აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი და მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე დააკავეს. ინფორმაციას ადვოკატი თემურ ქავშბაია ავრცელებს.
“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე 2 განყოფილებაში. კობას ინტერესებს დაიცავს თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისი! ამ დროისათვის ვარკვევთ თუ რა საფუძვლითა და მოტივით იქნა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული კობა ფარტენაძე.
ამჟამად ის მოთავსებულია ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში.
საზოგადოებას უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასა და მიმდინარეობის შესახებ”,_ წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.
































































