კანონის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მოვალეობის შემსრულებლად მისი პირველი მოადგილე ინიშნება. „გურია ნიუსი” სწორედ ბექა ჩხიკვიშვილის დაუკავშირდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შესრულება არ დაუწყია.
ასევე ცნობილი ხდება, რომ თანამდებობა დატოვეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ორმა მოადგილემ, გურამ გოლიაძემ და სოფო (სოფიკო) რამიშვილმა და მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გენო მორჩილაძემ.
ბექა ჩხიკვიშვილმა ჩვენთან სატელეფონო საუბრის გვითხრა, რომ სამივე მათგანმა დაწერა წასვლის თაობაზე განცხადება, მაგრამ ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვს გააგრძელებენ ისინი თუ არა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობას.
დიდი საკადრო ცვლილებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დღეს დაიწყო, როდესაც მერი პაატა კუნჭულია საზოგადოებას დაემშვიდობა ფეისბუქის მეშვეობით და თანამდებობა დატოვა.





































































