10 თებერვალს, 12 საათზე, თბილისში, თსუ-ს პირველ კორპუსთან ფსიქოლოგების მხარდამჭერი აქცია იმართება.
“მაია ცირამუა და ქეთი ფილაური თანამედროვე ქართული ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს ორი გამორჩეული ფიგურაა.
მაია GCRT-ს თანამშრომელია 2005 წლიდან. ის წლების განმავლობაში მუშაობდა არასწრულწლოვან მსჯავრდებულებთან, დღემდე მუშაობს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშებთან და ქალებთან, ომით დაზარალებულ ადამიანებთან, წამების მსხვერპლებთან.
ქეთი ფილაური არის საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების გამგეობის წევრი, საქართველოს EMDR საზოგაადოების პრეზიდენტი, საქართველოს სხეულზე ორიენტირებული საზოგადოების გამგეობის წევრი. ილიას უნივერსტიტეტის ფსიქიკური ჯამრთელობის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი
მაიას და ქეთის დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროების განვითარებაში.
ისინი ძალიან ბევრი ადამიანის პროფესიული საყრდენი და იმედია. ბევრი ახალგაზრდა ადამიანის როლური მოდელი.
10 თებერვალს, 12 საათზე, თბილისში, თსუ-ს პირველ კორპუსთან ფსიქოლოგების მხარდამჭერი აქცია იმართება”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ხვალ, 10 თებერვალს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს მაია ცირამუას, ნინო ქათამაძის, გელა მთივლიშვილის, ვლადიმერ აფხაზავას, ხვიჩა ვაშაყმაძის, ირინა ზარანდიას, ქეთევან ფილაურის, ეკა კუხალაშვილისა და გივი ცინცაძის ადმინისტრაციულ საქმეებს.