სოფელ წყალწმინდაში ხელოვნური ბარიერის დაგებას ითხოვენ – ასეთი სათაურით „გურია ნიუსმა“ ინფორმაცია 2026 წლის 30 მარტს გაავრცელა. ინფორმაცია რედაქციას ადგილობრივებმა მიაწოდეს.
ორი დღის წინ ისევ ადგილობრივები დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ აღნიშნული პრობლემა გადაიჭრა. „სოფლის რწმუნებული აქტიურად ჩაერთო ამ საკითხის მოგვარებაში. ყველას გვინდა მადლობა გადავუხადოთ, ვინც გვერდით დაგვიდგა”, _ გვითხრეს ადგილობრივებმა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ თანხა ე.წ. ხელოვნური ბარიერისთვის ბიუჯეტიდან იქნა გამოყოფილი.
































































