უკრაინაში რუსულ საოკუპაციო ძალებთან ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, გიორგი დამენიას სიცოცხლე ემსხვერპლა.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, გიორგი დამენია წარმოშობით სენაკიდან იყო. ის ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ოკუპანტების წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა.
გარდაცვლილი 30 წლამდე ასაკის იყო. ამ დროისთვის მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები და ზუსტდება დეტალები, თუ როდის მოხდება დაღუპული მებრძოლის სამშობლოში გადმოსვენება.



































































