ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი საქართველოს სტუმრობს.
“დღეს შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს.
ჩვენ განვიხილეთ გადაუჭრელი კონფლიქტი, რუსეთის მიერ 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა და ეუთოს როლი.
შეხვედრის დროს გამოვთქვი შეშფოთება საქართველოში არსებული შიდა ვითარების შესახებ. ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა მდგრადობისა და სუვერენიტეტის გასაღებია.
საერთაშორისო ორგანოების, მათ შორის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ეუთოს მედიის თავისუფლების წარმომადგენლის არაერთი მოწოდების მიუხედავად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი მომიტინგეებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები გრძელდება.
ამ ხმების ჩახშობა ძირს უთხრის არა მხოლოდ დემოკრატიულ ღირებულებებს, არამედ საზოგადოების მდგრადობას მზარდი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე.
საქართველოს მთავრობამ უნდა იპოვოს გამოსავალი კრიზისიდან და აღადგინოს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ეუთო მზადაა დასახმარებლად”,_ წერს ვალტონენი.



































































