ამ წუთებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი საბურთალოს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ზოოპარკიდან გაქცეულ ვეფხვს ეძებს.
ამის შესახებ ინფორმაცია "გურია ნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ სპეცდანიშნულების რაზმი ადგილზე 112-ში შესული შეტყობინების შემდეგ გავიდა.
"მტაცებლის ამ ტერიტორიაზე არსებობის შესახებ ინფორმაცია შემოვიდა. ამ წუთებში ადგილზე სპეცრაზმი მუშაობს", _ გვითხრეს შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ დღეს მტაცებელ ცხოველს საბურთალოს ქუჩის გარდა სვანიძისა და ცინცაძის, ასევე რიგის ქუჩაზეც ეძებდნენ, თუმცა, ვეფხვის კვალი, როგორც შსს-ში აცხადებენ არ აღმოუჩენიათ.
































































