https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“თოფი აიღო და ტყეში გავიდა”- მიხა ხელაშვილის და ლევან რაზიკაშვილის ისტორია

8:01; 25.01.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს მიხა ხელაშვილის დაბადების და გარდაცვალების დღეა.

ის ავტორია პოპულარული ლექსისა „ლექსო ამოგთქომ ოხერო“, რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ ხელაშვილის მშობლიურ ფშავში. 1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში.

გავრცელებული ვერსიით საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობრებმა: ლევან გარსევანიშვილმა, ლუკა მარცვალაშვილმა და ვახტანგ რაზიკაშვილმა.

სხვა ვერსიით დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს. საბჭოთა პერიოდში ხელაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე.

პოეტ მიხა ხელაშვილისა და ვაჟა ფშაველას შვილის – ლევან რაზიკაშვილის საოცარი ისტორია ლელა რაზიკაშვილმა გაგვიზიარა:

„ზუსტად 100 წლის წინ, 1921-ში, მიხა ხელაშვილმა თოფი აიღო და ტყეში გავიდა, ანუ იარაღით დაუპირისპირდა ახალ, საბჭოთა ხელისუფლებას. მან ჩათვალა, რომ ასე უნდა დაეცვა თავისი ქვეყნის თავისუფლება, საკუთარი თავისუფლება და  თავისი  შეუგუებლობა  ყველაფრის მიმართ, რაც მის გარშემო ხდებოდა!

მიხას თოფი მარტო მიხას პოზიციას, განწყობას, მხოლოდ მის მიერ გამოცხადებულ ომს რომ არ ნიშნავდა, ეს კარგად ესმოდათ იქ, მხარის ახალ სამხედრო ხელისუფლებაში. ხელაშვილის თოფი აერთიანებდა უამრავი მისი თანატოლის აზრსა და გულისწადილს, რომლებსაც მან გამბედაობით გაუსწრო და თავგანწირვის მაგალითი უჩვენა! მიხას თოფი აერთიანებდა უამრავ მის დამხმარეს, ვინაც სოფლიდან კვებავდა მის ტყიურ ბრძოლა-არსებობას. ეს თოფი აერთიანებდა მათაც , რომლებიც  წინააღმდეგობის კულისებიდან კვებავდნენ მიხას იდეურად და ელოდებოდნენ თავიანთ დროს, თავიანთი პარტიის უზადო თამაშს თავისუფლებისთვის ომის დიდ სცენაზე.

ლევან რაზიკაშვილი პირველი იყო მათ შორის!

ფშავში იმხანად ორი კომისარი იყო. ერთი- ბოლშევიკების კომისარი, იარაღით, ჯარისკაცებით, ძალაუფლებით, შტაბით, კანტორით, კანცელარიით,  წითელი ხელისუფლების მიერ მიცემული დავალებებით და მსტოვრებით მაღაროსკარში.

მეორე – ლევან რაზიკაშვილი, სახალხო კომისარი,  მხოლოდ ჩოხითა და სახელით,  მისი ვაჟკაცობის და დიდი მამის გამოც, ხალხის სიყვარულით, მამაპაპური თოფით და დიდი რაზიკაშვილების ქოხით, სადაც ამ ხეობაზე ყველა ამვლელ-ჩამვლელი, აქაური თუ შორიდან მოსული, როგორც ტაძარში, ისე შედიოდა!

ლევან რაზიკაშვილი მხარეში მოსულ წითელ ხელისუფლებას, ვაჟას შვილად და უკვე  სახელიან მეომრადაც დახვდა. მენშევიკების დროს, როცა მთაში დროებით შესუსტდა კავშირი ქალაქის ხელისუფლებასთან, როცა არ არსებობდა არანაირი სამხედრო დანაყოფი, რომელსაც მთის მოსახლეობა დაეყრდნობოდა მარბიელ გადამთიელთა შემოსევების დროს, ფშავში შეიქმნა ადგილობრივი სახალხო ლაშქარი ოჯახებისა და სოფლების დასაცავად და ამ სახალხო დანაყოფის კომისრად, სახელისა და უფრო გამორჩეული ფიზიკური მონაცემების გამო, ვაჟას უფროსი შვილი აირჩიეს. რაზიკაშვილების ავტორიტეტზე თავდასხმა ახალი ხელისუფლებისთვის სარისკო იყო, ამიტომ ძალაუფლების განმტკიცებამდე დაზავება არჩიეს. შეუნარჩუნეს ხალხის მიერ არჩეული კომისრის წოდება და  ფუნქცია, ერთად ებრძოლათ მთებიდან გადმოსული მარბიელი რაზმების წინააღმდეგ. თუმცა ორივე მხარემ იცოდა, რომ ეს ზავი დროებითი იყო. ვაჟას ქოხი, სადაც თავს იყრიდა მხარისა და არა მარტო მხარის ყველა განათლებული და ქვეყანაზე მოფიქრალი ადამიანი, სადაც ტრიალებდა ქართული სიტყვა, ქართული სახელმწიფოს იდეა, იქაური საზოგადოებისთვის სიმძიმის მთავარი ცენტრი იყო, რომელიც ბუნებრივია  შუთავსებელი აღმოჩნდა მაღაროსკარის სამხედრო ,,კანტორის“ ახალი წესრიგისთვის! სწორედ ამიტომ მიუჩინეს ლევან რაზიკაშვილს მოყურიადეები, რომლებიც საგულდაგულოდ კენკავდნენ ქოხში მოტრიალე ყველა სიტყვას, ყველა თემას, ყველა სახელსა თუ გვარს და დაელოდნენ შესაფერის დროს, როცა ლევანს, როგორც პრობლემას. ვაჟას ქოხს კი, როგორც საშიშროებას, ერთად დაასრულებდნენ!

ფშავ-ხევსურეთში უკვე სახელგანთქმული ახალგაზრდა პოეტი, დიაკვანი მიხა ხელაშვილი, ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც თავს ლევან რაზიკაშვილის თანამებრძოლად და ვაჟას ქოხის მეციხოვნედ თვლიდა. ხელაშვილსა და რაზიკაშვილების ოჯახს, გარდა მეგობრობისა,  ერთმანეთთან მიხას და, სალომეც აკავშირებდათ. სალომე ლევანის სათაყვანებელი ბიძის, ბაჩანას, ნიკო რაზიკაშვილის  გაზრდილი, მისი შვილობილი იყო. პატარაობაში სალომე ბაჩანას მოსწავლე ყოფილა და პოეტმა ის თავისი შვილივით გაზარდა. მას მერე, რაც ბაჩანა მაღაროსკარში და შემდეგ ვეჯინში გადავიდა მასწავლებლად და ოჯახიც თან წაიყვანა, სალომე თავის მეუღლესთან, ჩარგლის ეკლესიის მოძღვართან, თევდორე ჟამიაშვილთან ერთად, ბაჩანას სახლში დარჩა საცხოვრებლად. სალომე იყო ლევანის მეუღლის , თამარ მთვარელიძის დობილი და დიდი მეგობარი. ეს ის თამარია, რომელსაც სალომემ მიხა ხელაშვლის ერთადერთი სურათი ანდო და გორში გაატანა გადასარჩენად. მანაც, თავად დევნილმა, სურათი წაიღო და საქართველოს შემოუნახა. მანამდე სალომემ ლევანს თავისი გაზრდილი, ახალგაზრდა, მაგრამ უკვე დიდი ნიჭისა და სახელის ძმა ანდო, ჩარგალში გადმოიყვანა იმ იმედით, რომ თევდორე მღვდლისა და ლევან რაზიკაშვილის გარემოცვაში, ახალგაზრდა კაცი განათლებულ და სამშობლოსთვის გამოსადეგ ვაჟკაცად ჩამოყალიბდებოდა. არც შემცდარა, ასეც მოხდა, ოღონდ დრო ჩამოდგა ისეთი, რომ განათლება და პატრიოტობა ერთად- სასიკვდილო განაჩენს უდრიდა.

სანამ უმაღლესი სამხედრო კომისარიატი შესაბამისი ,,დანოსების“ შედეგად, ლევან რაზიკაშვილის განეიტრალების გადაწყვეტილებას მიიღებდა,  ადგილობრივი სამხედრო ,,კანტორა“, ფშავხ-ხევსურეთის დამორჩილების ერთიან ოპერაციაში,  მისი გარემოცვის  გადაბირება- შევიწროებით  იყო დაკავებული.  წითელი კომისარი თავად დადიოდა შეიარაღებულ რაზმთან ერთად სოფლებში და აგროვებდა ახალგაზრდებს წითელი რაზმისა და კომკავშირისთვის. ზოგიერთი ძალიან შინაურის გადაბირება და მსტოვრად დაყენება ადვილად მოახერხეს, თუმცა ხელაშვილის დამორჩილება რომ ვერც სიტყვთა და ვერც იარაღით გამოვიდოდა, ეს უკვე იცოდნენ და შესაფერის დროს, შესაფერის ინფორმაციას ელოდნენ მის მოსაცილებლად! მიხა, როგორც სახელოვანი პოეტი, მეომარი და ახალგაზრდობის მოთავე, უკიდურესად საშიში იყო ახალი წესრიგისთვის.

ეს დრო 1921 წლის შემოდგომაზე დადგა, გიორგობის დღესასწაულებზე, როცა მთიელი ახალგაზრდობა, უძველესი ტრადიციის მიხედვით, ნიშანში სროლის შეჯიბრს მართავს ხოლმე. მთის ყოველდღიურობისთვის ეს ჩვეულებრივი, ზოგჯერ რიტუალური თავშესაქცევი და აუცილებელი წვრთნა- ნიშანში სროლა- შეჯიბრი, მიხასთვის საბედისწერო გამოდგა ახალი ხელისუფლების ახალი ,,უკაზის“ პირობებში. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ მთის სოფლებიდან, ოჯახებიდან იმ იარაღის ამოღება დაიწყო, რითაც მოსახლეობა თავს იცავდა და ცოლ-შვილს ნადირობით კვებავდა. იარაღს უტოვებდნენ მხოლოდ მათ, ვინც კომკავშირის რიგებში ეწერებოდა ან წითლების რაზმში იწყებდა სამსახურს. მიხას იარაღი ჰქონდა, როგორც საეკლესიო საგანძურის მცველს. ეს იცოდა ყველამ, არც არავის დაუშლია მისი ტარება, მაგრამ როცა მისი მოშორების აუცილებლობა დადგა, იმუშავა ინფორმაციამ და შესაფერისმა მომენტმა…

იმ დღეს, კომისარი ჯაგნელიძის ჩარგალში შემოსვლა, ძალიან ჰგავდა ჩატანილი ინფორმაციის კვალობაზე წინასწარ დაგეგმილ ოპერაციას. მოხუცები იმასაც ჰყვებოდნენ, რომ იმ დღეს მილიციელებს ცხენები მიხას საცოლის, დედუნას ეზოში შეუყრიათ და თავადაც დააბოტებდნენ შეშინებული ქალების თვალწინ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ხელაშვილის განიარაღებასთან ერთად, მისი მოკვლაც იგეგმებოდა ხელოვნურად გამოწვეულ ჩხუბში, მაგრამ გაასწრო…

ლევანმა ფორა მისცა და მიხამაც ტყეში შეასწრო…

პაპაჩემი, გიგლა რაზიკაშვილი, ბაჩანას შვილი, 10 წლისა იყო მაშინ. ხშირად ჰყვებოდა ხოლმე ამ ამბავს. ჭიჭახევასკენ ხელს გაიშვერდა და იტყოდა: აქ იყო, აქ ატყრობდნენ თოფებსო, აქ დაადგნენ ბოლშევიკებიო.

თუმცა თამარმა, მიხას ქალიშვილმა, გიგლასგან ჩანაწერში 1968 წელს,  სხვა ადგილი მიუთითა, მაგრამ ამას, ალბათ, დიდი მნიშვნელობა არც აქვს…

… ,, გიორგობა იყო, ხან ერთ ოჯახში ვიკრიბებოდით, ხან- მეორეში. იმ დღეს ლუკაანთას ვიყავით, ლევანიც შინ იყო. მერე გორაზე გამოვიდნენ, მოლოდინაანთ სახლის ბოლოზე, ბექში, სანიშნო ქვაზე რაღაც იყო დაკრული, იმას ესროდნენ. მიხა ლევანს რაღაცას ელაპარაკებოდა, რაზე საუბრობდნენ არ გამიგონია. მერე ლევანს დაუძახეს: ახლა თქვენი ჯერია, ჩვენ ტყვია ვერ მივუყენეთ, იქნებ თქვენ მოახვედროთო. ლევანმა მიხას უთხრა:  ჯერ შენ სცადე და მერე- მეო. მიხამ ესროლა და ჩამოაგდო, ზედაც გამოჩნდნენ ცხენოსნები ჭალაზე, ლუკაანთკენ შემობრუნდნენ. ბიჭები ლევანის სახლში შევიდნენ, ლევანი მილიციელებს მიეგება… რა ამბავია, რა სროლებია, ან ამდენი იარაღი რად გინდათ, არეულობა გვეგონა რომ მოვდიოდით, ეგ იარაღი სულ უნდა ჩამოგართვათო…

სახლში შეფარებულებს ყველაფერი ესმოდათ. მიხამ ტყვიები წამოყარა, თოფი ბუხარში დამალა და ასე გადაარჩინა, დანარჩენებმა კი ვერაფერი მოიფიქრეს. ამაობაში მილიციელებიც შევიდნენ. იარაღები ჩამოართვეს ყველას. მიხას მაუზერი ეკიდა წელზე, მეგობრის ნაჩუქარიაო. ჯაგნელიძე მოედავა : ,,შენ ვინა ხარ, თუ მთავრობის წინააღმდეგი არა ხარ ეგ იარაღი რად გინდაო, შენზე ხმები დადის, ხალხს აბუნტებს და უნდა დაგიჭიროთო“

ლევანი გამოესარჩლა, ჯაგნელიძე გარეთ გამოიყვანა, თან მიხას ანიშნა- წადი, თავს უშველეო…

სანამ ლევანმა ჯაგნელიძე შეიყოლია, მიხამ დამალული თოფი გამოიტანა და სახლს უკან ტყეში მიიმალა…“

ეს 1921- ის შემოდგომა იყო.

ზუსტად ერთ წელიწადში, 1922-ის შემოდგომაზე ლევანსაც დაადგნენ სამალავში, ზუსტად იცოდნენ ადგილსამყოფელი, მაგრამ მას აღარავინ დარჩა დამხმარე, მან ვერ გაასწრო“,_ იხსენებს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ლელა რაზიკაშვილი.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8 სექტემბერი, 2026

როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი- უახლოესი პროგნოზი

კორონავირუსის ახალი შემთხვევები ლანჩხუთში

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო