გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ბეგის მამალაძის ფონდმა ბახმაროში რაჭველი მხედარი დააჯილდოვა

    გამოვლენილი დარღვევების გამო, შპს „ამბიკონ სტილსს“ საქმიანობის უფლება აღარ აქვს- დეპარტამენტი

    ნანა ბეგიაშვილი: სწავლისადმი უზომო სიყვარულმა 40 წლის ასაკში სტუდენტად მაქცია

    90 დაღუპული და 1850 დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზები საქართველოში

    კორუფციული დანაშაული- პროკურატურამ კლინიკის ყოფილი თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

    ოზურგეთელი მარიამ გოგუაძე საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულია

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    “როცა ერთმანეთს შეწყობილი ჟღერენ ჰანგები” _ დასვენებაზე ამღერებული მასწავლებლები ლანჩხუთის მესამე სკოლაში

    მაშო პაიჭაძე _ პატარა მლოცველ-მგალობელი

    ცეცხლოვანი შოუ და ბაიკერების მარში – ასე დახვდა ნეაპოლი თავის გმირებს

    “ჩემო სიყვარულო თბილისო” _ სოფი ლორენის ვაჟი თბილისს ქართულად უმღერის

    “ტვ პირველის” ჟურნალისტზე მოძალადე რადიკალი თავისუფალია

    ირკუტსკში სამხედრო კომისარი მოკლეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    ბებიას წესი და მარიფათი: „საფერცვალებოდ, პირველ რიგში,  ჭყინტი სიმინდი და კვახი უნდა მოვხარშო“

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ერთხელ პარლამენტში“

    „მოჭიდავეები გააფრთხილეს რომ ტურნირის დღეებში შავი ღვინო დიდი რაოდენობით მიეღოთ“

    16 თავ-ხელმოკვეთილი ლიხაურელი _ გურიის დრუჟინის მთავარი მეგზურები

    „ქალაქში აღმაშენებლის ძეგლი არ დგას და ლენინის მოედანზე უზარმაზარი ქანდაკებაა წამოჭიმული!“

    „არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოს, ეს შენ აგდის ხუმრობა ხელზე და მერე გურულებს აბრალებო…“

    ალექსანდრე დიუმა თბილისში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ასწავლეთ შვილებს… მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ” _ რას წერს პეტრე კოლხი

    სუს-ის ზღაპრებისა არ ვიცი, მაგრამ ესენი ნამდვილად გაიჩალიჩებენ “ანაბრების რევოლუციას” –გოცირიძე

    “რაც ამ განცხადებაში წერია, უბრალოდ საღადაოა” – უგულავა

    “გამთენიისას, 16 სექტემბერს ჩემი ბიჭი “ცასწავიდა!” – იზა ომაძე ხელისუფლებას მიმართავს

    „ფეხბურთელი რომ წიგნს კითხულობს, ასეთ სიხარულს და აჟიოტაჟს რატომ იწვევს?“ – გვარამია კვარაცხელიაზე

    “მისამართი შეგეშალათ და იგივე არ გაბედოთ!” – ვის აფრთხილებს ლევან ლორთქიფანიძე

  • 21-ს ქვევით

    პირველ კლასში 1-ელ დეკემბრამდე დაბადებული ბავშვებიც შევლენ – მინისტრის განცხადება

    მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლება სავალდებულო გახდება – განათლების მინისტრი

    ლელა იმედაშვილი: „სასწავლო პროცესი დიწყო, 690 პირველკლასელი შეაბიჯებს ოზურგეთის სკოლებში“

    სამტრედიაში რამდენ სკოლას არ ჰყავს წელს პირველკლასელი?

    „სიცოცხლე გრძელდება“:  ახალი სასწავლო წლის მაუწყებელი ზარი დაირეკა

    ოზურგეთელი ჩემპიონი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და ახალი გამარჯვებისთვის იბრძვის

  • მსოფლიო

    შეიარაღებული პირები მონასტერში შეიჭრნენ- რა ხდება კოსოვოში

    მსოფლიოში იმაზე ნაკლები ყინულია, ვიდრე მეცნიერები აქამდე ფიქრობდნენ

    “ჩუმ მკვლელზე” უკეთესმა ზრუნვამ შეიძლება შეაჩეროს მილიონობით სიკვდილი – WHO

    პოლონეთი უკრაინას იარაღს აღარ მიაწვდის

    ტიკტოკში გამოქვეყნებული ვიდეოს გამო ქალი დააპატიმრეს (ინდონეზია)

    ძლიერი ტორნადო ჩინეთში – არის მსხვერპლი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ბეგის მამალაძის ფონდმა ბახმაროში რაჭველი მხედარი დააჯილდოვა

    გამოვლენილი დარღვევების გამო, შპს „ამბიკონ სტილსს“ საქმიანობის უფლება აღარ აქვს- დეპარტამენტი

    ნანა ბეგიაშვილი: სწავლისადმი უზომო სიყვარულმა 40 წლის ასაკში სტუდენტად მაქცია

    90 დაღუპული და 1850 დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზები საქართველოში

    კორუფციული დანაშაული- პროკურატურამ კლინიკის ყოფილი თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

    ოზურგეთელი მარიამ გოგუაძე საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულია

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    “როცა ერთმანეთს შეწყობილი ჟღერენ ჰანგები” _ დასვენებაზე ამღერებული მასწავლებლები ლანჩხუთის მესამე სკოლაში

    მაშო პაიჭაძე _ პატარა მლოცველ-მგალობელი

    ცეცხლოვანი შოუ და ბაიკერების მარში – ასე დახვდა ნეაპოლი თავის გმირებს

    “ჩემო სიყვარულო თბილისო” _ სოფი ლორენის ვაჟი თბილისს ქართულად უმღერის

    “ტვ პირველის” ჟურნალისტზე მოძალადე რადიკალი თავისუფალია

    ირკუტსკში სამხედრო კომისარი მოკლეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    ბებიას წესი და მარიფათი: „საფერცვალებოდ, პირველ რიგში,  ჭყინტი სიმინდი და კვახი უნდა მოვხარშო“

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ერთხელ პარლამენტში“

    „მოჭიდავეები გააფრთხილეს რომ ტურნირის დღეებში შავი ღვინო დიდი რაოდენობით მიეღოთ“

    16 თავ-ხელმოკვეთილი ლიხაურელი _ გურიის დრუჟინის მთავარი მეგზურები

    „ქალაქში აღმაშენებლის ძეგლი არ დგას და ლენინის მოედანზე უზარმაზარი ქანდაკებაა წამოჭიმული!“

    „არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოს, ეს შენ აგდის ხუმრობა ხელზე და მერე გურულებს აბრალებო…“

    ალექსანდრე დიუმა თბილისში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ასწავლეთ შვილებს… მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ” _ რას წერს პეტრე კოლხი

    სუს-ის ზღაპრებისა არ ვიცი, მაგრამ ესენი ნამდვილად გაიჩალიჩებენ “ანაბრების რევოლუციას” –გოცირიძე

    “რაც ამ განცხადებაში წერია, უბრალოდ საღადაოა” – უგულავა

    “გამთენიისას, 16 სექტემბერს ჩემი ბიჭი “ცასწავიდა!” – იზა ომაძე ხელისუფლებას მიმართავს

    „ფეხბურთელი რომ წიგნს კითხულობს, ასეთ სიხარულს და აჟიოტაჟს რატომ იწვევს?“ – გვარამია კვარაცხელიაზე

    “მისამართი შეგეშალათ და იგივე არ გაბედოთ!” – ვის აფრთხილებს ლევან ლორთქიფანიძე

  • 21-ს ქვევით

    პირველ კლასში 1-ელ დეკემბრამდე დაბადებული ბავშვებიც შევლენ – მინისტრის განცხადება

    მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლება სავალდებულო გახდება – განათლების მინისტრი

    ლელა იმედაშვილი: „სასწავლო პროცესი დიწყო, 690 პირველკლასელი შეაბიჯებს ოზურგეთის სკოლებში“

    სამტრედიაში რამდენ სკოლას არ ჰყავს წელს პირველკლასელი?

    „სიცოცხლე გრძელდება“:  ახალი სასწავლო წლის მაუწყებელი ზარი დაირეკა

    ოზურგეთელი ჩემპიონი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და ახალი გამარჯვებისთვის იბრძვის

  • მსოფლიო

    შეიარაღებული პირები მონასტერში შეიჭრნენ- რა ხდება კოსოვოში

    მსოფლიოში იმაზე ნაკლები ყინულია, ვიდრე მეცნიერები აქამდე ფიქრობდნენ

    “ჩუმ მკვლელზე” უკეთესმა ზრუნვამ შეიძლება შეაჩეროს მილიონობით სიკვდილი – WHO

    პოლონეთი უკრაინას იარაღს აღარ მიაწვდის

    ტიკტოკში გამოქვეყნებული ვიდეოს გამო ქალი დააპატიმრეს (ინდონეზია)

    ძლიერი ტორნადო ჩინეთში – არის მსხვერპლი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ნაცნობი კომპანიის უცნობი საქმიანობა

16:11; 30.11.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ვინ არიან კომპანიის დამფუძნებლები, რა მიზნისთვის შეიძინა აღნიშნულმა კომპანიამ გურიის რეგიონში ათობით ჰექტარი მიწები და რატომ დაიწყო ეკონომიკის სამინისტრომ მოქალაქეებისთვის მიწების ჩამორთმევის ფართომასშტაბიანი კამპანია, სწორედ აღნიშნული კომპანიის დარეგისტრირებიდან რამდენიმე თვეში.

უფლებადარღვეულების ისტორია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში მცხოვრები ნ. ი. ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც საკუთრების უფლება, სწორედ მას შემდეგ დაერღვა, რაც “ბლექ-სი პროდაქტის” წარმომადგენლებმა გურიის რეგიონში მიწების შესყიდვა გადაწყვიტეს. ქალბატონი ნინო და მისი რამდენიმე მეზობელი დარღვეული უფლებების დაცვას სასამართლოს გზით ცდილობენ.

ნ. ი.-ს თქმით, სასამართლო სხდომა იმ მიზეზით გადაიდო, რომ შესაბამისი კომისიის წევრებმა, ექსპერტებმა ადგილზე უნდა შეამოწმონ ის მიწები, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქეებს ედავება.

“მიწები, რომელიც წლების წინ დაგვირიგეს, იქვეა, არსად გადაადგილებულა. ერთი თვეა სპეციალური კომისიის წევრებს ველოდებით და არ გამოჩენილან. ადვოკატის მომსახურების ფულიც აღარ მაქვს, ამ ეტაპზე ვარ ასე უფლებადარღვეული, სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინში”, _ გვითხრა მან.

როგორც ის ჰყვება, სადავო მიწის ფართობით 1989 წლიდან სარგებლობს.

“როცა დაიწყო პრივატიზაციის პროცესი, ეს ფართობი საკუთრებაში გადმომცეს. 1992 წელს მიღება-ჩაბარების აქტებიც დაგვირიგეს. ამის შემდეგ დავარეგისტრირეთ საჯარო რეესტრში ანუ, როგორც ხდებოდა მაშინ არსებული კანონმდებლობით. თან გვაქვს ყველა დოკუმენტი, აზომვითი ნახაზები. ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ამ ნაკვეთებში ვერავინ შემოგვედავებოდა. ჩვენი საკუთრების საკითხი მას შემდეგ დადგა ეჭვის ქვეშ, რაც გაჟღერდა ინფორმაცია, რომ პორტის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო. მაშინ ითქვა, რომ მთავრობას უნდა გაეყიდა მიწები, თუმცა, როგორ უნდა გაეყიდათ ჩვენი საკუთრება, მაშინ, როცა ჩვენ ყველა დოკუმენტი ხელთ გვაქვს, არავის დაუკონკრეტებია”, _ თქვა ერთ-ერთმა დაზარალებულმა “გურია ნიუსთან” საუბარში.

ადგილობრივი მცხოვრების მონათხრობი: _ როცა დაიწყეს საუბარი, რომ ამ ადგილას, ვითომდა სუფსის პორტი უნდა აშენდეს, კონკრეტულად კი იქვე მდებარე ტბის ამოშრობა იგეგმებოდა, თავდაპირველად ჩემს ორ მეზობელთან მივიდნენ და შესთავაზეს ერთ კვადრატულ მეტრში 25 ამერიკული დოლარი. იმათმა უარი უთხრეს. ამ მოლაპარაკებას მაშინ ადგილობრივი _ ვიღაც ლანჩხუთელი აწარმოებდა. მეზობლებმა იმ მოტივით უთხრეს უარი, 25 დოლარად კვადრატული მეტრი მიწის გაყიდვაზე, რომ ის პირები ამ ფართობებს გაცილებით მაღალ ფასში ყიდდნენ და ეს ინფორმაცია ჩვენც გვქონდა. აქვე გეტყვით, რომ აქ კიდევ ძალიან ბევრს მოუწევს იძულებით მიწის გაყიდვა ან სახელმწიფოს “სასარგებლოდ” მიტოვება. ასევე გვითხრეს, რომ 200 დოლარზე ნაკლებად არ გაგვეყიდა მიწები. ვინც უარი უთხრა 25 დოლარად გაყიდვაზე, ეს თანხაც დაეკარგა და მიწაც წაართვეს. იმათმა, ვინც ყიდვა-გაყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, როცა მიდიოდნენ, დაგვიბარეს, თეთრსაც ვეღარ მიიღებთ, იძულებით მოგიხდებათ საკუთრების მიტოვებაო და მუქარაც შეგვისრულეს.

როგორც ნ. ი.-მ გვითხრა, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მის ნაკვეთზე საუბარი. ანუ კონკრეტულად მაშინ, როცა მისმა ქალიშვილმა გადაწყვიტა, ციფრული ვერსიით დაერეგისტრირებინა მის საკუთრებაში არსებული 1400 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი. ის თანახმა არ იყო საკუთრების გასხვისებაზე და გადაწყვეტილი ჰქონდა სახლის მშენებლობის დაწყება. თუმცა ლანჩხუთში საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ მიწის ფართობი, თურმე მის საკუთრებაში არ იყო და ეკონომიკის სამინისტროსთვის იყო გადაცემული.

_ დავრჩით გაოცებული. მანამდე კი გადაგვაღებინეს ელექტრონული ვერსიები, წაგვართვეს 50-50 ლარი, 52 ლარი ბანკში გადავიხადეთ და გვითხრეს, რომ ოთხი დღე უნდა დავლოდებოდით. ოთხი დღის შემდეგ კი, ასეთი პასუხი მივიღეთ, რომ თურმე ჩვენი საკუთრება ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება იყო. გვართმევენ საკუთრებას და არც არავინ გვეუბნება, რომელი კანონის საფუძველზე, მომკლავს ეს ნერვიულობა, _ გვითხრა მან.

როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, ვისაც სახელმწიფო საკუთრებას ართმევს ზოგს სასამართლოში აქვს სარჩელი შეტანილი, ზოგს კი იმის ფულიც არ აქვს სასამართლოს მიმართოს.

როგორც ადგილობრივი ოპოზიციონერები აცხადებენ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, კონკრეტულად კი ზღვისპირეთში _ გრიგოლეთში მიწის პრივატიზაციიის პროცესი ქაოსურად მოხდა. ისინი ამბობენ, რომ 1999-2003 წლებში აუქციონები ფარულად, დახურულ რეჟიმში იმართებოდა და ფაქტობრივად, გრიგოლეთის შავიზღვისპირა ზოლი როგორც ყოფილი, ისე მოქმედი მაღალჩინოსნების დასახლებად იქცა.

აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ პრივატიზაცია ისე ჩატარდა, მათთვის პრიორიტეტი არავის მიუნიჭებია: “ჩვენ ვინ შეგვეკითხა, ჩვენამდე ვინ მოაღწია, ვინც მუშაობდა საკრებულოში იმათმა დაირიგეს გრიგოლეთის მიწები და თანდათან ყიდეს. ვინ მოგვცა საშუალება თუნდაც ას-ასი მეტრი შეგვესყიდა?! შეისყიდეს თვითონ კაპიკებში და მერე ევროებში გაყიდეს”.

ახალშობილი კომპანია, რომელსაც ამბიცია აქვს 720-მილიონიანი ინვესტიციის გახორციელებაზე

“გურია ნიუსმა”, ამ ეტაპზე, კომპანიის შესახებ მხოლოდ მწირი ინფორმაციის მოპოვება მოახერხა. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ბლექ-სი-პროდაქტი” 2008 წლის 10 ოქტომბერს დაფუძნდა. თავდაპირველად, კომპანიის დირექტორი ქალაქ სოხუმში 1971 წელს დაბადებული სარდიონ მაქაცარია იყო. თუმცა, 2009 წლის 17 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბრძანების თანახმად, მაქაცარია დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და მისი ადგილი თბილისში მცხოვრებმა შალვა წაქაძემ დაიკავა.

ხსენებული კომპანიის დამფუძნებლები ოთხი ფიზიკური და ერთიც იურიდიული პირი “ემ ენდ დი ინტერნეიშნალ თრედინგანგ-ია”, რომელიც შვეიცარიაში ცუგის კანტონის სავაჭრო რეესტრშია დარეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციების თანახმად, აღნიშნული კომპანიის შესახებ მონაცემები ძალიან ხშირად იცვლება.

სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნულ კომპანიას თევზჭერის, თევზის მრეწველობის და გადამუშავების, თევზის ფქვილისა და თევზის ზეთის წარმოებისა და სხვა საქმიანობის უფლება აქვს.

შენდება თუ არა სუფსის პორტი?

ინფორმაცია სუფსის პორტის აშენების შესახებ, ჯერ კიდევ 2009 წელს გავრცელდა.

“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ქართულ-უცხოური კომპანია “ბლექ-სი პროდაქტის” დირექტორმა შალვა წაქაძემ სუფსის პორტის პრეზენტაცია გამართა. “ბლექ სი პროდაქტმა” 2009 წელს ხელშეკრულება გააფორმა ეკონომიკის სამინისტროსთან და აიღო პასუხისმგებლობა სუფსის პორტის მშენებლობაზე,” _ ეს ინფორმაცია გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე 2010 წლის, 16 ივლისს განთავსდა.

“აშენდება თუ არა სუფსის პორტი, ეს კიდევ გასარკვევია. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მართალია სუფსაში, რაღაც სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, შესაძლოა, აქ პორტი არც აშენდეს და მიწები, რომლის შესყიდვაც შპს “ბლექ-სი პროდაქტს” სურს და რომლის ნაწილიც აღნიშნულმა კომპანიამ უკვე შეისყიდა, სულაც სხვა მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული”, _ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსმა” ჯერ კიდევ გასულ წელს გაავრცელა.

“გურია ნიუსმა” შპს “ბლექ-სი პროდაქტის” სადამფუძნებლო დოკუმენტაციის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2010 წლის 12 აგვისტოს მიმართა. ეროვნული სააგენტოდან გასული წლის 16 აგვისტოს მიღებულ ოფიციალურ წერილში მხოლოდ შპს “ბლექ-სი პროდაქტის” რეგისტრაციის საიდენტიფიკაციო კოდია მითითებული.

“დოკუმენტაცია შეადგენს 211 გვერდს და “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის II პუნქტის “კ” ქვეპუნქტის თანახმად, არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადებისთვის (1 გვერდი) დადგენილია საფასური 0.50 ლარის ოდენობით”, _ აღნიშნულია წერილში.

“პროექტის სქემის მიხედვით, პორტი მისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით გაშენდება მდინარე სუფსის ორივე სანაპიროზე დაბა ურეკის რკინიგზის სადგურამდე. ნავსადგურს 6 ნავმისადგომი და ე.წ. “მშრალი პორტი” ექნება”, _ ირწმუნებოდნენ კომპანიის წარმომადგენლები.

ასევე, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოწვეული ინდოელი სპეციალისტების კვლევების მიხედვით სუფსისა და შავი ზღვის შესართავთან არსებობს 20 მეტრი სიღრმის კანიონი, რომელიც მათი გათვლებით ხელს შეუწყობს პორტში ყველა იმ სიმძიმის გემის შემოსვლას, რომელიც გადმოლახავს ბოსფორის სრუტეს. “ბლექ სი პროდაქტის” დირექტორმა ისიც განაცხადა, რომ სუფსის პორტს იაქსის წევრი ორგანიზაციების ყველა კლასი მიენიჭება.

“თბილისში რეგისტრირებული ქართულ-ამერიკული კომპანია “ბლექ სი პროდაქტი” სუფსაში პორტის მშენებლობას შეუდგა. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ჴ სამშენებლო მოედნის მომზადება და სადრენაჟო სისტემის მოწესრიგება ჴ 46 ჰექტარზე (უშუალოდ ნავსადგურის ტერიტორია). სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული “საქჰიდროენერგომშენი”, რომელსაც დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 100 ადგილობრივი მცხოვრები. პორტის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ კი, როგორც “ბლექ- სი პროდაქტი” აცხადებს, დაახლოებით 2 500 ადამიანი დასაქმდება. აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის 2012 წლის ბოლომდე 600-700 მილიონი დოლარი დაიხარჯება. წინასწარი გათვლებით, სუფსის პორტში საშუალო წლიური ტვირთბრუნვა დაახლოებით 40 მილიონი ტონა იქნება. “ბლექ სი პროდაქტის” მესვეურთა ცნობით, იმპორტზე უკვე სერიოზული განაცხადი აქვს ყაზახეთს, რაც თავისთავად დიდი შანსია ჩვენი ქვეყნისთვის”, _ ვკითხულობთ გაზეთ “ახალი 7 დღის” ვებგვერდზე.

იმ ფართობზე, სადაც პორტი 2012 წელს უნდა იყოს აშენებული, არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს. სამუშაოები არც ზაფხულის პერიოდში მიმდინარეობდა. ტბა, რომელიც იქვეა, არ ამოუშრიათ. როგორც აქაურები ამბობენ, ზაფხულის შემდეგ იქ არავინ მისულა და არც რაიმე ტექნიკის გადაადგილება შეუნიშნავთ.

“მხოლოდ გზა გაკეთდა ყანების ნაპირზე, დაყრილია ქვა-ღორღი. აქაურებს დაპირდნენ, რომ ეს დროებითი იყო და ადგილზე მისასვლელად გზა სჭირდებოდათ, თუმცა, ამ პასუხით აიკრეს გუდა-ნაბადი და აქ აღარავინ გამოჩენილა”, _ თქვა გრიგოლეთში მცხოვრებმა “გურია ნიუსთან” საუბარში.

P.S. ერთადერთი რაც მოვიძიეთ, შალვა წაქაძე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობაშია დასაქმებული, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, არის თუ არა ეს ის შალვა წაქაძე, რომელიც კომპანია “ბლექ-სი-პროდაქტის” ერთ-ერთი დამფუძნებელია.

 

 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021
მთავარი თემა

“სკოლა, ამდენი ბავშვი და უსაფრთხოების გარანტიის მინიმუმიც არ არსებობს!”

07:02; 22 თებერვალი, 2021

ხაჭაპური, შაურმა, ლუდი და შიგადაშიგ... გაზეთიც!

ეროსი კიწმარიშვილი: "მაესტროსაც ისე დავიპყრობ, როგორც მანამდე დავიპყარი ძალიან ბევრი"

ყველა სიახლე

სამართალი

“მამა მაყურებინებდა ვიდეოებს და მთხოვდა იმავეს გამეორებას” – რას ჰყვება 12 წლის გოგო

0:09; 25.09.2023
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23:38; 24.09.2023
საზოგადოება

“მძიმე ამბავი მოხდა სოფელში” _ ახალგაზრდა ბეტონის გადამამუშავებელ დანადგარში მოყვა

19:08; 24.09.2023
პოლიტიკა

“ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

19:04; 24.09.2023
სამართალი

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

18:55; 24.09.2023
სპორტი

ილია სულამანიძე ბაქოს გრან სლემის გამარჯვებულია

18:50; 24.09.2023
მსოფლიო

შეიარაღებული პირები მონასტერში შეიჭრნენ- რა ხდება კოსოვოში

16:34; 24.09.2023
სამართალი

უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

15:46; 24.09.2023
პოლიტიკა

„ეს არის მორიგი სიბინძურე მელიას მხრიდან”- კალაძე

14:45; 24.09.2023
საზოგადოება

ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

13:50; 24.09.2023
პოლიტიკა

კალაძე: ბიძინა ივანიშვილს დღეს ქართულ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს

13:47; 24.09.2023
საზოგადოება

ბავშვს სტადიონზე დენმა დაარტყა

13:00; 24.09.2023
ზაფრანი

არსებობს თუ არა ზოდიაქოს მეცამეტე ნიშანი?

12:43; 24.09.2023
საზოგადოება

“შემთხვევები 50%-ით შემცირდა” – რის შესახებ საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი

12:16; 24.09.2023
კულტურა

„ნაღვლიანი კომედიების“ „მხიარული“ შემოქმედი

11:46; 24.09.2023

დღის ფოტო

დღის ფოტო

დილის სტუმარი ლია ბებოსთან _ ფოტო ბახმაროდან

14:57; 8.09.2023
0

საქართველოში 3 ტყუპი დაიბადა

16:36; 16.08.2023

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ასწავლეთ შვილებს… მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ” _ რას წერს პეტრე კოლხი

16:46; 21.09.2023
0

სუს-ის ზღაპრებისა არ ვიცი, მაგრამ ესენი ნამდვილად გაიჩალიჩებენ “ანაბრების რევოლუციას” –გოცირიძე

9:57; 19.09.2023
გურია ნიუსი

[email protected]
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2023 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო