ცოტა ხნის წინ, ჩილეში, ატაკამის უდაბნოს ცხელი ზედაპირიდან 4 მეტრით დაბლა მეცნიერებმა მიკრობულ სიცოცხლეს მიაგნეს.
“ის ზედაპირისგან სრულიადიზოლირებულია”, _ აცხადებენ მეცნიერები.
იქ მიკრობები მიწისქვეშ 2-4 მეტრამდე სიღრმეში ბინადრობენ და მათ შორის Actinomycetota-ს ტიპის ბაქტერიები ჭარბობენ. ისინი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ ექსტრემალურ პირობებში ცოცხლობენ როგორც სიცივეში, ისე სიცხესა თუ მარილიან ზღვებში.
ასეთ ღრმა ქანებში არსებული მიკრობული სიცოცხლის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ მათ მიერ აღმოჩენილი ბაქტერიები ამგვარი მიწისქვეშა ბიოსფეროს მხოლოდ ზედა ნაწილს მიეკუთვნებოდნენ.
ვარაუდობენ, რომ ამ დანალექში ეს ბაქტერიები დაახლოებით 19 000 წლის წინ უნდა გავრცელებულიყვნენ და ამ დროის განმავლობაში იქ დამარხულიყვნენ. სითხეს ისინი თაბაშირიდან იღებენ, რომელიც მინერალ ანჰიდრიტის წყალთან ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება. ეს პროცესი მაღალი ტემპერატურის პირობებში შექცევადია.
ახალი მიგნება შესაძლოა, მარსზე სიცოცხლის ძიებაში დაგვეხმაროს, რადგან ატაკამის უდაბნოს გარემო წითელი პლანეტისას საკმაოდ ჰგავს.
ავტორი