_ დიახ, მე დავიწყე ინგა გრიგოლიას თოქ-შოუში მუშაობა. _ განაცხადა ჩვენთან საუბრის დროს ნოდარ მელაძემ.
_ ნოდარ, როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი ასევე საზოგადოებრივ მაუწყებლიდან იყო შემოთავაზება.
_ სხვა შემოთავაზებებზე არ ვისაუბრებ. შემოთავაზება იყო რამდენიმე და არ დავკონკრეტდები. მე დავთანხმდი ინგა გრიგოლიას თოქ-შოუში მუშაობას.
მისივე თქმით, ის ინგა გრიგოლიას გადაცემაში ჟურნალისტად და პროდიუსერად იმუშავებს. ჩვენთვის ასევე კიდევ ერთი ინფორმაცია ხდება ცნობილი. ტელეკომპანია “მეცხრე არხის” საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, თამთა სანიკიძე შესაძლებელია საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვიხილოთ. “გურია ნიუსი” საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, სოფო მოსიძეს დაუკავშირდა, მან ჩვენთან საუბრის დროს ეს ინფორმაცია არ დაადასტურა: _ არ შეესაბამება სიმართლეს. _ გვითხრა სოფო მოსიძემ. თავად თამთა სანიკიძემ კი სატელეფონო საუბრისას კი ასეთი კომენტარი გააკეთა: _ არ ვლაპარაკობ ამ თემასთან დაკავშირებით, არ მსურს საუბარი.