ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, 19 აგვისტოს, 12:00-დან 16:00 საათამდე, კურორტ ბახმაროში ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდება.
ჩოხატაურის მერიის ცნობით, შეზღუდვა კურორტის შესასვლელიდან იმოქმედებს.
უწყება დამსვენებლებს მოუწოდებს, ავტომობილები საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ ან გამოყოფილ საპარკინგე ზონებში გააჩერონ.
































































