თუ არ გარდაიცვლები, ისე ვერ დაიბადები მარადიულ სიცოცხლეში…
მე გარდავიცვალე უსიყვარულობაში და შენში დავიბადე სიყვარულად. შენ ჩემი მიწიერი სამოთხე ხარ, სადაც სიყვარულად ვიშვი. როცა ეს ყოველივე შევიგრძენი, მივხვდი გული მუსიკალური ბგერებით მუშაობდა. თვალმა ფერთა ახალი გამა იხილა, სამყარომ პოეზიის ენით დაიწყო ჩემთან ურთიერთობა. მახსოვს, ბავშვობაში ადიდებული მდინარე როგორ ანგრევდა ყველაფერს და მაშინ მან ჩემში შიში დაბადა, შიში შეუცნობელი სამყაროს ავად შეცნობისა. ახლა იმ მდინარესავით გადაავსო ჩემი სხეულის კალაპოტი შენმა სიყვარულმა, წამლეკა და წაიღო ჩემგან ძველი კაცი და ახალი დაბადა მის ადგილზე. სიყვარულით ავსილი ახალი კაცი. ახლა სამყაროს შენი ფერი აქვს, დახნულ მიწას შენი სურნელი, მუსიკას შენი სიცილის ხმა და მე, ამ ყოველივეს ნეტარი ტუსაღი, რომელსაც მხოლოდ ამ ყოველივედან გათავისუფლება მოკლავს. „ნუ მოკლავ ჯაფარას“.
ბასილ ნიკოლაძე