ოზურეთის სახელმწიფო თეატრში, ნ.დუმბაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა „ბოლო ზარის“ ზეიმი შედგა.

ამჯერად ტრადიციული ბოლო ზარის ზეიმების ნაცვლად, ეს ღონისძიება ახლებური მიდგომით წარმოადგინეს.
სცენარი „უსიტყვოდ“ მოიცავდა პირველიდან მეთორმეტე კლასის დასასრულამდე, სხვადასხვა გაკვეთილის, სასკოლო ცხოვრების ცალკეული მონაკვეთების მხატვრულ თუ იუმორისტულ მიდგომათა ერთობლიობას, წარმოდგენილს ნაწილობრივ ცეკვებითა თუ კლიპებით.

_ ამ ბავშვებმა შეძლეს, ბოლო ზარის ისტორიაში პირველად, ახლებურად, უსიტყვოდ წარმოედგინათ თავიანთი მოსწავლეობის წლები. განსაკუთრებით მინდა ვუთხრა მათ სიტყვებით გამოხატული ჩემი გრძნობა _ მუდამ მეყვარებით უთქმელად და უსიტყვოდ! _ასე მიმართა სკოლის დირექტორმა ფატი სიორიძემ კურსდამთავრებულებს. მან სიგელებით დააჯილდოვა ის მოსწავლეები, ვინც სხვადასხვა კონკურსში განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი.
მოსწავლეებს სიყვარულით მიმართეს კლასი ხელმძღვანელმა, თამარ გოგიბერიძემ. ასევე პედაგოგებმა.

_ ახლა შიშის დროა არაა, ახლა რწმენის დროა!- უთხრა მათ ისტორიის მაწავლებელმა, ლელა ქინქლაძემ.
კურსდამთავრებულებს მიესალმნენ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები.
_მივესლმები მასწავლებლებს, მშობლებს, ახალგაზრდებს და ვეტყვი , რომ ვამაყობ ჩვენს ქვეყანას რომ ასეთი ახალგაზრდობა ჰყავს. იყავით მიზანდასახული და ორიენტირებული ღირსეული მიზნებისთვის! _ მიმართა მოსწავლეებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა კუნჭულიამ.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ლალი სიჭინავამ შეაფასა მეორე სკოლის კურსდამთავრებულთა სკოლაში განვლილი 12 წელი.
_ საუკეთესო თაობაა. ხშირად გვესმოდა, რომ გვექნებოდა „მედლების ცვენა!“ მათ არაერთ კონკურსში გაიმარჯვეს და დარწმუნებული ვარ, მუდამ გაგვახარებენ და გვასახელებენ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ასე დაგვიდგა გვერდით და დაგვეხმარა, რომ ეს ღონისძიება საუკეთესო ყოფილიყო, _ თქვა მან და პერსონალურად გადაუხადა მადლობა ყველას.
საბოლოოდ, აანთეს ფოიერვერკები და საზეიმო გაცილების მუსიკა კიდევ ერთხელ აჟღერდა დარბაზში.
ავტორი

































































