Developed By Web Features 2024 © All rights reserved
26 ოქტომბერს, სამტრედიაში საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, სოფლების, ტოლები- გამო ჩინებული – ნოღის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები იმართება.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ილია მჟავია რამდენიმე თვის წინ მძიმე ავადმყოფის შედეგად გარდაიცვალა.
გამოკლებული დეპუტატის ადგილის დასაკავებლად 54- ე სამტრედიის ოლქში სამმა საარჩევნო სუბიექტმა თავისი მაჟორიტარი კანდიდატები დაარეგისტრირა. სოფელ გამოჩინებულში, მე-19 საარჩევნო უბანზე და სოფლების, ტოლები- ნოღის 26- ე საარჩევნო უბანზე ,,ლელოდან” მალხაზ იანტბელიძე, ,, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოდან” რომან ეცადეიშვილი და ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” სერგო შანიძე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 26 ოქტომბერს გახდება ცნობილი, მათგან რომელი შევა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
ავტორი
Developed By Web Features 2024 © All rights reserved