https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქალბატონი, რომელიც “კანას” ფესტივალს სამოთხის სახესხვაობად მიიჩნევს

14:08; 10.08.2015
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

მაია ნაკაიძე პროფესიით გეოგრაფია _ საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიური გეოგრაფიის სპეციალისტი. მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტი დაამთავრა, მოგზაურობისა და ყვავილების სიყვარულით სულდგმულობს და ერთი გამხელილი ოცნება აქვს _ ყველა ოჯახის კარმიდამოში, განსაკუთრებით, მშობლიურ გურიაში, "კანას" ფესტივალი ჩატარდეს, შემდეგ კი ერთ ყვავილების დიდ დღესასწაულზე გამარჯვებულის გამოვლენა მოხდეს, რომელიც საუცხოო ყვავილების ნერგებით თუ სათესლე მასალით დაჯილდოვდება.

რატომ მაინც და მაინც კანა? ეს ულამაზესი ყვავილი, რომლის არაერთი სახეობა ჩვენში ოდითგან ხარობს და უმეტესად ნოტიო ნიადაგი უყვარს, გაზაფხულიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე, თითქმის ხუთი თვის მანძილზე ყვავის და როგორც მაია ნაკაიძე ამბობს, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მიწაზე იდეალური განწყობის შემქმნელი ცისარტყელას ფერების ბუმია. ფოთლებიან-ყვავილებიანად ჭრელი და ნაირფერი კანას სახეობა მეგობრებმა შვედეთიდან გამოუგზავნეს. ადგილობრივი ჯიშები ადრეც ჰქონდა. ასე თანდათან შეავსო კანას ბაღი, რომელსაც სამოთხის სახესხვაობას უწოდებს.

_ ბუნებით ესთეტი ვარ, სილამაზის მოტრფიალე. თუ მთელი წლის მანძილზე ყვავილებს არ ვუცქერ, ჟანგბადი მაკლია, _ გვეუბნება ის და ოთახიდან იშვიათი სპათიუმი ("ქალთა ბედნიერება") გამოაქვს, რომელიც მისი ოთახის ყვავილების ჩამონათვალში ლიდერობს. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ისეთ იშვიათ სახეობებს, რომლებიც ზამთარშიც ჰყვავის და გაზაფხულის მოსვლამდე ასულდგმულებს. ვარდს ყვავილთა სამყაროს უცვლელ ლიდერად მიიჩნევს, არაერთი სახეობაც აქვს, თუმცა, რაკი ყვავილობას ადრე ამთავრებს, ძირითად აქცენტს მათზე არ აკეთებს.

_ კანას უამრავი სახეობა არსებობს, თუმცა, გამორჩეულია ორიგინალური, ფოთლებიან-ყვავილებიანად ნაირფერი ჯიში, როცა ერთ საძირეზე ზოლებიანი მწვანე და იისფერი ფოთლების მქონე, რამდენიმე ფერის  ყვავილს იკეთებს, გეგონება, რომ ერთ ორმოში რამდენიმე ჯიშის ბოლქვია ჩარგული. ეს არის ერთ-ერთი იშვიათი სახეობა, რომელიც თითქმის ხუთი თვის მანძილზე ყვავის და გარემოში საზეიმო განწყობას, თითქოს, იძულების წესითაც ამკვიდრებს, _ გვეუბნება ქალბატონი მაია და აღარც იცის, აყვავებული ბუჩქების რომელ ჯგუფს მოეფეროს…

 მაია ნაკაიძე იხსენებს, რომ ერთმა ახლო მეგობარმა,  მას "კანას" ფესტივალის ინიციატორი უწოდა. თუმცა, აქვს მხოლოდ იდეა, რომ კანას თუ სხვა ხანგრძლივი ყვავილობის პერიოდის მქონე მცენარეების ფესტივალი დამკვიდრდეს ჩვენში. ორგანიზატორი, ალბათ, მუნიციპალიტეტის კულტურის ან  გარემოს დაცვის სამსახური უნდა იყოსო, _ ამბობს.

_ განა არ შეიძლება,  "ყვავილების ქვეყანა" საკარმიდამოების შეჯიბრით გავახალისოთ? ამას არ სჭირდება დიდი თანხები და უსაზღვრო შრომა, რომელიც სხვა საქმეში ხელს შეგვიშლის… თითქოს, ყველას გვიყვარს ყვავილები, მაგრამ აბა, გადახედეთ, მოიარეთ ქვეყანა, რამდენ კარმიდამოს ნახავთ ყვავილების გარეშე, ან ცუდად მოვლილი ერთი-ორი ძირი ვარდით თუ პრასაყვავილათი "დამშვენებულს". ყვავილების ფესტივალმა უნდა გამოავლინოს სამოთხისებური სილამაზის მქონე კარმიდამო, ქუჩა, სკვერი, ქალაქისა თუ მუნიციპალიტეტის ცენტრი… მთავარია, ენთუზიაზმი გაჩნდეს, რაც მერე ძნელად ჩაცხრება, _ გატაცებით საუბრობს ყვავილების ტრფიალი და მოულოდნელად აგავისკენ გვახედებს, რომელიც ერთადერთი ყოფილა კაქტუსოვანებიდან,  მისი ინტერესის საგანი რომ გამხდარა.

_ იცით, რატომ მიყვარს აგავა? რაღაც ძალიან ძლიერი და მიწიერია მასში. თითქოს, იმავე მიწასთან ჩემი "მიმაგრების ფუნქციას" ასრულებს, რომ უთვალავი ფერების ორომტრიალში და კიდევ ახალი სახეობების ძებნაში სადღაც მზისკენ არ "გავფრინდე," _ ასე გადმოგვცემს საკუთარი შინაგანი სამყაროს განწყობას ჩვენი მშვენიერი ქალბატონი და ძნელი დასაჯერებელია, რომ მან დღემდე ვერ იპოვა გულისსწორი _ პირად თემაზე მოკლედ და გულღიად საუბრობს: _ ჩემი პრინცი ჯერ არ გამოჩენილა. მგონია, რომ ამ ყვავილთა სამყაროში ვიღაცას ვეძებ თუ ვიღაც მეძებს. მთავარია, რომ ყოველთვის ვპოულობ სილამაზის ახალ გამოვლინებას, მაგალითად "ჟატიანი" გლადიოლუსი და წინწკლებიანი კანა გინახავთ? მე მაქვს, _ მოულოდნელად იცინის და თითქოს კმაყოფილია იმით, რომ მისგან სულ სხვა რაღაცის თქმას ელოდი და კვლავ ორიგინალურ ყვავილთა სამყაროში დაგაბრუნა. მიიჩნევს, რომ ამ სილამაზის შექმნით ჯერ  საკუთარ "მეს" ჩუქნის მაცოცხლებელ ბედნიერებას, შემდეგ კი დაუნანებლად ემეტება მეგობრებისთვის. უყვარს ხელსაქმეც და ქარგვასთან მიმართებაშიც საკუთარი მიდგომა აქვს _ ძირითადად, მხოლოდ ყვავილები გადააქვს ტილოზე, უმეტესად ზამთარში, გრძელი ღამეების პერიოდში ქარგავს. მისი ოთახის კედლებს არაერთი ასეთი ნამუშევარი ამშვენებს და "კანას" ფესტივალზე მეოცნებეს, არც კალას მოქარგვაზე უთქვამს უარი, რომელსაც მალე დაასრულებს და შემდეგ "სპათიუმის" ტილოზე გადატანაზეც იზრუნებს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ქალაქ ოზურგეთის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელები _ ნატალია ხომერიკი და მარინა ჯაფარიძე მიიჩნევენ, რომ "კანას" ფესტივალზე და, ზოგადად, ყვავილების ფესტივალზე მეოცნებე ქალბატონის ინიციატივა მხოლოდ მისასალმებელი და მისაღებია:

_ ერთი შეხედვით, თითქოს ყველას გვიყვარს ყვავილები. არც ერთ ქალბატონს ძალით არ უნდა სჭირდებოდეს ყვავილებისკენ ძალით მიბრუნება.  "ყვავილების ფესტივალი" ჩვენს ყოფას, თითოეულ სოფელს, ქუჩას, სკვერს თუ მთლიანად ქალაქს და რეგიონს მეტ ესთეტიურ და გამორჩეულ ელფერს მიანიჭებს, რაც არასდროს არ იქნება მოჭარბებული და მოსაწყენი, ეს სადავო არ უნდა იყოს. ამასთანავე, ამ საქმის ორგანიზებას დიდი თანხები და კოლოსალური შრომა მართლაც არ დასჭირდება. ჩვენ უკვე გვაქვს, უფრო სწორად ამ ქალბატონმა გაგვიჩინა  სურვილი, მომავალი გაზაფხული ყვავილების დღესასწაულის საწყისი ეტაპი გახდეს. პირობითად ვიტყვით _  ჩვენ ირგვლივ რომ გარემო სამოთხედ ვაქციოთ, ამისთვის დიდი შრომა და ნერვები ნაკლებად საჭიროა, სიყვარულით და ესთეტიკით ნასაზრდოები განწყობაა საჭირო, _ ამბობენ ისინი.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

საზაფხულო ხრაშუნა ნამცხვარი

როგორ მოვუაროთ ახლადნაშენ ვენახს

ყველა სიახლე

საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026
საზოგადოება

სავაჭრო ცენტრში სასწრაფოს ექიმებმა მოქალაქეს გაჩერებული გული აუმუშავეს

22:00; 7.09.2026
სამართალი

გიორგი ლილუაშვილი – ლაზარე ჯორბენაძე სიკვდილს ნატრობდა კი არა, ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში მოხვედრილიყო

21:26; 7.09.2026
საზოგადოება

გომისმთის გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია

16:56; 7.09.2026
საზოგადოება

შველი მდინარე სუფსაში

16:42; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო