომ უნდა შეიქმნას გულშემატკივრებისგან დაკომპლექტებული კლუბის სამეთვალყურეო საბჭო.

ყველა ოზურგეთელს ვთავაზობ, “მერცხალში” მოვაწყოთ საჯარო შეხვედრა, ვიმსჯელოთ კლუბის სამარცხვინო მდგომარეობაზე და ამ მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებაზე”, _ წერდა აბაშიძე.
თუმცა, მისმა ამ, როგორც მაშინ ზოგმა აღიქვა, იდეალისტურმა მოწოდებამ, “ჩაილურის წყალი დალია” და რაკი სტადიონს დაპირისპირების ობიექტად მოიაზრებდნენ, მერიის ინიციატივით, გაუქმდა ა(ა)იპ, უფრო სწორად, შპს-დ გადაკეთდა და დანიშნეს ახალი დირექტორი, ძველი კი სახლში გაუშვეს (ცალკე საუბრის თემაა სტადიონზე საქმის გარჩევები და “იარაღის ტრიალი”, რაც, ჩვენი წყაროს თქმით, მურთაზ აბაშიძესა და ახალ დირექტორს, ჯუღელს შორის მოხდა”. ავტ.).

რა ხდება დღეს? მივედით კვლავ იმ მდგომარეობამდე, რომ იქ მომუშავეები მესამე თვეა ხელფასს ელოდებიან.

_ ერთი დღე რომ დაგვიანებულიყო ხელფასი, მამუკა გოგუაძეს თავზე დაამხობდნენ ყველაფერს. ახლა მესამე თვეა, ასე ვართ. ვიმეორებთ _ ჩვენ არ ვართ “იმისტები” და “ამისტები”, ხელფასი გვინდა. დაპირებას საზღვრები აქვს. თუ არადა, აშიმშილონ თავიანთი ცოლ-შვილი, _ ამბობენ ისინი “გურია ნიუსთან”.

ჩვენ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ამაოდ ვცდილობდით, შპს-ს ხელმძღვანელი ზურაბ ჯუღელი გვენახა _ ის არასდროს არ პასუხობს სატელეფონო ზარს (რადგან ოზურგეთის მერიაში ეს იშვიათი მიდგომა არ არის “გურია ნიუსის” მიმართ, ეტყობა, ჯუღელსაც “ასწავლეს”, ასევე მოქცეულიყო. ავტ.); არაერთხელ მივედით სტადიონზე, სადაც ყოველთვის გვხვდება, როგორც თვითონ გაგვეცნო, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თენგიზ ჩხატარაშვილი:

 _ არ დაადგა საშველი ქონების გადაბარებას. ინვენტარიზაციაა. ჩვენ არ გვინდა ხელფასი? მეც უხელფასოდ ვარ. დასრულდება და ყველას მიეცემა. უფროსი მერიაში, ქონების მართვის სამსახურშია წასული. იქნებ, იქ ნახოთ. რომ ნახოთ, ჯუღელიც იმავეს გეტყვით, მე რასაც გეუბნებით. ან ტელეფონზე რატომ არ გიპასუხებთ? ხომ იცით მისი ტელეფონის ნომერი?

_ ვიცით და არასდროს გვპასუხობს, ახლა დავურეკავ, თქვენ თვალწინ.

ჯუღელმა არც ამჯერად გვიპასუხა.

_ რა ვიცი, რა გითხრათ?! ეტყობა, უცხო ნომერს არ პასუხობს, _ გვითხრა ჩხატარაშვილმა, რომელიც ადამიანურად შეწუხდა.

_ ქვეყანაში ხელმძღვანელი პირი, ქვეყნისავე მოქალაქეს, ჟურნალისტს არ პასუხობს?

_ რა გითხრათ. ქონების მართვის სამსახურში რომ მიხვიდეთ?

“გურია ნიუსი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სამსახურს ეწვია.

_ ჯობს, იურიდიული სამსახურის უფროსს ჰკითხოთ, _ გვითხრეს იქ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლაშა თავაძე ჯუღელის ცოლისძმაა და რედაქციაში არა ერთი ზარი შემოდის, რომ მათ შორის გარიგებაა.

მიუხედავად უამრავი სატელეფონო ზარისა, ასევე, გასულ დღეებში თავაძისთვის პირადი თხოვნისა, რომ სიძისთვის ეთხოვა, პასუხი გაეცა ჩვენთვის, არც მან და არც ზურაბ ჯუღელმა ჩვენს ზარს არც ერთხელ არ უპასუხეს.

იურიდიული სამსახურის უფროსი, რომელიც ადგილზე არ დაგვხვდა, თანამშრომლების თქმით, სადღაც სამსახურებრივ საქმეზე იყო გასული. მათ ვთხოვეთ, გადაერეკათ, რომ იქნებ, თანამშრომლების ზარისთვის მაინც ეპასუხა ბატონ ლაშას, თუმცა არც ერთმა არ დაურეკა.

მოკლედ, პასუხს კითხვაზე _ ვისი ბრალია,  რომ ოზურგეთის სტადიონის თანამშრომლებს, მესამე თვეა, ხელფასი არ მიუღიათ, რატომ დუმან სიძე-ცოლისძმა და ამ განუკითხაობას როდის დაადგება საშველი, ჩვენც ისევე ამაოდ ველოდებით, როგორც სტადიონის უხელფასოდ დარჩენილი თანამშრომლები.

P.S. “გურია ნიუსი” საღამო ხანს ზურაბ ჯუღელის სახლშიც მივიდა, იქნებ, შინ მაინც აღმოგვეჩინა “უჩინმაჩინად” ქცეული ახალი ხელმძღვანელი, თუმცა, ცდა ბედის მონახევრე არ აღმოჩნდა _ სტუმრობა გაწბილებული გამოდგა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

08:50; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026

თვითმმართველობაში უხეში ჩარევა თუ სიზმრად ნანახი ამბავი _ რაში ადანაშაულებს ექსპარლამენტარი გუბერნატორს

ანკარა ვაშინგტონს საპასუხო ნაბიჯების გადადგმის შესახებ აფრთხილებს

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8:50; 13.09.2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
0

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო