ქუთაისში, ბალახვანის ცენტრში 12-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
ადგილობრივები “ინფო იმერეთთან” აცხადებენ, რომ ორი გასროლის ხმა გაიგეს, გარეთ გამოსვლის შემდეგ კი დაჭრილი დაინახეს.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ჯერჯერობით უცნობია შსს-მ გამოძიება რომელი მუხლით დაიწყო.


































































