დღეს, გამთენიისას, თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე სტიქიისას დაკარგული ელიზა ზარანდიას ცხედარი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას დაღუპული გოგონას ახლობლები ადასტურებენ.
სტიქსიის დღეს ინდირა და ლიზა ზარანდიები მეგობართან, სერგო კაპანაძესთან ერთად ტაქსით თავისუფლების მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით მიდიოდნენ.
ინდირა ზარანდიას ცხედარი "მზიურის" ტერიტორიაზე ორი დღის წინ იპოვეს. სერგო კაპანაძე და ტაქსის მძღოლი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად თბილისში 19 ადამიანი დაიღუპა
































































