ამ წუთებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს.
დეპუტატებმა, რომელთა რაოდენობა 38-ს შეადგენს, საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს.
37 ხმით საკრებულოს თავმჯდომარე დაბა ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი და "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, ზაალ მამალაძე გახდა.
მას, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, 37 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მათ შორის ოპოზიციის წევრებმა. ერთი კი ბათილი აღმოჩნდა.
ამ წუთებში მოადგილის ასარჩევად ემზადებიან. როგორც ზაალ მამალაძემ აღნიშნა, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით და კვოტების გადანაწილების შედეგად, მოადგილის კანდიდატურად შალვა ჩანტლაძე უნდა დასახელდეს.
აღსანიშნავია, რომ ჩანტლაძე წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გახდა. ამჟამინდელი საკრებულოს სიაში კი, ის მრეწველების კვოტით მოხვდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ჩანტლაძეს კოალიციის სასარგებლოდ არ უმუშავია.
არჩევნების დღეს, 15 ივნისს, "გურია ნიუსმა" ჩანტლაძე დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბში დააფიქსირა. ჩვენს კითხვაზე, თუ რას აკეთებდა სხვა შტაბში, გვიპასუხა, რომ იგი კოალიციის წევრი კიარა, მრეწველების რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო.
რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დეპუტატები რამდენიმე წუთში გახდება ცნობილია და "გურია ნიუსი" დეტალებს შემოგთავაზებთ.






































































