https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“თქვენი დაცვა მას არ სჭირდება. ვერაფერს დავუშავებ… არც დავუშავებ,” _ გიორგი გაბუნია

18:05; 27.05.2018
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გადაცემა “პოსტსკრიპტუმს” სპეციალური მიმართვით იწყებს და ბოლო დღეებში მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. საუბარია რელიგიურ თემებზე მის მიმართ გაჟღერებული ფრაზების შედეგად გამოწვეულ ვნებათაღელვაზე, რასაც საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. გაბუნია მისი ბიოგრაფიის დეტალებს ყვება და განმარტავს, რომ იესო მისთვის პირველ რიგში ადამიანია და იმასც ყვება თუ რამდენად მჭიდრო კავშირი ჰქონდა ეკლესიასთან. 

“როდესაც ვუსმენ, რა ვნებათაღელვა მოჰყვა ბოლო პერიოდში ჩემს კომენტარებს რელიგიურ თემებზე, ვხვდები, რომ, ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა არა იმას, თუ რა ვთქვი იესოს ან მარიამის შესახებ, არამედ უფრო იმას, თუ როგორ ვთქვი; უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ჩემი აზრით, არის ფორმა, რომლითაც მე მათ მოვიხსენიებ ხოლმე – მორწმუნეების დიდ ნაწილს აღიზიანებს ის, რომ მე ქრისტეზე ან ღვთისმშობელზე როგორც უბრალო ადამიანებზე ვსაუბრობ… და ვხუმრობ.

მაგრამ ისინი იყვნენ ადამიანები, ზუსტად ისე, როგორც მე და თქვენ – ამას ეკლესიაც არ უარყოფს და ღმერთის განკაცებაც სწორედ ამას გულისხმობს, რომ იესო სრულფასოვანი ადამიანი იყო – მას ჩვენსავით შიოდა, წყუროდა, სციოდა, ეშინოდა, ქორწილებშიც დადიოდა, ღვინოსაც სვამდა, სუფრასთანაც იჯდა, მათ შორის, ძალიან ცოდვილ ადამიანებთან ერთად და, ისევე, როგორც სხვა ადამიანები, ალბათ, რაღაც დოზით, ხუმრობდა და იუმორის გრძნობაც ჰქონდა.

დიახ, მე იესოზე ვსაუბრობ, პირველ რიგში, როგორც ადამიანზე; ჩემთვის ის, პირველ რიგში, ადამიანია; დიდი ადამიანი და თანაც, ჩემთვის ძალიან ახლობელი, რომელზეც თავისუფლად შემიძლია ვიხუმრო, როგორც ახლო მეგობარზე, რომელსაც, ვიცი, რომ არასდროს ეწყინება ჩემი ხუმრობა.

მორწმუნეთა ნაწილს ახლა ეს დამოკიდებულებაც გააბრაზებს – როგორ ვბედავ, რომ ღმერთზე, არა მარტო როგორც ადამიანზე, არამედ როგორც ჩემს ახლობელზე ვლაპარაკობ! ჩემთვის კი ეს სრულიად ბუნებრივია – მე გავიზარდე ამ ღმერთთან ერთად.

მე ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც პირველად ვიგრძენი ძალიან დიდი მიზიდულობა იმ ორი ხატის მიმართ, რომელიც ჩემს ოჯახში ინახებოდა – ეს იყო ღვთისმშობლის და წმინდა გიორგის ხატები. მახსოვს, წმინდა გიორგის ხატი კედელზე ეკიდა, მაღლა და წინ თეთრი ნაჭერი ჰქონდა ჩამოფარებული. მე ჩუმად ვძვრებოდი ხოლმე სკამზე და დიდხანს ვუყურებდი იმ ხატს, ისე, რომ არავის შეემჩნია.

დღესაც ნათლად მახსოვს ის განსაკუთრებული დღე, როდესაც ბებიაჩემმა – დედაჩემის დედამ – ქაშუეთში შემიყვანა. არ მახსოვს როგორ და რატომ მოვხვდი იქ მასთან ერთად, მაგრამ მახსოვს ის ენით აღუწერელი აღფრთოვანება, რომელიც იმ დღეს ტაძარში განვიცადე.

9 წლის ვიყავი, როდესაც მომნათლეს ჩემს და-ძმასთან ერთად, იმიტომ, რომ ბაბუაჩემი გარდაიცვალა და ასე თქვეს – არ შეიძლება, ოჯახში ვინმე მოუნათლავი იყოსო.

რამდენიმე წელიწადში, ბუნებრივად, გამიჩნდა მოთხოვნილება და სურვილი, რომ უფრო მეტი გამეგო ღმერთის შესახებ. მაგრამ მაშინ ტაძრების დიდი ნაწილი დაკეტილი იყო და საეკლესიო ლიტერატურა, ფაქტობრივად, არ იყიდებოდა.

არ მახსოვს საიდან, მაგრამ ჩემი ინტერესის შესახებ მათემატიკის მასწავლებელმა გაიგო და ერთ დღესაც ჩუმად მომიტანა ოთხთავი. როგორც უდიდესი განძი, ისე მოვასვენე ეს წიგნი სახლში. შევეცადე წაკითხვას, მაგრამ ვერაფერი გავიგე, იმიტომ, რომ ოთხთავი ძველქართულად იყო… და ცოტა ხანში დავუბრუნე უკან ჩემს მასწავლებელს.

ასე ჰაერში დარჩენილი, ვცდილობდი ჩემი ურთიერთობა მეპოვა ღმერთთან…  და მე მისი ხატვა დავიწყე. ვხატავდი ბიბლიურ თემებზე, რომლებსაც სხვა, დიდი მხატვრების ნამუშევრებიდან ვსწავლობდი – იმიტომ, რომ თვითონ მე ბიბლია არ მქონდა. ალბომები მაქვს გავსებული ნახატებით, რომლებშიც მთავარი გმირი ყოველთვის ღმერთია – მამა ღმერთი, იესო ქრისტე, სულიწმინდა.

ბევრი წელი გავიდა, ვიდრე მე სიონის ტაძარში ჩემი პირველი „ახალი აღთქმის“ ყიდვა შევძელი – ეს ჩემთვის სრულიად დაუჯერებელი სასწაული იყო – ხელში მეჭირა სრული „ახალი აღთქმა,“ ყველა წიგნი – მათეს სახარებიდან იოანეს გამოცხადებამდე. მართლა არ მჯეროდა, რომ ეს სიმართლე იყო.

შემდეგ ნელ-ნელა ეს გზები გაიხსნა – მოგვიანებით შევიძინე მთლიანი ბიბლია, რომელიც მალევე რამდენჯერმე წავიკითხე.

იმ პერიოდიდან გამომდინარე ისე მოხდა, რომ მე იძულებული გავხდი, რაღაცნაირად ჩემი, საკუთარი, უშუალო ურთიერთობა მეპოვა ღმერთთან, შუამავლების გარეშე.

შუამავალი გაჩნდა მოგვიანებით, როდესაც მე ეკლესიაში დავიწყე სიარული – ამ დროისთვის მე უკვე ძალიან სერიოზული გეგმები მქონდა: მინდოდა ჩემი თავი სრულიად მიმეძღვნა ღმერთისთვის და ამიტომ წლების შემდეგ ბერად აღკვეცას ვაპირებდი. უფრო მეტიც – განდეგილობა მინდოდა და ამისთვის სერიოზულად ვემზადებოდი – ვკითხულობდი ათანასე ალექსანდრიელის მიერ აღწერილ ანტონი დიდის ცხოვრებას და მის ქადაგებებს და ა.შ.,  მსგავს ლიტერატურას.

ამასობაში სკოლა დავამთავრე და დადგა უმაღლესი სასწავლებლის დრო – მე მინდოდა სემინარიაში ჩაბარება, მაგრამ ჩემი მშობლები კატეგორიულად წავიდნენ ამის წინააღმდეგ: მათთვის სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა ჩემი მიდრეკილება განდეგილობისკენ. ამიტომ დიდხნიანი კამათის შემდეგ დამითანხმეს, რომ მესწავლა არქიტექტურა; დავთანხმდი შემდეგი მიზნით: გავხდებოდი არქიტექტორი და აღვადგენდი საქართველოს დანგრეულ ტაძრებს და ზოგიერთს ჩემი საკუთარი ხელით მოვხატავდი კიდეც – ძალიან დიდი სურვილი მქონდა ამის.

დავიწყე სწავლა… ჩემმა მოძღვარმა შემატყო განსაკუთრებული მონდომება და ისე, რომ ამის შესახებ არასდროს არაფერი მითქვამს, სტიქაროსნად მაკურთხა. ჩემს ბედნიერებას და გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, მართლა სამოთხეში მეგონა თავი. შემდეგ ვისწავლე ნუსხურად კითხვა და გავხდი მედავითნე. ვგალობდი, და მცირე ხნით ლოტბარიც კი ვიყავი. ვმარხულობდი, აღსარებას ვამბობდი, ვეზიარებოდი და ა.შ. ყველა წესს ზედმიწევნით ვასრულებდი.

რამდენიმე წელი გავიდა ასე… რა მოხდა შემდეგ?

მე ნელ-ნელა მივხვდი, რომ ამ წესებში, კანონებში, რიტუალებში მე ღმერთი ვერ ვიპოვე, პირიქით, ნელ-ნელა დავკარგე კიდეც.

ეს იყო ეჭვების და შინაგანი ბრძოლის ძალიან მტკივნეული პერიოდი. ჩემთვის სულ უფრო გაუგებარი ხდებოდა, რა საჭირო იყო ღმერთთან ხალასი, უშუალო ურთიერთობის ასე შეზღუდვა სხვადასხვა წესით და ჩარჩოებით, მაშინ, როდესაც იესო სწორედ ასეთი ხისტი ჩარჩოების დანგრევას ქადაგებდა.

საბოლოოდ მოხდა ისე, რომ მე ეკლესიაში დავკარგე ის ღმერთი, რომელიც მანამდე ასე მიყვარდა… ვიღაც მას ეკლესიაში პოულობს, მაგრამ პირადად მე – დავკარგე. შეიძლება სწორედ იმიტომ, რომ მანამდე, ბავშვობაში, მე უკვე ჩემი საკუთარი გზა მქონდა მასთან მისასვლელად ნაპოვნი და ნებისმიერ შუამავალს ბარიერად აღვიქვამდი ამ გზაზე.

…და მე წამოვედი ეკლესიიდან. მაგრამ მე არასდროს ვყოფილვარ ათეისტი – ჩემთვის ათეიზმი რელიგიის ნაირსახეობაა, ეს არის რელიგია ღმერთის გარეშე. მე კი წლები დამჭირდა ღმერთთან ჩემი ურთიერთობის ხელახლა დასალაგებლად.

ეს კიდევ ერთი მძიმე, შინაგანი ძიების ხანგრძილივი პროცესი იყო – ამ პერიოდში სრულიად შევიცვალე ვიზუალურადაც: ჩემი თმა გაფერადდა, ყურები დაიხვრიტა, შარვლები დაიხა და უკუღმა შემოტრიალდა – ეს ცალკე, ძალიან გრძელი ისტორიაა, რომლის მოყოლის დროც აქ ნამდვილად არ არის.

მაგრამ როგორც არ უნდა გამოვიყურებოდე, რასაც არ უნდა ვამბობდე ან ვაკეთებდე – მაინც ყველაფერი, რაც ჩემშია, ეფუძნება ქრისტიანობას; შეიძლება, თქვენთვის ეს უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ეს ასეა – ჩემი ინტერესები, ჩემი მსოფლმხედველობა, ჩემი ესთეტიკა, ჩემი გემოვნება, ყველა ჩემი ჰობი, ჩემი ყველაფერი დგას ქრისტიანულ კულტურაზე, ეხება ქრისტიანობას და ტრიალებს ქრისტიანობის გარშემო – მათ შორის, ჩემი მკვახე იუმორიც; იმიტომ, რომ მე გავიზარდე და ჩამოვყალიბდი ამ წიაღში. ეს არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და ყველაზე საინტერესო სფერო, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ყველაზე მეტად ჩემია.

არ ვიცი, რატომ თვლის ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი და მორწმუნე – მხოლოდ ზოგიერთი, ყველას ეს არ ეხება – არ ვიცი, რატომ თვლიან, რომ ღმერთი ექსკლუზიურად მათი საკუთრებაა და არავის აქვს უფლება სხვანაირად შეეხოს ან ახსენოს იესო თუ მარიამი.

არა! იესო ქრისტე ჩემიც არის, მე გავიზარდე მასთან ერთად, ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მე მაქვს უფლება, მქონდეს მასთან ჩემებური ურთიერთობა, თუნდაც ეს ვიღაცისთვის მიუღებელი იყოს. მე მაქვს უფლება ვუყურებდე მას, როგორც ჩემს მეგობარს და ვლაპარაკობდე მასზე, როგორც ადამიანზე. მე არ ვიცი და ვერც მეცოდინება, როგორია ქრისტე როგორც ღმერთი, მაგრამ მე შემიძლია წარმოვიდგინო ის, როგორც ადამიანი.

ის ქრისტიანები, რომლებსაც ავიწყდებათ, რომ იესოც ადამიანი იყო და მას მხოლოდ ხატებზე გამოსახულ გაყინულ ღმერთად აღიქვამენ, იქცევიან ისეთ არაადამიანურ აგრესორებად, რომლებიც მზად არიან დაგვწყევლონ, თავი გაგიხეთქონ და მოგკლან – რა თქმა უნდა, იმ იესო ქრისტეს სახელით, რომელიც ჯვარზეც კი თავისი მკვლელებისთვის ლოცულობდა.

ამიტომ… ნუ გეწყინებათ, როდესაც მე ვხუმრობ იესოზე, როგორც ჩემს მეგობარზე; მე მას ახლობლად აღვიქვამ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ხუმრობა მას არ ეწყინებოდა და არც სწყინს. ის ზედმეტად დიდია იმისთვის, რომ ჩემი ხუმრობით ან რამე დააკლდეს, ან რამე ეწყინოს და რომც ეწყინოს, ის თვითონ მოახერხებს ჩემთან ურთიერთობის გარკვევას; და თუ არ მოინდომებს ჩემთან მეგობრობას, არ იმეგობრებს.

დამიჯერეთ, თქვენი დაცვა მას არ სჭირდება. მე მას ვერაფერს დავუშავებ …და არც დავუშავებ”, _ აცხადებს გიორგი გაბუნია.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8 სექტემბერი, 2026

გივი და კახელები

ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჩოხატაურმა უმასპინძლა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო