“კობახიძეს საკმაოდ ერევა ვექტორები, სად შეიძლება მისი ჩარევა და სად არ შეიძლება, _ პოლიტიკოსმა დავით ჭიჭინაძემ კობახიძის ის განცხადება შეაფასა, სადაც საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა უკრაინის ავტოკეფალიაზე ისაუბრა და თქვა, რომ მხარდაჭერის საკითხს საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად განიხილავს.
„კობახიძე, საერთოდ, მე ვფიქრობ, საერთოდ ზღვარს გადადის. გუშინწინდელი მისი განცხადება, რომ საპატრიარქოსთან ერთად უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს განიხილავს ეს ადამიანი, მე ვფიქრობ მას საკმაოდ ერევა ვექტორები, სად შეიძლება მისი ჩარევა და სად არ შეიძლება. შესაბამისად თუ უკვე სინოდის საკითხებში აპირებს ჩარევას, სჯობს თმების მაგივრად წვერი მოუშვას ამ ადამიანმა,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

































































