შემზარავი ტრაგედია დატრიალდა თბილისში – ადვოკატი თინათინ (თიკო) ბერიაშვილი მშობიარობას გადაჰყვა,-ინფორმაციას ,,ამბები ჯი” ავრცელებს.
ახალგაზრდა ქალი ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ. “თავზარდაცემულები ვართ, თიკო არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, მშობიარობას გადაჰყვა, ტყუპებს ელოდებოდა, დედა და ბავშვები გარდაიცვალნენ. მიზეზი არ ვიცით. ექსპერტიზით უნდა გაირკვეს. შოკირებულები ვართ მომხდარით. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ბედნიერი უნდა ყოფილიყო ეს ლამაზი ოჯახი, არაჩვეულებრივი ულამაზესი გოგო იყო, ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდა, უნდა გაეხარა თავის ლამაზ ოჯახთან ერთად და ეს უბედურება მოხდა. მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ, უფროსი შვილი დარჩა უდედოდ. ახლა ტყუპებს ელოდებოდა. სხვას ვერაფერს გეტყვით” – ამბობს ახლობელი.
,,გურია ნიუსი” უსამძიმრებს ახალგაზრდა ადვოკატის ოჯახსა და ახლობლებს.
































































