გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს.
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. ბრაკონიერებთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტი, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო, აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიურ და მცურავ საშუალებებს. შედეგად, ბრძოლა გახდა კიდევ უფრო მასშტაბური და ეფექტიანი. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში, მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 40 ფაქტი”,_ წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.
































































