https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

11:11; 29.11.2019
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ საჯაროდ პრეტენზიები გამოთქვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოცხადებული კვებითი მომსახურების შესყიდვის ტენდერებთან დაკავშირებით. მოცემული ადვოკატი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის კონკურენტი კომპანიის ადვოკატია და არა – სატენდერო პროცედურების მკვლევარი არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორც მან გუშინ განაცხადა. ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციები არასერიოზულია, არ ემყარება ფაქტებს და  საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ კვებითი მომსახურების ტენდერი 2019 წელს გამოცხადდა სამჯერ. 2019 წლის 22 მაისს გამოცხადებული SPA190002814  და 2019 წლის 30 აგვისტოს განმეორებით გამოცხადებული NAT190017277 ელ.ტენდერები დასრულდა უარყოფითი შედეგით, ვინაიდან მასში მონაწილე პრეტენდენტების (პირველ შემთხვევაში, შპს „ილი ჯგუფი“ და შპს „ელფი“, ხოლო მეორე შემთხვევაში – შპს „ილი ჯგუფი“)ტექნიკურმა დოკუმენტაციამ ვერ დააკმაყოფილა სატენდერო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები. მესამედ ტენდერი გამოცხადდა 2019 წლის 7 ოქტომბერს და ტენდერში გაიმარჯვა შპს „ილი ჯგუფმა“, ვინაიდან იგი სრულად აკმაყოფილებდა სატენდერო პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

რაც შეეხება ადვოკატის ბრალდებებს

ბრალდება N1 – ადვოკატი აცხადებს, რომ 2019 წლის 22 მაისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოცხადებული კვებითი მომსახურების ტენდერში (რომელიც უშედეგოდ დასრულდა) მონაწილე კომპანია „ილი ჯგუფს“ წარმოდგენილი ჰქონდა ყალბი ხელშეკრულება უკრაინიდან ერთ-ერთი პროდუქტის, კერძოდ, რძის პროდუქტის მოწოდებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისთვის მიეწოდა სატენდერო კომისიას, თუმცა კომისიამ ამაზე არ იმსჯელა.

პასუხი: 2019 წლის 22 მაისს გამოცხადებული ტენდერი მოცემული საფუძვლით  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში  გასაჩივრდა სწორედ ადვოკატ ხაჭაპურიძის კლიენტი კომპანიის მიერ. საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დავების განხილვის საბჭოს მიერ სატენდერო კომისიას დაევალა აღნიშნულ საკითხზე ემსჯელა. სატენდერო კომისიამ განახორციელა კანონმდებლობით ნებადართული ქმედება – მოიძია და გადაამოწმა დოკუმენტაცია საბჭოს დავალების შესაბამისად, იმსჯელა საჩივარში და დავების საბჭოს გადაწყვეტილებაში დასმულ ყველა სადავო საკითხზე, რაც ასახულია სატენდერო კომისიის ოქმებში (ოქმები საჯაროა). დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად პრეტენდენტი კომპანიის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენა არ დადასტურდა.

სირცუეა ადვოკატ ხაჭაპურიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის სულ რამდენიმე დღეა სწავლობს კვებითი მომსახურების ტენდერის საკითხს, როგორც ორგანიზაციის „ადვოკატები დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელი.სინამდვილეში შალვა ხაჭაპურიძე კვებითი მომსახურების ტენდერის თაობაზე დიდი ხანია ინფორმირებულია, რადგან იგი, როგორც 22 მაისის ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი პრეტენდენტის,  შპს „ელფის“ წარმომადგენელი დავების განხილვის საბჭოს სხდომებში ჩართული იყო 2019 წლის ივლისიდან.

ბრალდება N2 ადვოკატ ხაჭაპურიძის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მესამედ (2019 წლის 7 ოქტომბერს)  გამოცხადებულ ტენდერში კვებითი მომსახურების  გამარჯვებული კომპანია „ილი ჯგუფის“ პარტნიორი შპს „ათინათი“ არ არის რძის პროდუქტის, კერძოდ კარაქის მწარმოებელი, რაც ტენდერის პირობების დარღვევაა.

პასუხი: სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2019 წლის 7 ოქტომბერს   გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში #NAT190019366, სატენდერო დოკუმენტაციის 2.8.1 პუნქტის თანახმად, პრეტენდენტს უნდა წარმოედგინა ინფორმაცია მოსაწოდებელი საქონლის ხორცის და რძის პროდუქტების მწარმოებლ(ებ)ის შესახებ. წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ასევე პრეტენდენტსა და მისაწოდებელი საქონლის ხორცის და რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიას/ებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა პროდუქტების მიწოდებაზე, რომლ(ებ)ის მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ვადას. აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შპს „ილი ჯგუფი“-ს მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულია რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიასთან შპს „ათინათი“ 2019 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის დანართი N1-ის და სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის (საკვები პროდუქტების სტანდარტები) შესაბამისად, შპს „ათინათი“ აწვდის შპს „ილი ჯგუფი“-ს შემდეგ პროდუქციას; ყველი (იმერული), კარაქი, ხაჭო, არაჟანი, მაწონი, რძე სასმელი, შესქელებული რძე, კეფირი, ნაღები (დიეტური).

ასევე, სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის თანახმად პრეტენდენტმა წარმოადგინა შპს „ათინათის“ სახელზე გაცემული სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მიერ მინიჭებული აღიარების დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „ათინათი“-ს ეკონომიკური საქმიანობის სახე/სახეებია რძის გადამუშავება და ყველის წარმოება (რძე, ყველი, კარაქი, არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კეფირი, ნაღები, შესქელებული რძე). ამასთან, სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო“-ს მიერ 22.11.2019 წ. გაცემული წერილით დასტურდება, რომ შპს „ათინათი“ აწარმოებს 82.5%-იან კარაქს, შესაბამისად, ბრალდება, თითქოს შპს „ათინათი“ არ არის მწარმოებელი, უსაფუძვლოა. 

ბრალდება N3: ადვოკატი ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით 72%-იანი კარაქი საქართველოში არ არსებობს. საუბარია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოცხადებული ტენდერის სატენდერო პირობაზე, რომლის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაცის დანართი N3-ში (საკვები პროდუქტების სტანდარტები) მოსაწოდებელი კარაქის მიმართ ცალსახად არის გაწერილი შემდეგი კრიტერიუმები: კარაქი – რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 82%, კარაქი ან სპრედი – რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 72%. ამ ბრალდების გასამყარებლად ადვოკატი იშველიებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152 დადგენილების „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, თუმცა ამ დადგენილებით დაბალცხიმიანი კარაქის შემადგენლობაც არის განსაზღვრული.

 პასუხი: მოცემული სატენდერო პირობა სრულად შეესაბამება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის №388 – №01-18/ნ ერთობლივ ბრძანებას „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ”. ამასთან, სატენდერო მოთხოვნა შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152 დადგენილებასთან, რომლის მეოთხე მუხლით განსაზღვრულია დაბალცხიმიანი კარაქის შემადგენლობა – “კარაქი შემცირებული რძის ცხიმით – რძის ნაწარმი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39%-ს და არაუმეტეს 79%-ს შეადგენს”.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ზემოთ უკვე ითქვა, სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო“-ს მიერ 22.11.2019 წ. გაცემული წერილით დასტურდება, რომ შპს „ათინათი“ აწარმოებს 82.5%-იან კარაქს, შესაბამისად, შპს „ილი ჯგუფის“ მიერ კვების მომსახურებისას გამოყენებული იქნება სწორედ 82.5%-იანი კარაქი, რაც ზემოაღნიშნული ტენდერის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. 

ბრალდება N4: ადვოკატი ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ 2019 წლის 22 მაისს გამოცხადებული ტენდერის ღირებულება იყო 90 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის 7 ოქტომბერს გამოცხადებული ტენდერის ღირებულება 73 მილიონამდე შემცირდა და თითქოს პენიტენციურმა სამსახურმა განგებ შეამცირა სატენდერო თანხა იმისთვის, რომ ტენდერში ერთ კონკრეტულ კომპანიას გაემარჯვა, რაც ასევე სრული სიცრუეა.

პასუხი: ფასის შემცირება გამოიწვია იმ ფაქტორმა, რომ თავდაპირველი ტენდერის გამოცხადებიდან ბოლო ელ.ტენდერამდე გასულია რამდენიმეთვიანი პერიოდი. შესაბამისად, ხელშეკრულება კვების მომსახურების შესყიდვაზე 5 თვით ნაკლებ პერიოდს მოიცავს, რამაც მომსახურების ფასის ავტომატური შემცირება გამოიწვია.

ბრალდება N5 ადვოკატი ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ პატიმრებს არასათანადო კვება აქვთ, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს.

პასუხი: მას შემდეგ, რაც 2018 წლის ივლისში პენიტენციური სისტემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოექცა, 2019 წელს ჩატარდა კვების ხარისხის რეფორმა, რომლის შედეგადაც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დაქირავებული ნუტრიციონისტების მიერ შემუშავდა ახალი სტანდარტების, მათ შორის სეზონური და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორგებული მენიუები. სწორედ ამ მენიუების შესაბამისად მიეწოდებათ საკვები პატიმრებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ახალ ტენდერთან ერთად გაიზარდა თითოეული პატიმრის კვებაზე გაწერილი თანხის ოდენობა – თუ ბოლო წლების განმავლობაში დღემდე პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ბრალდებულ/მსჯავრდებულების კვებით მომსახურებაზე (სამჯერადი კვება, პურის ჩათვლით) სახელმწიფო 4.37 ლარს ხარჯავდა (დღეში), 2019 წლის 1 დეკემბრიდან (ახალი ხელშეკრულებით) ერთი პატიმრის გამოკვებაზე სახელმწიფო 6.00 ლარს დახარჯავს, რის შედეგადაც პატიმრების კვება კიდევ უფრო ხარისხიანი გახდება.

 ბრალდება N6: ადვოკატი ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ შპს „ილი ჯგუფი“ ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებისთვის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ არის დაჯარიმებული, თუმცა მიუხედავად ამისა, კვებით მომსახურების ტენდერში მაინც შპს „ილი ჯგუფმა“ გაიმარჯვა, რის გამოც ადვოკატი გამოთქვამს ეჭვს, რომ ამ შემთხვევაში გარკვეულ კორუფციულ გარიგებას ჰქონდა ადგილი

 პასუხი: შპს „ილი ჯგუფი“ 2019 წელს ერთხელ არის დაჯარიმებული, თუმცა დარღვევა, მისი ხარისხის გათვალისწინებით, არ წარმოადგენს კრიტიკულ შეუსაბამობას ხელშეკრულების პირობებთან. ამასთან, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, 2019 წლის 7 ოქტომბრის ტენდერში მონაწილეობის დროს შპს „ილი ჯგუფი“ სრულად აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს და ადვოკატის ბრალდება გარკვეულ კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით ამ შემთხვევაშიც ისეთივე სიცრუეა, როგორც ყველა დანარჩენი ბრალდება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8 სექტემბერი, 2026
სამართალი

გიორგი ლილუაშვილი – ლაზარე ჯორბენაძე სიკვდილს ნატრობდა კი არა, ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში მოხვედრილიყო

21:26; 7 სექტემბერი, 2026
სამართალი

გურიაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს

12:13; 7 სექტემბერი, 2026
სამართალი

სამართალდამცველებმა ბათუმში სარეალიზაციოდ გამზადებული 24 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს

11:05; 7 სექტემბერი, 2026
სამართალი

მარგო ზოიძის საქმეზე ბრალდებულის მხარემ წინასწარი პატიმრობა გაასაჩივრა

10:40; 7 სექტემბერი, 2026

საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით უპრეცენდენტო, ინოვაციურ პროდუქტებს ნერგავს (R)

აქციის მონაწილეებმა შსს-ს ღობეს ბოქლომი დაადეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო