https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

2014 წელი სამართლებრივ ჭრილში

18:12; 31.12.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

2014 წელს, საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს სხვადასხვა კანონში 327 ცვლილება შეიტანა, აქედან, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე კანონებში 210 ცვლილება შევიდა,  საშემოდგომო სესიაზე კი, 117.  ცვლილებების უმრავლესობის ინიციატორი საქართველოს მთავრობა იყო.

ყველაზე მნიშვნელოვანი

5 თებერვალი – პარლამენტმა თვითმმართველობის ახალი კოდექსი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს მეტი დამოუკიდებლობა მიეცათ, თუმცა ეს მათ ფინანსურ დამოუკიდებლობაზე არ აისახა. ცვლილებები შევიდა საარჩევნო კოდექსშიც, დაწესდა 50%-იანი ბარიერი არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის.  2015 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დაპირებული ბიომეტრული სიების  გარეშე ჩატარდა.

5 მარტი – უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში ცვლილების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლისა და ცხოვრების უფლების მოპოვების პროცედურები გაურთულდათ. 2014 წლის 1 სექტემბრიდან უცხოელთათვის ვიზები საქართველოს ტერიტორიაზე აღარ გაიცემა. ახალი კანონი, ასევე, ფაქტობრივად გამორიცხავს სახელმწიფო საზღვარზე ორდინალური ვიზის აღების შესაძლებლობას, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ვიზის ასაღებად თავიანთი ქვეყანაში გახსნილ საქართველოს წამომადგენლობებისთვის მიმართვა მოუწევთ, ეს კი წინაღობად იქცევა პრობლემებს უქმნის იმ უცხოელებს, რომელთა ქვეყანაშიც  საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ არსებობს.

30 აპრილი _  "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილების შედეგად, გამარტივდა საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, დადგენისა და შეწყვეტის საკითხები. შეიცვალა ბავშვის მოქალაქეობის მოპოვების პირობები, როცა ერთ-ერთი მშობელი არის საქართველოს მოქალაქე. კანონში გაიწერა საქართველოს ტერიტორიაზე სუროგაციის წესით დაბადებული ბავშვის მოქალაქეობის საკითხი; ასევე, საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები განსხვავებულად განისაზღვრა სრულწლოვანი და არასრულწლოვანი პირებისთვის, კერძოდ, ამ უკანასკნელს არ მოეთხოვება საქართველოს ტერიტორიაზე 5 წლიანი ცხოვრება და ენისა და სამართლის საფუძვლების ცოდნა, ასევე უძრავი ქონების ფლობა საქართველოს ტერიტორიაზე. კანონით გაუქმდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი – არასაპატიო მიზეზით 2 წლის განმავლობაში საკონსულო აღრიცხვის არქონა.

16 აპრილი_ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ კანონში ცვლილების შედეგად ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბრუნვასთან დაკავშირებული ურთიერთობები დარეგულირდა. აიკრძალა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება, საქართველოში უკანონოდ შემოტანა და ან გატანა.

16 აპრილი  _ ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, კანონში ცვლილების შედეგად შეიქმნა ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორია, განისაზღვრა მისი ფართობი, საზღვრები და ის ტერიტორიები, რომლებიც მას უნდა გადაეცეს.

2 მაისი _ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი პარლამენტმა 104 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო, რომლის საფუძველზე იკრძალება ადამიანის ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის – ასაკით, ჯანმრთელობის მდგომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობით, სექსუალური ორიენტაციით, გენდერული იდენტობით, პროფესიით და სხვა. მთავრობის მიერ ინიცირბულ  კანონს არასამთავრობო ორგანიზაციები არაეფექურად მიიჩნევენ, რადგან მასში სანქციების მექანიზმი არ არის.

18 სექტემბერი _ "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილების შედეგად, 2015 წლის 1 ივლისიდან  გენმოდიფიცირებული პროდუქტები სავალდებულო ეტიკეტირებას დაექვემდებარება. აღნიშნული კანონის მიხედვით, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში, უნდა განთავსდეს წარწერა "გმო", ხოლო გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში წრიულ ფორმაში წარწერა "გმ". წინააღმდეგ შემთხვევაში მწარმოებელი ჯერ 5 ათასი ლარით, განმეორების შემთხვევაში კი, 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.

2014 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში" ცვლილები, რომლის მიხედვითაც, ე.წ. მეორე კატეგორიის მედიკამენტები ურეცეპტოდ აღარ გაიცემა.

ამასთან, წელს დამტკიცებული "ნარჩენების მართვის კოდექსის" თანახმად (კოდექსი 15 იანვრიდან ამოქმედდება) გარემოს დამაბინძურებელ ფიზიკურ პირებსა და საწარმოებს საჯარიმო სანქციები უწესდებათ. გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50 ლარი, მაქსიმალური კი – 5.000 ლარი იქნება.

გარდა ამ კანონებისა, პარლამენტმა წელს 112-ზე ზარის არამიზნობრივად განხორციელებისათვის ფულადი ჯარიმა და პატიმრობის ვადა განისაზღვრა;

"ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შედეგად, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკად 6 წელი დაადგინა;  ქმედუუნარო პირებთან დაკავშირებული რამდენიმე ნორმა ძალადაკარგულად გამოაცხადა;   იპოთეკარების პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა კანონის მიღების იპოთეკარების პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა, რის გამოც, მათ წლის განმავლობაში აქციებს არ შეუწყვეტიათ.  

გარდა ამისა, 2014 წელს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ბრალდებული პროკურატურას სასჯელზე აღარ უთანხმდება; აღარ გაფორმდება საპროცესო შეთანხმება რამდენიმე კატეგორიის დანაშაულზე;  საგანგებო სიტუაციების მართვის და სახანძრო-სამაშველო დანაყოფები შსს-ს დაქვემდებარებაში გადავიდა; მიწის უცხოელებისთვის მიყიდვაზე დაწესებული მორატორიუმი მოიხსნა; პატიმრების "მოსათვინიერებლად" რამდენიმე ახალი საშუალებების გამოყენება დაუშვეს; ფარული ჩანაწერების გაკეთებისთვის ჟურნალისტები არ დაისჯებიან. ცვლილებები შევიდა "მაუწყებლობის შესახებ კანონში“ რეკლამის შესახებ" და  "სახელმწიფო შესყიდვების  შესახებ" კანონებში.

დიდი განსჯის, პრეზიდენტის ვეტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა დამტკიცდა. ე.წ. გასაღები შსს-ში დარჩა, თუმცა მასზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ზედამხედველობა დაევალა (კანონი ძალაში 2015 წლის 31 მარტიდან შევა).

2015 წლის 1-ელი მარტიდან , 2014 წელს განხორციელებული ცვლილების შედეგად, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდა.

2015 წელს საქართველო ვიზის ლიბერალიზაციასა და ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესის გაგრძელებას ელოდება. კერძოდ, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლების, ისე საქართველოს ხელისუფლების მოლოდინია, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც რიგაში 2015 წლის 21-22 მაისს გაიმართება, საქართველო  ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზას დაასრულებს.

გარდა ამისა, 2015 წლის დასაწყისში ერთ-ერთი მთავარი თემა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის წარდგენა და დამტკიცება იქნება.
მოქმედ თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს და უზენაესი სასამართლოს კიდევ ორ მოსამართლეს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2015 წლის თებერვალში ეწურებათ. 

კანონმდებლების შეფასებები

ქართველი კანონმდებლები წლის წარმატებად ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და მისი რატიფიცირებას ასახელებენ. სხვა საკითხებში უმრავლესობასა და უმცირესობას განსხვავებული შეხედულებები აქვთ. მმართველი გუნდი წარმატებულად "მაუწყებლობის შესახებ კანონს“ ასახელებს.

 ვიცე- სპიკერის მანანა კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანი რეფორმები შეეხო მედიას და "მედიის თავისუფლების ხარისხი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი".
"თავისუფალი დემოკრატები" არასწორად მიღებულ კანონებზე საუბრობენ და მათ შორის მოსმენების შესახებ კანონს ასახელებენ.

"ცარიელ სიტყვებად რჩება პროკურატურისა და შსს რეფორმირებაზე საუბარიც," – ამბობს ზურაბ აბაშიძე, თუმცა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, არა მარტო შსს-სა და პროკურატურის, არამედ 2015 წლიდან სასჯელაღრსრულების სისტემის რეფორმირებაც იგეგმება.

"რესპუბლიკელების" ლიდერი დავით ბერძენიშვილი კი აცახდებს, რომ გასული წლის წარმატება თვითმმართველობის არჩევნები იყო, "50 პროცენტიანი ბარიერი და მეორე ტური“.

"ნაციონალური მოძრაობის" შეფასებით კი, 2014 წელი მთლიანობაში წარუმატებელი იყო.

 "მთელმა წელმა აჩვენა, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია ქვეყნის პოზიტიური განვითარების გეგმა და მთელი წელი ჩვენ გავატარეთ მუდმივ დაპირისპირებაში და გაუფასურებული ლარით და გაძვირებული ფასებით, უმუშევრობით, დაკანონებული უკანონო მოსმენებით," – ამბობს დავით ბაქრაძე. წარმატებად კი, ის ასოცირების ხელშეკრულებას და მის რატიფიცირებას ასახელებს.

იურისტის თვალით

ცენტრ "მომავის ინიციატივების“ ხელმძღვანელი, იურისტი ლევან ალაფიშვილის შეფასებით, 2014 წელს "იყო ცვლილებები, მაგრამ იყო გაუარესებებიც“.

"ამის სამწუხარო მაგალითად კი, თვითმმართველობის კოდექსს ვასახელებ, რომელშიც თვითმმართველობების ფინანსური დამოუკიდებლობის კუთხით დაპირებული და პირველი მოსმენით მიღებული ვალდებულება პარლამენტმა არ გაითვალისწინა“, _ ამბობს ალაფიშვილი და დასძენს, რომ პარლამენტარები ხშირად თავისსავე მიღებულ კანონსაც ცვლიდნენ.

"ამასთან, არაფრად დაგიდევდნენ პროცედურებს, მაგალითად, პირველი მოსმენით მიიღებდნენ კანონს, მეორე და მესამე მოსმენით კი არსებითად სხვაგვარ კანონს იღებდნენ. ამის მაგალითად, "ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ ორგანული კანონი შეგვიძლია დავასახელოთ. 8 თვის განმავლობაში პირველი მოსმენით სულ სხვა კანონი იყო მიღებული, კენჭნაყარი, მეორე საკომიტეტო მოსმენა გავლილი, საბოლოოდ კი, არსებითად სხვაგვარი კანონი მიიღეს. მსგავს შემთხვევებში კი, თვითონ პარლამენტივე გამოდიოდა კანონდამრღვევი, რაზეც რეაგირებას არც პრეზიდენტი აკეთებდა“, _ ამბობს ალაფიშვილი.

იურისტის შეფასებით,  ყველაზე მნიშვნელოვანი  მოსმენების შესახებ მიღებული კანონი იყო,  "თუნდაც იმ კუთხით, რომ ყველაზე ხანგრძლივი სამოქალაქო აქტივობის კუთხით, ასევე ამ კანონპროექტზე გამოიყენა პრეზიდენტმა პირველი ვეტო, რომლიც პირველად დაძლია პარლამენტმა“.

"ყველაზე ცუდ ცვლილებად შეგვიძლია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები დავასახელოთ, რომელიც ჩვენს საბანკო საიდუმლოებას ეხება. მოქალაქეებს არც კი გვეცოდინება, რომ ჩვენს საბანკო ინფორმაციას ისე მიიღებს საგადასახადო ორგანო,  არათუ დასწრების უფლება, არამედ სასამართლოს განხილვის და გადაწყვეტილების შესახებაც კი არ გვეცნობება. კანონი 7 იანვრიდან ამოქმედდება. აქამდე თუ ხელისუფლებას ჰქონდა ცდუნება მიეყურადებინა და ფარულად მოესმინა ჩვენთვის, ახლა უკვე ჩვენს ჯიბეებშიც იქექებიან ონლაინ რეჟიმში. არავის მოსვლია აზრად, ეს რა გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, საინვესტიციო აქტივობაზე. რომელი ინვექტორი ჩამოვა აქ, როცა მისი საბანკო საიდუმლოება დაცული არ არის?! “ _  ამბობს იურისტი და დასძენს, რომ "ჩვენთან საკანონმდებლო პროცესს და ინსტიტუციურ დემოკრატიას ჯერჯერობით კვლავ სიცხე აქვს და მისი ტემპერატურა 41-ის ფარგლებში მერყეობს“.

პრეზიდენტის მიმართ პარლამენტის დამოკიდებულებას კი, იურისტი გადაჭარბებული ინტერესებით წარმართულ პროცესად აფასებს. მცდელობად, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის დასუსტების ხარჯზე, კონსტიტუციის დარღვევით,  აღმასრულებელი ხელისუფლება გაძლიერებულიყო.

რაც შეეხება სასიკეთო ცვლილებებს, იურისტს სასიკეთო ამ ცვლილებების მოლოდინი 2015 წლისთვის უფრო აქვს.

"ამას მიქმნის მთავრობის მზაობა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაჟერდა, რომ მოხდეს შს სამინისტროს და პროკურატურის რეფორმირება. ეს არის კომპლექსური და სერიოზული საკითხი, რომლის გაგრძელებაც უმთავრესი  გამოწვევა იქნება მომავალი წლისთვის. არ მაქვს მოლოდინი და მოთხოვნა, რომ ეს პროცესები სწრაფად დამთავრდეს, მაგრამ ველი, რომ მთავრობას აღმოაჩნდება გონიერება  და ამ ყველაფერს გრძელვადიან პერსპექტივაში დასაბუთებულად წარმოაჩენს და არა ნაჩქარევ, პოლიტიკური მიზანშეწონილობით ნაკარნახევ გადაწყვეტილებას“, _ ამბობს ალაფიშვილი.

დასასრულის ნაცვლად
2014 წელი პარლამენტში დიდი დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. უმრავლესობა-უმცირესობას შორის კანონპროექტების განხილვისას დეპუტატებს შორის რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ხშირად იყო კანონპროექტების განხილვა ცარიელ დარბაზში და ხმის მიცემის პროცედურა სხვის მაგიერ. 
საპარლამენტო წელი კი, ხმაურით და სკანდალით დასრულდა. მიკროფონების სროლა, გინება და ხელჩართული ჩხუბი –  დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

„გურია ნიუსის“ ფოტოობიექტივში მოხვედრილი 2014 წლის 14 საუკეთესო ფოტო

როგორ იკრიფება და რა სტადიებს გადის ბანანი მანამ, სანამ გასაყიდად გავა ბაზარზე

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო