https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თენგიზ ცერცვაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს

23:00; 2.09.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გამოითქვა შეშფოთება, რომ მიგრაციის პროცესების გააქტიურება ზრდის ქვეყანაში აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებს, რაც საფუძველს მოკლებული არ არის – როცა აივ-ზე მაღალი რისკის ქვეყნებიდან მიგრაცია გაზრდილია, კარგი იქნება, თუ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები გამონახავენ სამართლებრივ ფორმას, რათა ზოგიერთი ტიპის მიგრანტებისთვის საჭირო იყოს აივ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ან აივ-ზე გამოკვლევის შეთავაზება,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, მიგრანტებთან მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა, რათა ყველა აივ ინფიცირებული მიგრანტი დროულად იყოს ჩართული მკურნალობის და მოვლის სერვისებში.

მისივე თქმით, ბოლო 20 თვის განმავლობაში მკურნალობის სერვისები მიეწოდა უცხოეთის 226 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის 96 და უკრაინის 81 მოქალაქეს.

„ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გამოითქმება შეშფოთება, რომ მიგრაციის პროცესების გააქტიურება, განსაკუთრებით რუსეთიდან და უკრაინიდან, ზრდის ქვეყანაში აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებს, რაც საფუძველს მოკლებული არ არის, თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყნებში აივ/შიდსის მაღალ პრევალენტობას და განსაკუთრებით ახალი შემთხვევების ზრდას.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ ა.წ. 11 აგვისტოს სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნეთ პოსტი, სადაც მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსი და უკრაინელი მოქალაქეების მიგრაციის დაწყებიდანვე შიდსის სამსახურმა გააძლიერა აივ ინფექციაზე ეპიდზედამხედველობა (მათ შორის მიგრანტებზე). აგრეთვე გაზარდა აივ/შიდსის პრევენციის, მკურნალობის და მოვლის სერვისების მიწოდება (მათ შორის მიგრანტებისთვის). მივუთითეთ შესაბამისი ფაქტებიც და რიცხვებიც.

საკითხის აქტუალობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე გვინდა კიდევ ერთხელ მივაწოდოთ მოსახლეობას განახლებული ინფორმაცია.

უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში სადღეისოდ მცხოვრებ აივ ინფიცირებულთა სავარაუდო რაოდენობა 8500-ია და არა 10 ათასზე მეტი, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს. ეს რიცხვი (10 170) მათ, სავარაუდოდ, აიღეს შიდსის ცენტრის მორიგი პრეს რელიზიდან (რომელსაც რეგულარულად ვაქვეყნებთ) და იგი ასახავს არა დღეისთვის საქართველოში მცხოვრებ აივ ინფიცირებულების რაოდენობას, არამედ საქართველოში აივ/შიდსის ეპიდემიის დაწყებიდან (1989 წ) დღემდე შიდსის ცენტრში ოფიციალურად რეგისტრირებული აივ/შიდსით ავადმყოფების რაოდენობას, რომელთა რიცხვში შედიან გარდაცვლილები და ქვეყნიდან წასულებიც.

რაც შეეხება 2023 წლის პირველი 6 თვის (იანვარი-ივნისი) პერიოდში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აივ/შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევების 6%-ით ზრდას, ჩვენ ანალიზის საფუძველზე ვუთითებდით, რომ ეს დაკავშირებული იყო არა იმდენად მიგრაციის პროცესების გაძლიერებასთან, რამდენადაც COVID-19-ის პანდემიის დასრულებასთან, რეგულაციების მოხსნასთან და ტესტირების რაოდენობის ზრდასთან. ამის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 2023 წლის პირველი 8 თვის (იანვარი-აგვისტო) განმავლობაში გამოვლენილი აივ/შიდსით ავადმყოფების რაოდენობა (393) პრაქტიკულად არ განსხვავდება 2022 წლის ანალოგიური პერიოდში გამოვლენილი აივ/შიდსით ავადმყოფების რაოდენობისგან (394).

ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ მიგრანტებთან, რათა ყველა აივ ინფიცირებული მიგრანტი დროულად იყოს ჩართული მკურნალობის და მოვლის სერვისებში და შედეგიც გვაქვს. ბოლო 20 თვის განმავლობაში მკურნალობის სერვისები მიეწოდა უცხოეთის 226 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის 96 და უკრაინის 81 მოქალაქეს. ამასთან ამ პაციენტებს გლობალურ ფონდთან შეთანხმებით ანტირეტროვირუსული მედიკამენტები მიეწოდებათ აბსოლუტურად უფასოდ.

აივ/შიდსის ახალი შემთხვევების პრევენციისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ე.წ. პრეექსპოზიციური პრევენციის (PREP) პროგრამის წარმატებულ განხორციელებას, რომელიც გულისხმობს, რომ მაღალი რისკის ქცევების მქონე ჯანმრთელი (არა აივ ინფიცირებული) პირები, მათი სურვილის შემთხვევაში უფასოდ იღებენ ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებს, რაც აივ ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაშიც კი მათ საიმედოდ იცავს აივ დაინფიცირებისგან. საქართველო ერთადერთია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, რომელმაც 2017 წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებით ახორციელებს ამ პროგრამას. დღემდე ამ პროგრამით ისარგებლა სულ 1532 მაღალი რისკის ქცევების მქონე ჯანმრთელმა (არა აივ ინფიცირებულმა) პირმა და არცერთი მათგანი აივ-ით არ დაინფიცირებულა. აღსანიშნავია, რომ 2022-2023 წლებში შიდსის ცენტრი PREP-ის ფარგლებში მოემსახურა უცხოეთის 300-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის და უკრაინის 289 მოქალაქეს.

რაც შეეხება მიგრანტებისთვის აივ ინფექციაზე კვლევის აქტიურ შეთავაზებას, ეს სენსიტიური საკითხია და მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების, მათ შორის ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზღვარზე შემომსვლელთა სავალდებულო ტესტირებას ან მათ მიერ აივ სტატუსის შესახებ დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულებას, რადგან ითვლება, რომ ეს იქნებოდა მიგრანტების ძირეული უფლებების დარღვევა. ევროპის მხოლოდ 15 ქვეყანა აძლევს მიგრანტებს რეკომენდაციას (მხოლოდ რეკომენდაციას) აივ ინფექციაზე ტესტირებაზე და მათგან მხოლოდ 3 ქვეყანა სთავაზობს მიგრანტებს აივ-ზე ნებაყოფლობით ტესტირებას. ამავე დროს რიგი ქვეყნები (ისინი უმცირესობაში არიან), მაგ.: საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, რუსეთი, სინგაპური, მალაიზია და სხვ. ითხოვენ თავშესაფრის მაძიებლებისათვის, მოქალაქეობის და ბინადრობის მთხოვნელთათვის, ხანგრძლივი დროით (3 თვეზე მეტი) დამრჩენთათვის აივ ნეგატიური სტატუსის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

გარკვეულ უხერხულობასთანაა დაკავშირებული აგრეთვე იზოლირებულად რუსი მიგრანტების აივ/შიდსზე გამოკვლევა. მითუმეტეს, რომ საქართველოში შემოდიან მიგრანტები, მათ შორის სტუდენტები, ისეთი ქვეყნებიდანაც, სადაც აივ/შიდსის პრევალენტობა და ახალი შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია, ვიდრე რუსეთში.

მიგვაჩნია, რომ დღევანდელი სიტუაციის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, როცა აივ-ზე მაღალი რისკის ქვეყნებიდან მიგრაცია გაზრდილია, კარგი იქნება, თუ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები გამონახავენ სამართლებრივ ფორმას, რათა ზოგიერთი ტიპის მიგრანტებისთვის (მოქალაქეობის ან ბინადრობის მოთხოვნა, თავშესაფრის მაძიებლები, ხანგრძლივი დროით, მათ შორის სასწავლებლად ჩამოსულები და სხვ.) საჭირო იყოს აივ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ან აივ-ზე გამოკვლევის შეთავაზება. ამასთან აივ დადებითი სტატუსი არ იქნება დაბრკოლება ქვეყანაში შემოსასვლელად, უბრალოდ მათ შევთავაზებთ პრევენციულ და სამკურნალო პროგრამებში ჩართვას.

მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობის აივ ინფექციაზე უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. მაგრამ, ვინაიდან გაზრდილი მიგრაციის პირობებში მაინც არსებობს აივ ინფექციის გავრცელების მატების რისკები, ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომ ზედმიწევნით დაიცვან აივ უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები, კერძოდ: თავი აარიდონ შემთხვევით დაუცველ სქესობრივ კონტაქტებს, არ დაუშვან არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება და საეჭვო კონტაქტის ან კლინიკური გამოვლინების მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი მიმართონ ტესტირებისა და კონსულტირებისათვის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს ან ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ საქართველოს შიდსის სამსახურის და არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით ჩვენმა ქვეყანამ ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით თავიდან აიცილა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამომდინარე უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და სერიოზული ეკონომიკური ზარალით და რომ საქართველოს დეკლარირებული აქვს აივ/შიდსის ეპიდემიის დასრულება 2030 წლისთვის, რაც ნიშნავს აივ ინფექციის ახალი შემთხვევების ნულამდე დაყვანას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიგრაციის პროცესების გაძლიერებამ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენოს ამ საშვილიშვილო შედეგის მიღწევა.

და კიდევ ერთი. საერთო საქმისთვის კარგი იქნება, თუ კერძო კლინიკები და არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები სიტყვიდან საქმეზე გადავლენ და სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ხელს შეუწყობენ აივ/შიდსის პრევენციულ ღონისძიებებს, მათ შორის მიგრანტებთან, კერძოდ: გაზრდიან აივ/შიდსზე სკრინინგს, შეიმუშავებენ და გაავრცელებენ (მათ შორის მიგრანტებში) ვიზუალურ, აუდიო და ბეჭდურ მასალას აივ/შიდსის პრევენციის საკითხებზე და იმუშავებენ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების ცნობიერების ამაღლებაზე“,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძე
გაზიარება48Tweet30Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11 სექტემბერი, 2026

"როგორ ველოდით"... _შემოქმედის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

როდის დავამყარებთ კონტაქტს უცხოპლანეტელებთან?

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო