აგვისტოს მიწურულს ქალაქ ტყიბულში 8-დან 16 წლამდე მოჭადრაკეებს შორის ტურნირი გაიმართა, სადაც ქვეყნის სხვა უძლიერეს სპორტსმენთა შორის ლანჩხუთის სპორტული სკოლის აღსაზრდელი მარიამ ჩხაიძეც ასპარეზობდა.
მარიამმა მთელი ტურნირი წაუგებლად განვლო და საბოლოოდ, ტურნირის ჩემპიონობაც ირგუნა. მან შვიდი პარტიიდან 5,5 ქულა მოაგროვა, რითაც მთელი ქულანახევრით დაჯაბნა მეორე ადგილზე გასული, საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მქონე ქუთაისელი მართა გოტიაშვილი.
ტურნირში ასევე მონაწილეობას იღებდ სპორტული ცენტრის კიდევ ერთი წარმატებული მოჭადრაკე თეა იმნაძე. სამწუხაროდ თეამ, რომელსაც კენჭისყრის შედეგად საქართველოს შვიდგზის ჩემპიონ თამარ ესაძესთან მოუხდა ასპარეზობა, ვერ შესძლო პრიზიორთა შორის მოხვედრილიყო.
ტყიბულში გამართული მოჭადრაკეთა ტურნი წარმატებული აღმოჩნდა მარიამისა და თეას მწვრთნელისთვის, ადამ ხუხუნაიშვილისთვისაც, რომელმაც მწვრთნელთა კონკურსში მესამე ადგილი მოიპოვა და სამახსოვრო პრიზითაც დაჯილდოვდა.