https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საია გიორგი ოქროპირიძის საქმეზე პრემიერის განცხადებას და პროკურატურის მოქმედებებს ეხმიანება

22:06; 8.06.2015
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 2015 წლის 8 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გიორგი ოქროპირიძის საქმეზე და პროკურატურის თანმდევ მოქმედებებს, რომლებიც სერიოზულ კითხვებს აჩენს ამ უწყების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

"გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ საია-ს განცხადებას:

"საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც კონკრეტულ პირს ბრალი აქვს წაყენებული, პრემიერმა განაცხადა: "რა თქმა უნდა, დაზარალებულის ოჯახს აქვს აბსოლუტურად სრული სამართლიანი მოთხოვნა, რომ დამნაშავე დაისაჯოს, ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. როგორ, რა მეთოდებით, ამას შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ.” აღნიშნული განცხადებით პრემიერმა დაარღვია გიორგი ოქროპირიძის უდანაშაულობის პრეზუმპცია, რაც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ პრემიერის განცხადებას უმალვე მოჰყვა პროკურატურის მხრიდან ოქროპირიძისათვის ახალი ბრალის წაყენება ცრუ დასმენის მოტივით, იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა მის მიმართ სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის ფაქტს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.  გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა უახლოეს მომავალში სასამართლოს მიმართავს გ.ოქროპირიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის მოთხოვნით. 

აღსანიშნავია, რომ გიორგი ოქროპირიძეს სხვა საქმესთან დაკავშირებით შეფარდებული პატიმრობის ვადა 11 ივნისს ეწურება. შესაბამისად, ეჭვს იწვევს ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე ახალი ბრალის წაყენება და მის საფუძველზე პატიმრობის კვლავ შეფარდების მოთხოვნის დაყენება პროკურატურის მხრიდან. ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს ის გარემოება, რომ საქართველოს პროკურატურამ გიორგი ოქროპირიძეს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაიწლის ,,ა" ქვეპუნქტით, რაც წარმოადგენს ცრუ დასმენას ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივებით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დახმარების თხოვნით არაერთი პატიმარი მომართავს მათ მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ არადამიანიურ მოპყრობასთან დაკავშირებით, რაზედაც პროკურატურა თითქმის ყველა საქმეზე გამოძიებას იწყებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადამეტება); მოცემულ შემთხვევაში კი განსხვავევბული მიდგომა დაფიქსირდა და პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 1443 მუხლით (დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობა). დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავებული მიდგომები აძლიერებს ეჭვებს პროკურატურის მოქმედების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოაღნიშნული ბადებს საფუძვლიან ეჭვს იმის თაობაზე, რომ პროკურატურის მხრიდან ადგილი აქვს მიზანმიმართულ მოქმედებას ოქროპირიძის პატიმრობაში დატოვების მიზნით. მართალია, პროცესუალურად პროკურატურას აქვს უფლება, ახალი ბრალის საფუძველზე კვლავ მოითხოვოს ოქროპირიძისათვის პატიმრობის შეფარდება, თუმცა ამ საქმეში პროკურატურის მოქმედებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ პროკურატურის მხრიდან ადგილი აქვს არა კონსტიტუციით გარანტირებული სტანდარტისადმი პატივისცემას, რომლის თანახმადაც პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს, და რომელიც თანაბრად ვრცელდება ნებისმიერ ადამიანზე, რამდენად მძიმე დანაშაულის ჩადენაშიც არ უნდა ედებოდეს მას ბრალი, არამედ მისი გვერდის ავლის მცდელობას.

ამასთან საყურადღებოა, რომ არაადამიანური მოპყრობის შესახებ გაკეთებული განცხადების საფუძველზე პატიმრის მიმართ ბრალის წაყენება წარმოადგენს საშიშ პრეცედენტს, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სხვა პატიმრების დაშინება, ვინაიდან ეს პრეცედენტი შეიცავს პირდაპირ მითითებას იმაზე, რომ წამების ან არაადამიანური მოპყრობის თაობაზე გაკეთებული განცხადების გამო შესაძლოა პატიმრის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს – მოხდეს მისთვის ბრალის წაყენება ცრუ დასმენის საფუძვლით და ამით პატიმრობის ვადის გახანგრძლივება.

წამება და არაადამიანური მოპყრობა წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლების დარღვევას და მის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ  სავარაუდო დაზარალებულებს შეეძლოთ თავისუფლად, ყოველგვარი შიშის გარეშე განაცხადონ ასეთი შემთხვევების შესახებ; ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება საქართველოში კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, ასეთი პრეცედენტის დაშვება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის წამების წინააღმდეგ  ეფექტურ ბრძოლას.

საია აცნობიერებს იმ ძალზე რთულ და სენსიტიურ კონტექსტს, რომელიც თან ახლავს აღნიშნულ საქმეს, რომელიც ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას ეხება, თუმცა აღნიშნული კონტექსტი არ უნდა გახდეს ბრალდებულის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საშიში პრეცედენტის დაშვების საფუძველი, ვინაიდან ეს საფრთხეს შეუქმნის არამხოლოდ კონკრეტული ბრალდებულის უფლებებს, არამედ სახელმწიფოს მხრიდან ზოგადად ადამიანის უფლებათა დაცვასა და პატივისცემას.

მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს:პატივი სცეს ბრალდებულის კონსტიტუციით გარანტირებულ უდანაშაულობის პრეზუმპციას;თავი შეიკავოს კონკრეტულ საქმეებზე კომენტირებისაგან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმეზე სასამართლო განხილვა არ არის დასრულებული, ვინაიდან მისმა განცხადებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს როგორც კონკრეტული საქმის ბედზე, ასევე პროკურატურისა და სასამართლოს მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაზე, ან შექმნას ამგვარი გავლენის მოხდენის საფრთხე, რაც უარყოფითად აისახება როგორც ამ ინსტიტუტების, ასევე სახელმწიფოს იმიჯზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე;მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას:იმოქმედოს კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნათა  სრული დაცვით და არ განახორციელოს ისეთი მოქმედებები, რაც ეწინააღმდეგება როგორც კანონის, ასევე სახელმწიფოს დეკლარირებული პოლიტიკის უზენაეს მიზანს – ადამიანის უფლებათა დაცვასა და პატივისცემას", _ აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

სასამართლომ ერთ-ერთი ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი ბიზნესმენი სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო

18:13; 22 სექტემბერი, 2026
სამართალი

არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე 60 წელს გადაცილებულ პირს ბრალი წარუდგინეს

17:24; 22 სექტემბერი, 2026
სამართალი

უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

11:56; 22 სექტემბერი, 2026
სამართალი

ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს

11:20; 22 სექტემბერი, 2026
სამართალი

თბილისში ნაქირავებ ბინაში ორი უცხოელი გარდაცვლილი იპოვეს

09:51; 22 სექტემბერი, 2026

რა ქონებას ფლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი

"ერთი ოცნება ქი ევიხდინე, ყველა პირდაბჩენილი მიყურებს" _ გურული სტომატოლოგის მონოლოგი

ყველა სიახლე

ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო

18:50; 22.09.2026
საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22.09.2026
სამართალი

სასამართლომ ერთ-ერთი ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი ბიზნესმენი სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო

18:13; 22.09.2026
საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იტალიური ენის ჩაბარებაც იქნება შესაძლებელი

17:58; 22.09.2026
საზოგადოება

თბილისის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს

17:44; 22.09.2026
საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:25; 22.09.2026
სამართალი

არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე 60 წელს გადაცილებულ პირს ბრალი წარუდგინეს

17:24; 22.09.2026
საზოგადოება

ჩოხატაურელი მოძღვარი გარდაიცვალა

17:08; 22.09.2026
საზოგადოება

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

16:59; 22.09.2026
მთავარი

საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

16:10; 22.09.2026
საზოგადოება

CMIS: ბოლო ერთ წელში, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევის 229 შემთხვევა დაფიქსირდა

15:36; 22.09.2026
საზოგადოება

„ გაფრინდა იქ, სადაც დიდი სიყვარული ელოდება”

15:11; 22.09.2026
პოლიტიკა

ოზურგეთის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა _ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდება

13:45; 22.09.2026
საზოგადოება

ზედოზირების შემთხვევები და შესაძლო სინთეზური ოპიოიდები _ რას წერს ზურაბ სიხარულიძე

13:41; 22.09.2026
ფინანსები

დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით

13:25; 22.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო