3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩენო კომისია ავრცელებს.
შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა გახდა.
ცესკოს ინფორმაციით, ვანის საკრებულოში სადეპუტატო უფლებამოსილება მაჟორიტარ ბექა ლაჭყებიანს შეუწყდა. წალკის საკრებულოს შემთხვევაში, უფლებამოსილებაზე ვადაზე ადრე რამაზ ხინიკაძეს შეუწყდა, დმანისის საკრებულოში – მაჟორიტარ ილიას სარსევანიძეს, ხოლო ახმეტაში – საკრებულოს მაჟორიტარს ადამ მოზაიძეს.




































































