https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ტრადიციებს შეწირული ბავშვთა უფლებები

10:11; 29.11.2018
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

26 წლის ირინე შაყელაშვილი, ოზურგეთში, რელიგიური უმცირესობით დასახლებულ სოფელ ლაითურში ცხოვრობს. მეცხრე კლასში გათხოვდა და ახლა ოთხი შვილის დედაა.

„ისე მოხდა, რომ ადრე გავთხოვდი და როგორც იტყვიან, ადრე დამაწვა ოჯახის უღელი“, _ ირინეს გული წყდება, რომ სწავლა ვერ მოახერხა.

„ბევრი მიფიქრია ამაზე. როცა ოჯახი და პატარა ბავშვები გყავს ძალიან რთულია. 16 წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი. შეიძლება ითქვას, მეც ბავშვი ვიყავი. ძალიან კარგი მეუღლე და შვილები მყავს, რაც მაბედნიერებს, თუმცა, გული მწყდება, რომ ბავშვობაზე უარი ნაადრევად ვთქვი.

დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ბევრ რამეს შევცვლიდი, თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ ახლა უკმაყოფილო ვარ. ოთხი ძალიან კარგი შვილის დედა ვარ და ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. თავიდან კი მართლა გამიჭრიდა. არ იყო ადვილი. ოჯახს სხვა პასუხისმგებლობები აქვს. გული კი მწყდება ცოტა, მაგრამ რას ვიზამ,“ _ ამბობს ირინე, რომელიც მეუღლესთან ერთად ოჯახის სარჩენად ფიზიკურადაც შრომობს.

„სწავლა არც მეუღლეს დაუსრულებია. ისიც მეცხრე კლასიდან გამოვიდა. არცერთს გვაქვს დიპლომი და შესაბამისად, არც სამსახური. მძიმე ფიზიკური შრომა გვიწვევს. ყოველდღიურ მუშადაც ვმუშაობთ  – ხან თხილის ვკრეფთ, ხან მანდარინს, ხან სიმინდს, სეზონის მიხედვით. ვცდილობთ, ჩვენს შვილებს არაფერი მოვაკლოთ“.

გვიყვება, რომ რამდენიმე წლის წინ, როცა ორი შვილი ჰყავდა, პატარები მეუღლეს დაუტოვა და თავად თურქეთში წავიდა სამუშაოდ.

„სხვა გზა არ მქონდა. ჩემი მეუღლე ბავშვებს უვლიდა და მე თურქეთშიც ვიმუშავე ცოტა ხანს მზარეულად. თუ დიპლომი არ გაქვს სამსახურს ვერ დაიწყებ. ძალიან გვიჭირს უმუშევრად ყოფნა. საბედნიეროდ, სოციალურ დახმარებას ვიღებთ და როცა დღიური სამუშაო არ არის, არ მეშინია, რომ ჩემს შვილებს მოშივდებათ“, _ ირინე ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისმა შვილებმა კარგი განათლება მიიღონ.

„ჩემს შვილებს სულ იმას ვეუბნები, რომ ისწავლონ, ბავშვობა შეირგონ. ყოველთვის მოესწრებიან ოჯახის შექმნას. ყველაფერი მის დროზეა კარგი“.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, საქართველოს ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. არსებული სტატისტიკით, საქართველოში მცხოვრები ქალების 17% 18 წლის შესრულებამდე დაქორწინდა.

კვლევაში განმარტებულია, რომ მონაცემები სრული ვერ იქნება, რადგან ნაადრევი ქორწინება ხშირად ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის. მაგალითად, 16 წლამდე ასაკის პირი ოფიციალურად ვერ შეძლებს ქორწინების დარეგისტრირებას. 2017 წლის იანვრიდან კი ძალაში შევიდა საკანონმდებლო ნორმა, რომლის მიხედვითაც 18 წლამდე მიუღწეველი პირები ვეღარც სასამართლოს ნებართვით დაქორწინდებიან.

„ადრეული ქორწინების პრაქტიკა და გარემოებები არ არის ჰომოგენური და საკმაოდ განსხვავდება ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიისა და რეგიონების მიხედვით. ადრეული ქორწინება განსაკუთრებით ხშირია გარკვეულ ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებში“, _  ვკითხულობთ 2014 წელს ჩატარებულ კვლევაში.

ანგარიშის მიხედვით, ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთ მიზეზად განათლების შეწყვეტა სახელდება. გოგონები, განსაკუთრებით – სოციალურად დაუცველთა ოჯახებიდან, ტოვებენ სკოლას, რის შემდეგაც „მათთვის ქორწინება ერთადერთი გამოსავალია“.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ 2017 წლის კვლევაში, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებებზე გაკეთდა, აღნიშნულია, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც არ ასრულებენ განათლების ამ საფეხურს გარკვეული სირთულეები ექმნებათ.

„შინამეურნეობებში, მთლიან მოსახლეობასა თუ ბავშვებში სიღარიბის დაბალი მაჩვენებელი, როგორც წესი, პირდაპირ კავშირშია ოჯახებში ზრდასრულთა განათლების დონესთან. განსაკუთრებული მნიშვნელობა კი ქალთა განათლების დონეს აქვს. იმ ოჯახებს შორის, რომლებშიც 15 წელზე უფროსი ასაკის არც ერთ ქალს არ აქვს მიღებული ზოგადი განათლება, თითქმის 7% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ხოლო ღარიბი შინამეურნეობებისა და მატერიალური პრობლემის მქონე მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლები მკვეთრად იკლებს ქალთა საგანმანათლებლო მიღწევების ზრდასთან ერთად“.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსწავლეები, რომლებიც არ ასრულებენ სკოლაში სწავლას უფრო ნაკლები ალბათობით შეიძენენ იმ ცოდნასა და უნარებს, რაც მათ შრომის ბაზარზე შესვლაში დაეხმარებათ.  

ევროკომისიის პუბლიკაციის მიხედვით, 2013 წელს, ევროპაში, ასეთი მოსწავლეების უმუშევრობის მაჩვენებელი 41% იყო.. მოზარდები, რომლებიც ადრე ანებებენ სწავლას თავს უფრო მეტი ალბათობით ხდებიან სოციალური კეთილდღეობის პროგრამების ბენეფიციარები და არიან სოციალური გარიყვისა და სიღარიბის რისკის წინაშე.

ახალგაზრდების ეროვნული კვლევა ცხადჰყოფს, რომ 15-29 წლის ასაკის ახალგაზრდებს შორის, რომელთაც მიღებული აქვთ მხოლოდ დაწყებითი ან საბაზო საფეხურის განათლება, დაახლოებით 23.9%–ია დასაქმებული. მაშინ როდესაც ახალგაზრდებიდან, რომელთა განათლების მიღწეული დონე სრული საშუალო ზოგადი განათლების საფეხურს შეესაბამება, დასაქმებულია 45.8%. ასევე, საქართველოს 15-29 წლის ასაკის ახალგაზრდების 31.2% არც დასაქმებულია და ამასთანავე არ არის ჩართული ფორმალური განათლების არცერთ საფეხურზე. ასეთ ახალგაზრდებში ქალების წილი (65.4%) მკვეთრად აღემატება მამაკაცების რაოდენობას. უფრო მეტიც, კვლევის ანგარიშის თანახმად 15-29 წლის ქალების 40.3% არ მუშაობს და არც სწავლობს, მაშინ როდესაც იგივე მაჩვენებელი მამაკაცების შემთხვევაში 21.9% (გაეროს ბავშვთა ფონდი, 2014).

ადრეულ ასაკში ქორწინებასა და თანმდევ პრობლემებზე საუბარია სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშშიც.

„როგორც ირკვევა, ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტების უმრავლესობას არა ბავშვების სითამამე, არამედ მშობლების გადაწყვეტილება უდევს საფუძვლად. ზოგიერთ შემთხვევაში, მშობლები თავად არჩევენ ოჯახებს და შვილების დაუკითხავად წყვეტენ მათი დაოჯახების ამბავს. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც წყვილი პირველად ერთმანეთს ქორწილში ხვდება, ხოლო ნიშნობის რიტუალი მათ გარეშე ტარდება“.

ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებს სახალხო დამცველი ძალადობად განიხილავს, რადგან არასრულწლოვნები ხშირად ვერ აცნობიერებენ იმ რისკებსა და საფრთხეებს, რომელთა წინაშეც ამ ნაბიჯის გადადგმით დგებიან. ამ რისკებსა და შედეგებს ისინი მშობლებმა, მეურვეებმა და სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა აარიდონ.

„ადრეულ ასაკში ქორწინების შედეგად ბავშვები/არასრულწლოვნები დგებიან ისეთი საფრთხეების წინაშე, როგორიც არის ოჯახში ძალადობა. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოში არსებულ სოციალურ ასპექტებს და მოთხოვნებს, რომლებიც გენდერული უთანასწორობის პრინციპებიდან იღებს სათავეს; როგორიც არის მაგალითად, გოგოს, ქალის მიმართ საზოგადოების მხრიდან დაწესებული არაფორმალური მოთხოვნები – პატიოსნების, უბიწობის და შემდეგ უკვე ოჯახის შენარჩუნების და თმენის ვალდებულებების შესახებ“, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ამავე ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ადრეული ქორწინების შედეგად ხშირად ზიანდება ქალის ჯანმრთელობაც;  რომ 16 წლამდე გოგონები 5-ჯერ უფრო დიდი რისკის ქვეშ დგანან მშობიარობის დროს გართულებებისა და გარდაცვალების თვალსაზრისით – ზიანდება მათი რეპროდუქციული ფუნქციები და იზრდება სიმსივნური დაავადებების რისკი. ეს გოგონები, როგორც წესი, მოკლებულნი არიან ოჯახის დაგეგმვის შესაძლებლობასაც, თუ რამდენი შვილის ყოლა სურთ. „ამას განაპირობებს, როგორც კონტრაცეპტივების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ასევე, ინფორმაციის ნაკლებობა ასეთი საშუალებების შესახებ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნები, რომლებიც გათხოვილ გოგოს აიძულებენ შვილების გაჩენას და წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სასტიკი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ“.

ოფიციალური სტატისტიკით, გურიაში, ბოლო სამ წელიწადში, სწავლა, გათხოვების გამო 31-მა მოზარდმა მიატოვა, რომელთა უმრავლესობა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელია.

როგორც ირკვევა, მათი უმრავლესობა დღეს სახლში ზის, შვილებს ზრდის და ოჯახის გამოსაკვებად ფიზიკურად შრომობს.

მედიასთან ურთიერთობაზე მათი დიდი ნაწილი უარს ამბობს, პირად საუბრებში კი განმარტავენ, რომ ეს მათი არჩევანია. კამერის მიღმაც კი მხოლოდ მხოლოდ რამდენიმე გვეუბნება, რომ არჩევანი მშობლებმა წაართვეს და რომ მათი ოცნებები ტრადიციებს შეეწირა.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

გივი მიქანაძემ არჩეულში აგარაკისთვის მესამე ნაკვეთიც იყიდა _ სოფელში არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი

09:15; 9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8 სექტემბერი, 2026

„არჩევნებში გამარჯვება უნდა მიელოცა“_ არველაძე სააკაშვილის შესახებ

„ასეთი არჩევნები აღარ უნდა ჩატარდეს“_ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ნადარეიშვილი: “ასავალ-დასავალს” აფინანსებს წიწამური, სადაც ერთხელ უკვე გავარდა საბედისწერო ტყვია”

9:27; 9.09.2026
საზოგადოება

გივი მიქანაძემ არჩეულში აგარაკისთვის მესამე ნაკვეთიც იყიდა _ სოფელში არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი

9:15; 9.09.2026
პოლიტიკა

“რაც პირველი მომხვდა ხელში, ის ვესროლე თავში იაგო ხვიჩიას”

8:19; 9.09.2026
პოლიტიკა

“რეციდივისტი ფარცხალაძე  გვყავდა მთავარ პროკურორად, რომელმაც ახლა უკრაინა უნდა დაიპყროს”

8:06; 9.09.2026
საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო