კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში 27 წლის ქალი, ოპერაციის ჩატარების შემდეგ, გარდაიცვალა.
გამოსამშვიდობებელ წერილს მეფისქალაქის სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც ,,ქართლის ამბებს” სკოლაში განუცხადეს, მათ კურსდამთავრებულს ჩიყვის ოპერაცია თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაუტარდა, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ თრომბი განვითარდა.


































































