ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურში.
როგორც “გურია ნიუსისთვის ხდება” ცნობილი, ჩოხატაურის ერთ-ერთ სოფელში, 40 წლამდე კაცი ტრაგიკულად დაიღუპა.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი გვიყვება ახალგაზრდა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მდინარეზე იმყოფებოდა სათევზაოდ, რა დროსაც ბავშვს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა.
“პატარა წყალში ჩავარდა, გადამხტარა მდინარეში, თავი ქვაზე დაურტყამს და გარდაიცვალა. ბავშვის ამოყვანა მოუსწრია. ისეთი ბიჭი იყო, უპატიოსნესი, იმდენს წვალობდა, შრომობდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული”, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ადგილობრივი.
გარდაცვლილს მეუღლე და 5 შვილი დარჩა.
































































