https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

წყევლა მაწყევარისაა _დაანონსებული პოეზიის საღამო ლანჩხუთში და პოლიტიკურ ჭრილში ატეხილი აჟიოტაჟი

13:11; 1.11.2018
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ლანჩხუთის თემურ ფირცხალაიშვილის შემოქმედთა მუზეუმის მიერ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ანონსს, რომ ნოემბერში მუზეუმში პოეტ მიხეილ ღანიაშვილთან შეხვედრა მოეწყობა, სოციალურ ქსელში პოლიტიკური ელფერით გაჯერებული  განცხადებები მოჰყვა. ამის მიზეზი პოეტის მიერ ახლო წარსულში დაწერილი ლექსი „მოღალატე„ აღმოჩნდა. ირკვევა, რომ ღანიაშვილი თავის შემოქმედებაში წყევლა-კრულვას უგზავნის პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველს.

პირველი, ვინც მუზეუმის მიერ  პოეტის სტუმრობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, ლანჩხუთის მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელი ნინო მშვიდობაძეა.

„პირადად პროტესტის ნიშნად არ მივალ ამ საღამოზე!!!“ _ წერს სოციალურ ქსელში მშვიდობაძე და იქვე ღანიაშვილის ლექსს სათაურით „მოღალატე“ აქვეყნებს.

„აი, ამის დამწერს მასპინძლობთ… მეც მწყევლის და ჩემთან ერთად იმ 47 პროცენტს, ვინც სალომე ზურაბიშვილს მისცა ხმა… ჰოდა, უმასპინძლეთ, არავინ გიშლით. შეახსენეთ მხოლოდ, რომ წყევლა მაწყევარისაა.

პატივცემულო მუზეუმო, მიიწვიეთ ვინც გინდათ, როცა გინდათ, სადაც გინდათ. მე მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვი: მე, როგორც ერთი რიგითი ლანჩხუთელი, პროტესტის ნიშნად არ მივალ ღანიაშვილის საღამოზე, სულ რომ ტომები ჰქონდეს გამოცემული და მარგალიტები ეწეროს იმ ტომებში“, _ წერს მერიის პიარის თანამშრომელი.

შემოქმედთა მუზეუმის ხელმძღვანელს დარეჯან ბიწაძეს სოციალური ქსელის მომხმარებელი  ჯონი ჩახვაძე კი  აფრთხილებს, რომ ის ღანიაშვილის მასპინძლობით საკმაოდ დიდ სკანდალში გაეხვა : „ქ-ნო დარეჯან, არცთუ პატარა სკანდალში ხართ გახვეული ამ ღონისძიების ორგანიზებით. მე პირადად ამ წყევლა-კრულვამ და ლამის, ნახევარი საქართველოს მოსახლეობის გურულად რომ ვთქვა ამოდუგვა-ამოჟუჟვას და ჩაქოლვას რომ ლამობს ბ-ნი მიხეილი პირველი წაკითხვისთანავე შემზარა, ბოლომდე წაკითხვაც კი შემეშინდა. ეს არც პოლიტიკაა და არც, მითუმეტეს, ჰუმანიზმი, ეს რაღაც განსაკუთრებული შემთხვევაა ბოროტება ნარევი. ახლა ამას გინდ შეჩვენება უძახე და გინდ მოფერება. ჩახედეთ, ბატონებო, განმარტებით ლექსიკონში და თქვენ ნახავთ წყევლა-კრულვის განმარტებას, რომელსაც ზუსტად მოიცავს ეს ლექსი თავიდან ბოლომდე, დამეთანხმებით, ალბათ და მერე ამისთანა წყევლა და ისიც კაცისგან? წყევლა გურულების მოგონილი მეგონა მე და გურულებს წააცილა წყევლაში. აკვანიც შეურაცხყო! ხომ ხედავთ, ნაციონალებმაც კი ვერ შეუქეს მთელ საქართველოში, წარმოგიდგენიათ? ღმერთო, ყველას უშველე ქართველებში თავისი შეხედულებების მიუხედავად პოლიტიკაზე“.

 „ამ ადამიანს პოეტს ვუწოდებთ? შეხვედრებს ვუწყობთ, წყევლაში გატარებული საღამო როგორი იქნება… პოლიტიკაზე ილაპარაკე, ოღონდ წყევლა–კრულვა შენთვის შეინახე. ისე, არა მგონია, თემურს ასეთი სტუმრებისთვის ემასპინძლა“, _ კომენტარს აკეთებს, ასევე, ქალაქის ყოფილი მერი და „ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი  სოსო ბოლქვაძე.

თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის მუზეუმში მიხეილ ღანიაშვილთან დაანონსებულ შეხვედრას თემურის მეგობრის მამუკა ჭყონიას კომენტარიც მოჰყვა სოციალურ ქსელში: „თემურა ფირცხალაიშვილს მიწაში ნუ გადააბრუნებთ, არ უყვარდა ასეთი რამები. თემურა რომ წამოაყენა, გაუხარდებოდა, არასდროს ფული არ ჰქონდა და დღეს რამდენი კაცი დაასაქმა მისმა შემოქმედებამ. თემურას ეცით პატივი, არ უყვარდა სააკაშვილი და მისი მეხოტბეები. ნუ მიიყვანთ მის სახლში ასეთ ადამიანებს!“

ჭყონიას ამ კომენტარს  თემურის კიდევ ერთი ახლო მეგობარის, რომან ბიწაძის პასუხი მოჰყვა: „მამუკა ეს “დაასაქმა” მაგრად გჭედავს, სამწუხაროდ. მარტო სააკაშვილი არ უყვარდა ცხონებულს? შევარდნაძეზე ამოდიოდა მზე თუ ზვიადიზე? რატომ თუ დაფიქრებულხარ? იმიტომ, რომ ბევრისგან განსხვავებით, შინაგანად თავისუფალი ადამიანი იყო. ამიტომ შენი ფილოსოფია და სხვებისაც, პოეტთან ეს შეხვედრა პოლიტიკაში გადაიტანო, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. ამასწინათ, ქალაქში გამოვედი, არასამუშაო დღე იყო, კონკრეტული მიზნით, შენც შემხვდი იქ. ერთი ჩვენი კარგი მეგობარი შემხვდა და მეუბნება თემურის მუზეუმში მართლა არის ლეიბორისტებთან შეხვედრაო. არათქო ვუთხარი. ჩემი თუ არ გჯერა, მიდი, დაესწარი ღონისძიებას,-მეთქი. მეორე დღეს მეუბნება ასეთი ნასიამოვნები არასდროს ვყოფილვარო! ვისაც პრეტენზია აქვს პოლიტიკის ან ლიტერატურის ცოდნაზე, იმდენი კი უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკური საჯარო სივრცე და ლიტერატურული საჯარო სივრცე სხვადასხვა კატეგორიებია. ყველაფერში პოლიტიკა რომ გვინდა დავინახოთ, იმიტომ მიდის ქვეყნის საქმე ისე, როგორც მიდის.

 ამ მუზეუმში მრავალი სტუმარი ყოფილა, პოლიტიზირებულიც და აპოლიტიკურიც. აქ არასდროს გამართულა დისკუსია პოლიტიკურ თემაზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ თემურ ფირცხალაიშვილს პოლიტიკა არ აინტერესებდა და აქედან გამომდინარე, ეს სივრცე ჩაკეტილია დისკუსიისთვის. მე და თქვენც გვყავს სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსის მეგობრები, მაგრამ ვახერხებთ ხომ, როცა ერთად ვართ, პოლიტიკაზე არ ვისაუბროთ“.

პოეტის სტუმრობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოლიტიკურ ჭრილში ატეხილი  ვნებათაღელვის გამო ოპონენტებს შემოქმედთა მუზეუმი საკუთარ ფეისბუქგვერდზე საპასუხო განცხადებით ეხმაურება.

 „ჩვენ ერთ დროს უარი ვუთხარით იმ წყობას, როცა შელახული იყო სიტყვის თავისუფლება, საკმაოდ ბევრი წელი გავიდა, ჩავრჩით იმ დროში, თუ ისევ ვებრძვით ამ მანკიერებას?
ბოლო–ბოლო უფლება აქვს ხელოვანს და არა მარტო ხელოვანს, გამოხატოს საკუთარი აზრი: თუნდაც წყევლით, თუნდაც ლოცვით, თუნდაც გინებით ან ფერებით?..
ჩვენი მუზეუმი პატივს სცემს ყველა ხელოვანის შემოქმედებას, საბედნიეროდ, ჯერ შეგვწევს ძალა, ხელოვანი შევაფასოთ მისი შემოქმედებით და არა მისი პირადი რაიმე პოლიტიკური აზრით, რომელიც, დამეთანხმებით, ყველა მოაზროვნე ადამიანს გააჩნია.
მიხეილ ღანიაშვილის შემოქმედებასა და პოეზიას მკითხველი კარგად იცნობს, აქვე მინდა გითხრათ, რომ ის საუკეთესო მეგობარი იყო თემურის და დღემდე მეგობრობს ჩვენს მუზეუმთან. ჩვენმა მუზეუმმაც, საბედნიეროდ, ამ კუთხით გაიცნო ეს პიროვნება. ვიმეორებთ _ საბედნიეროდ, ეს იმიტომ, რომ ჩვენს მუზეუმს არასოდეს მოაკლდეს ნიჭიერი სტუმრები, ჩვენ რომ პოლიტიკური მიმართულების ან თუნდაც, ჩვენს აზრზე მოსიარულეს ვეძებდეთ, მერწმუნეთ, რომ სტუმარიც აღარავინ გვეყოლებოდა.
ჩვენს ქვეყანას, საბედნიეროდ, ყველა დროში, ყოველთვის ჰყავდა აქტიური, ქვეყნისთვის გულშემატკივარი, თავისუფალი აზროვნების მწერლები. ამას ზოგი როგორ გამოხატავდა და ზოგი  _ როგორ, მაგრამ მადლობა ღმერთს, მათ შემოქმედებას დღესაც ვაფასებთ.
სამ ნოემბერს, ვისაც აინტერესებს პოეზია და არა პოლიტიკა, თემურ ფირცხალაიშვილის მუზეუმი ყველას ეპატიჟება. აქ ვერ მოისმენთ წყევლას, აქ მოისმენთ ნამდვილ ქართულ პოეზიას“, _ წერია მუზეუმის ფეისბუქგვერდზე.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

“გურიას” ქართული პრემიერა BIAFF 2026-ის გახსნის დღეს გაიმართება

11:18; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

ჯორჯ კლუნი: “პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები აჩუმებენ, ჟურნალისტები არიან”

10:09; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ეს ფილმი დიდი სიყვარულით არის გაკეთებული” _ ლევან კოღუაშვილი

19:45; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

15:48; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება შედგა

17:50; 11 აგვისტო, 2026

არჩევნების დღეს დაფიქსირებული ინციდენტები _ შსს განცხადებას ავრცელებს

კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს: უნდა იაქტიუროთ

ყველა სიახლე

ფინანსები

2026 წლის II კვარტალში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9%-ით გაიზარდა

11:41; 18.09.2026
საზოგადოება

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

10:30; 18.09.2026
პოლიტიკა

ოკუპირებულ ცხინვალში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

10:25; 18.09.2026
საზოგადოება

ინტოქსიკაცია ბაგა-ბაღებში – მოიწამლა 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი, დაწყებულია გამოძიება

10:22; 18.09.2026
სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

9:45; 18.09.2026
საზოგადოება

ჩოხატაურში შუა ამაღლების სკოლის სარემონტო ტენდერი მეორედ ჩაიშალა

9:27; 18.09.2026
ზაფრანი

როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს

8:48; 18.09.2026
საზოგადოება

I-II ხარისხის დაზიანებები: რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში და რა ელის შემოქმედის სკოლას

22:17; 17.09.2026
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

21:14; 17.09.2026
პოლიტიკა

კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე

21:11; 17.09.2026
პოლიტიკა

ლაშა დარსალია ეუთოს სხდომაზე: რუსეთი ხელს უწყობს რეგიონის დე ფაქტო ანექსიას

20:31; 17.09.2026
პოლიტიკა

„რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის მცდელობა მიუღებელია“- ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი

17:59; 17.09.2026
საზოგადოება

დმანისის სოფელ განახლებაში ცოფის გამო კარანტინი წესდება

17:46; 17.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 17.09.2026
ფინანსები

„ქომაგობა არ ჩერდება“ — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა

17:24; 17.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო