https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ლელა იმედაშვილი: ცხოვრება ასეა, მედროვეებს სად წაუხვალ!

10:11; 1.11.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

იმედაშვილი, რომელიც პროფესიით ფილოსოფიის მასწავლებელია, 1992-1993 წლებში ოზურგეთის ბუნებათსარგებლობის სასწავლო ინსტიტუტში უფროს მასწავლებლად მუშაობდა; 1993-1999 წლებში _ ოზურგეთის საქალებო პედაგოგიური ინსტიტუტში ლექტორ-მასწავლებელად; 1994-2007 წლებში _ ოზურგეთის #2 სკოლის პედაგოგად. 1998 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გურიის სასკოლო ოლქის სამმართველოს უფროსად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე 7 წელი იმუშავა. 2006 წლიდან 2011 წლამდე ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი იყო. 2011 წლიდან 2012 წლის ბოლომდე _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

ამ წლების განმავლობაში იმედაშვილი პარტიულ საქმიანობაშიც აქტიურად მონაწილეობდა. იყო “მოქალაქეთა კავშირის” აქტივისტი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კი, “ნაციონალური მოძრაობის” ჩოხატაურის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. თუ რა ხდებოდა ამ შტაბის ხელმძღვანელობით ჩოხატაურში 2012 წელს ჩატარებული არჩევნებისას, “გურია ნიუსის” ვების და გაზეთის არქივებში შეგიძლიათ იხილოთ და წაიკითხოთ.

ერთწლიანი ტაიმაუტის შემდეგ, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად დაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილისთვის გამოცხადებული კონკურსისთვის ბევრი ღირსეული, არანაკლები უნარით გამორჩეული, წინა ხელისუფლების დროს უარყოფილი პირი იბრძოდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სხვებზე დაბალი ქულების მიღების მიუხედავად, იმედაშვილი ამჯობინა. ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში ერთგვარი პროტესტი გამოიწვია: იმედაშვილს ბევრჯერ შეახსენეს პოლიტიკური წარსული და აღნიშნეს, რომ რესურსცენტრის უფროსის თანამდებობა მან გავლენიანი მეგობრების ხელშეწყობით დაიკავა.

რა გააცნობიერა გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ლელა იმედაშვილმა, რატომ უხდის ბოდიშის ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს და როგორ მოახერხა ასეთ მოკლე დროში კოჰაბიტაცია, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

_ ქალბატონო ლელა, ორ წლიანი პაუზის შემდეგ ისევ დაუბრუნდით ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას. ხომ არ გეუხერხულებათ?

_ამ დროის განმავლობაში სიმშვიდით, დუმილს ვამჯობინებდი და არც ერთი საჯარო განცხადება ან კომენტარი არსად გამიკეთებია. მადლობთ, რომ ახლა მეძლევა შესაძლებლობა, ამ კონკურსთან დაკავშირებით ერთხელ და საბოლოოდ საზოგადოების ინტერესი დავაკმაყოფილო და მზად ვარ ყველაზე მწვავე შეკითხვებსაც კი გავცე პასუხი. ერთი პირობით, ამ თემაზე საუბარი ჩემგან ამით დასრულდება. საზოგადოების ყურადღებით, ვფიქრობ, ისედაც ზედმეტად ვისარგებლეთ..

ახლა რაც შეეხება დაბრუნებას – უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. უხერხულობას ის ადამიანი შეიძლება გრძნობდეს, ვინც ადგილებს მხოლოდ იმიტომ იკავებს, ცარიელი რომ არ დარჩეს. ჩემთვის ეს არის ოჯახში დაბრუნება, ჩემს დიდ და უსაყვარლეს საგანმანათლებლო ოჯახში დაბრუნება! დაბრუნება იმ საქმესთან, რომელიც მიყვარს, რომელშიც პროფესიონალი ვარ და სადაც ვარ ისე, როგორც “თევზი წყალში”. ეს არის დაბრუნება იმ რესურსცენტრში, რომლის ამ სახით შექმნასა და ჩამოყალიბებაში, მისი იმიჯის შექმნაში, ქვეყნის მასშტაბით წლების განმავლობაში ლიდერის სტატუსით ფუნქციონირებაში ცოტა წვლილი მაინც მიმიძღვის, რა თქმა უნდა ჩემს მეგობრებთან და ოზურგეთის საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულ ყველა ადამიანთან ერთად!

_ ვიცით, რომ რამდენიმე ეტაპიანი კონკურსი გაიარეთ ამ თანამდებობისთვის. დაუპირისპირდით თქვენს ახლო მეგობარს, ირინა ინარიძეს. თანამდებობა ღირს ამდენად?

_ უფრო თუ დავაზუსტებთ, გავიარე რამდენიმე ეტაპიანი კონკურსი რამდენიმე ეტაპად. გავიარე არა მარტო მე, ჩემთან ერთად იმ ადამიანებმა, რომლებთან ჩემი ურთიერთობა წლებს ითვლის. ქალბატონი ნათელა თოხაძე და მე, თუ არ ვცდები, უკვე ათწლეულია ერთმანეთთან წარმატებით ვთანამშრომლობთ და ის ჩემს ცნობიერებაში ასოცირდება გონიერ, ნოვატორ ხელმძღვანელთან. არასდროს დამავიწყდება (ვფიქრობ, არც მას) ჩემი პირველი ემოცია მისი სამსახურიდან გათავისუფლების გამო _ მე მაშინ უკვე ჩოხატაურში გახლდით. ქალბატონი ქეთევან მოსახლიშვილი დედაჩემის განსაკუთრებული მეგობარი და წლების განმავლობაში ჩემი პირველი შვილის კლასის ხელმძღვანელი გახლდათ. მარინა ვაშალომიძის მიმართ მიმართვას ქალბატონოთი აღარ დავიწყებ და ეს ალბათ უკვე არის იმის ნიშანი, რა ურთიერთობებიც არის ჩემსა და ამ საოცრად ენერგიულ ადამიანს შორის. ავთო კეჭაყმაძესთან ჩემი ურთიერთობები იმდენივე წლისაა, რამდენიც სკოლის დირექტორების პირველი კონკურსი, რომლის დროსაც ამ უდაოდ ნიჭიერმა კაცმა გამოცდების წარმატებით ჩაბარებითა და სამეურვეო საბჭოს მხარდაჭერით, მერიის საჯარო სკოლის დირექტორის პოსტი დაიჭირა. პროფესიით ფინანსისტ-ეკონომისტი, ირინა ინარიძეც საგანმანათლებლო სფეროს მაშინ დაუახლოვდა, როცა მე ამ დარგს ვხელმძღვანელობდი და ჩვენი თანამშრომლობაც დაიწყო. ის ძალიან გონიერი ქალია და დარწმუნებული ვარ, იპოვის კიდეც თავის საქმეს. ოზურგეთი კი არა, მსოფლიო დაპატარავდა ლამის. როგორც ხედავთ, ყველა კონკურსანტთან მაკავშირებს წლები, საქმე, ურთიერთობები და როგორ ფიქრობთ, ამის გამო ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ ღია, საჯარო კონკურსში მონაწილეობა აღარ უნდა მიეღოთ მათ ან მე? თანაც იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველას სასტარტო, თანაბარი პირობები გვქონდა. ჩვენ ყველამ, კონკურსანტებს ვგულისხმობ, ეს ხანგრძლივი საკონკურსო ეტაპები და პერიოდი ძალიან მშვიდად, კორექტურად და ღირსეულად გავიარეთ – ეს არის მთავარი! მე ყოველთვის ადამიანური ფასეულობების დაცვის მომხრე ვარ!

_ ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე კონკურსანტზე ნაკლები ქულები გქონდათ, თუმცა არჩევანი მაინც თქვენზე გაკეთდა. როგორც ამბობენ, ამაში გავლენიანი მეგობრები დაგეხმარათ და ერთ-ერთი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძეც იყო.

_ შეგახსენებთ, რომ კონკურსი რამდენიმე ეტაპისაგან შედგებოდა _ წარდგენილი დოკუმენტების გადასინჯვა, ტესტირება და ბოლოს გასაუბრება. ეს წესი აუცილებელ პირობად ტესტირებისას ბარიერის გადალახვას ითვალისწინებდა და არა ქულების კონკურსს – ეს ერთი; მეორე – არ ვთვლი, რომ ჩემი პირველი და მეორე ტესტირების შედეგით არ უნდა ვიამაყო და მესამე _ ტესტირება იყო ვიზა უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასასვლელად, რასაც გასაუბრება ჰქვია. როგორ ფიქრობთ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გასაუბრების ეტაპის გავლა, როცა გაკეთებულ და გასაკეთებელ საქმეებზე, სამომავლო ხედვებზე და განათლების დარგის პრიორიტეტებზე გეკითხებიან ჩემი გამოცდილების მქონე ადამიანისთვის რთული შეიძლება ყოფილიყო? რესურსცენტრის ხელმძღვანელად ხომ აუცილებლად ერთი ადამიანი უნდა არჩეულიყო, ერთი, ამ ღირსეულ კონკურსანტებს შორის. დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის ერთი, მასთანაც იგივე იქნებოდა კითხვა “გავლენიან ადამიანებზე” _ და იცით რატომ? სამწუხაროდ, საზოგადოების დაკვეთაა ასეთი – ასე უფრო “საინტერესოა” და იმიტომ. რაც შეეხება ზვიად კვაჭანტირაძეს, ჩემი და ზვიადის მეგობრობა წლებს ითვლის და ვინც მე დიდიხანია მიცნობს, ეს მათ ძალიან კარგად იციან. მე მახსოვს, როცა მას დედა გარდაეცვალა და მაშინ ჯერ კიდევ იდეაშიც არ იყო მისი დეპუტატობა, ძალიან ახლობლები – მისი და მისი ოჯახის მეგობრები ვიყავით დაკრძალვაზე, რასაც ვეღარ იტყოდი უკვე დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის მამის დაკრძალვაზე. ცხოვრება ასეა, მედროვეებს სად წაუხვალ! ახლა სწორედ ეს მედროვეებია ამ ურთიერთობებს კონკურსის შედეგის დასაკნინებლად რომ იყენებენ! მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ გადაწყვეტილებაში მას წვლილიც კი არ შეუტანია. ასე რომ ყოფილიყო, კონკურსის მეორე ეტაპის გამართვა საჭირო აღარ იქნებოდა – მე ჩემ წილ ბოდიშს ვუხდი მას საჯაროდ, რომ ამ კონკურსის გამო, ბევრი დაუმსახურებელი გულისტკენა მიიღო.

_ გასულ წელს, ამ დროს თქვენ აქტიურად მუშაობდით “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ _ ყოფილი მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდით ჩოხატაურში. დადიოდით სოფელ-სოფელ და მოსახლეობას არწმუნებდით, რომ ხმა “ნაციონალური მოძრაობისთვის” მიეცათ. თუმცა, არჩევნების შემდეგ, ძალიან მალე ყველაფერი შეიცვალა. ასე მარტივად და მოკლე ხანში როგორ მოახერხეთ კოჰაბიტაცია? არ გეუხერხულებათ დღეს იმ ადამიანებთან მუშაობა, რომლებსაც გასულ წელს, რბილად რომ ვთქვათ, აკრიტიკებდით?

_ გეთანხმებით, არჩევნების შემდეგ მალე ყველაფერი შეიცვალა და მეც სრულად გავაცნობიერე რა ეს ცვლილება, საკუთარი ნებით დავტოვე თანამდებობა და წავედი. ამჯერად არა პოლიტიკაში, არა პოლიტიკურ თანამდებობაზე, არამედ საკუთარ პროფესიაში დაბრუნება, საკუთარ საქმესთან მიახლოება მეკრძალებოდა? თანაც, კიდევ ვიმეორებ, საჯარო და ღია კონკურსის წესით, ტესტირებებით, გასაუბრებებით, ერთი ეტაპით, მერე კიდევ ახლიდან ყველა ეტაპის გავლით, მეკრძალებოდა? ვისთან უნდა ვგრძნობდე უხერხულობას და რატომ? მე რომ ამ კონკურსში არ გამემარჯვა, მაშინ საზოგადოება იცით რაზე დაიწყებდა აპელირებას? ნახეთ, პროფესიონალი პოლიტიკური ნიშნით დაიწუნესო. მადლობა ღმერთს, რომ ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, ამ გადაწყვეტილებით მე პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი არ ვარ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, როგორც ქალბატონმა მინისტრმა ერთ თავის გამოსვლაში ბრძანა, პროფესიონალების საჭიროება დაინახა.

_ თქვენ ერთ წელზე მეტი ჩოხატაურის გამგებელი იყავით. გვახსოვს თქვენი დაპირებები. ამ გადასახედიდან, შეგიძლიათ გულრწფელად გვიპასუხოთ და გვითხრათ რა შეგეშალათ გამგებლად მუშაობის პერიოდში?

_ დიახ, მე ერთ წელზე მეტი ჩოხატაურის გამგებელი ვიყავი. ეს იყო ჩემთვის სრულიად ახალი გამოწვევა, რომელიც მივიღე და რომელმაც მე დიდი გამოცდილება შემძინა. შემძინა ძალიან ბევრი მეგობარი, გამხადა ჩოხატაურის დიდი გულშემატკივარი. ერთ რამეში დამარწმუნა კიდევ _ თუ სახელმწიფო მოხელე ხარ და ფიქრობ, რომ ყველა მადლიერი გყავს, წასულია შენი საქმე! რაც მეტ საქმეს წამოიწყებ, გრძნობ, 100-ჯერ მეტი დაგრჩა გაუკეთებელი! ეს თუ შემეშალა, დაე, ასე იყოს. 100-ჯერ მეტი საქმის გაკეთება გამიხარდება ჩოხატაურისა და ჩოხატაურელებისთვის!

_ წლების განმავლობაში გვახსოვს თქვენი გამოსვლები ყრილობაზე თუ სხვა პოლიტიკურ შეხვედრებზე… “მოქალაქეთა კავშირი”, შემდეგ ვანო ჩხარტიშვილის გუნდში ყოფნა, “ნაციონალური მოძრაობა”…. ასე ხშირად გეცვლებათ ღირებულებები თუ სხვა რამეშია საქმე?

_ მიხარია, რომ გახსოვთ ჩემი გამოსვლები სხვადასხვა ტიპის შეხვედრებზე, ტელევიზიით, პრესით. თქვენ ალბათ არ გახსოვთ ჩემი გამოსვლები, როგორც წარჩინებული მოსწავლისა და სტუდენტის, სასკოლო კლუბების ხელმძღვანელის, საუნივერსიტეტო ღონისძიებების წამყვანის _ დიახ, მე აქტიური პოზიცია მეჭირა ყოველთვის. 28 წლის ასაკში გურიის სასკოლო ოლქის სამმართველოს უფროსი გავხდი და ჩემი სამსახურეობრივი პოზიციის, პიროვნული უნარ-ჩვევების წყალობით ხშირად მიწევდა საჯარო გამოსვლები და ჩართულობები. ამაში გასაკვირიც არაფერია _ კარგი წარმდგენი, კონფერანსიე, ღონისძიებების დამგეგმავი, ორგანიზატორი ყველგან საჭიროა. რატომღაც ბევრი ადამიანი მახსენდება რეალურად სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებში გადაბარგებულ-გადმობარგებული. მე კი პოლიტიკური თანამდებობა მხოლოდ 2011 წელს დავიჭირე და ვფიქრობ, ესეც საინტერესოა – საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ქალი, სხვა რაიონში, გამგებლად _ ესეც ადამიანის უნარების გათვალისწინებით მიღებულ გადაწყვეტილებას ჰგავს, არა? ცნობისათვის, 2006 წელს მე ზუსტად ისეთივე კონკურსით დანიშნული გახლდით რესურსცენტრის უფროსად, რომელზედაც ახლა ამხელა აჟიოტაჟია. უბრალოდ, მაშინ კონკურენტი არ მყავდა და რომ არა ჩემი წასვლა ჩოხატაურში, ოზურგეთის რესურსცენტრში უფროსის თანამდებობაზე კონკურსიც არ გამოცხადდებოდა, ისე როგორც ახლა ძალიან ბევრ რაიონში. ასე რომ, ჩემს პოლიტიკაში წასვლასაც თავისი დადებითი მხარე მოეძებნა _ ამდენი დაინტერესებული პირის ემოცია სად დაიხარჯებოდა? ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა.

_ “ნაციონალურ მოძრაობაზე”, რომლის გუნდის წევრიც იყავით ერთ დროს და რომლის დანაშაულებრივ საქმიანობაზე ბევრი დოკუმენტი არსებობს, დღეს რას ფიქრობთ?

-ქვეყანა, პოლიტიკური გაერთიანება, საზოგადოება, ოჯახი _ მოკვდავი ადამიანებისგან შედგება და მოკვდავი ადამიანების მსგავსად, შეცდომებზე სწავლობს. რეალობებმა ჩემს გადაწყვეტილებებშიც შემატანინა ცვლილებები და ამიტომაც გადავწყვიტე დავუბრუნდე ჩემს პროფესიას.

_ სამომავლო გეგმები როგორია?

ჩემი საქმიანობა ყოველთვის წარმატებაზე იყო ორიენტირებული და ახლაც ასე იქნება! განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი გამოწვევებისა და ინიციატივების სწრაფი განხორციელებით, მაქსიმალური ინფორმირებულობით, ჩემს მეგობრებთან ერთად კიდევ ბევრი ახალი საინტერესო ინიციატივით, ოზურგეთის საკეთილდღეოდ და განათლების სფეროში ოზურგეთელთა აღიარებისთვის ყველაფერს გავაკეთებ! აქვე არ შემიძლია ძალიან დიდი მადლობა არ მოვუხადო ყველა ჩემს გულშემატკივარს და ქომაგს, იმ ადამიანებს, ვისი სიყვარულიც მასულდგმულებდა და მამხნევებდა!

_ არის ისეთი რაიმე რაც უთქმელი დარჩა?

– მამაჩემი, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, საუკეთესო თამადა და მონადირე გახლდათ. ხშირად ამბობდა “იმ ტყეში, სადაც მგელი არ არის, შველი არ ჩერდებაო”. ამ “მგლებს” მე ცხოვრების სტიმულს დავარქმევდი, მუხლის “არმოდრეკის სტიმულს”. ჩემი ერთწლიანი უმუშევრობის პირობებში, ბევრი ადამიანის სახე სხვაგვარად დავინახე, უფრო სწორად, რეალობას ჩავხედე თვალებში. თუმცა, რომ გითხრათ, შევიცვალე და ახლა სხვა ადამიანი ვარ-თქო, ვერ გეტყვით. ვთვლი, თუ ვინმესთვის ხელი მომიმართავს, ჩემი სიტყვის თუ საქმის შეწევნით გზაზე დამიყენებია, სწორად გამიკეთებია და ჩემი განვლილი ცხოვრებით უკან მოხედვის არ მეშინია. დღესაც, თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, ზუსტად ასე ვიცხოვრებდი და ასე ვიცხოვრებ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე! მადლობა ღმერთს, რომ ჩემს გვერდით არის ჩემი დიდი ოჯახი, სადაც ცხოვრება ბედნიერებაა. დანარჩენი ყველაფერი წარმავალია!

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

საზოგადოება შშმ პირთა დასახმარებლად

ბრიტანელი პროფესორი: "ქართველ მოსამართლეებთან საუბარმა იმედი გაგვიცრუა"

ყველა სიახლე

მსოფლიო

Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

23:16; 14.09.2026
სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნოკოლოზ გოგია

22:09; 14.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთის რომელ საჯარო სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

21:45; 14.09.2026
საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14.09.2026
სამართალი

შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს

16:35; 14.09.2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026
პოლიტიკა

გელა გელაძე – პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ

12:42; 14.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

12:40; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო