ამ წუთებში, თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა, _ ინფორმაცია და ფოტო “გურია ნიუსს” ადგილიდან მოაწოდეს.
“მარშუტკას ცეცხლი წაეკიდა. შემდეგ დაგორდა და ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა” , _ გვითხრა თვითმხილველმა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს.
როგორც “გურია ნიუსს” აცნობეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.






































































