https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

აკეთის ჩაის ფაბრიკის “საოცარი” თავგადასავალი

4:03; 2.03.2012
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში, ერთ დროს არსებული დიდი ჩაის ფაბრიკისგან ახლა მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. ყოფილი ჩაის ფაბრიკის ნგრევა ძალიან ჩქარ ტემპში მას შემდეგ მოხდა, რაც შენობა, ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონის გარეშე, შპს "ფორტუნას" 200 000 ლარად მიჰყიდა.

გასული კვირის შაბათს, "გურია ნიუსი" იმ დროს მივიდა აკეთში, როდესაც შენობის დაშლა კვლავ გრძელდებოდა _ მიუხედავად ცუდი ამინდისა, 30-მდე ადამიანი მაინც მუშაობდა და უფროსის დავალებას ასრულებდა.

ჩვენი მისვლისთანავე იქ უცხოური ტიპის ავტომანქანა გამოჩნდა, რომელშიც ორი მამაკაცი იჯდა. ერთ-ერთს ვინაობა ვკითხეთ, მაგრამ მან სახელი და გვარი არ გაამხილა. როგორც გვითხრა, ის აკვირდებოდა მუშა პროცესებს და არ წარმოადგენდა შპს "ფორტუნას", რომელმაც ეკონომიკის სამინისტროდან, აუქციონის გარეშე, შეიძინა ფაბრიკა.

_ გაგვეცანით, თუ შეიძლება?!

_ მე აქ ვმუშაობ.

_ ამ სამუშაოს შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის ნახვა სად შეიძლება?

_ პასუხისმგებელია შპს "ფორტუნა". ჩვენ აქ ვმუშაობთ. კერძო საკუთრებაა, ნაყიდია, ყველაფერი არის კანონის ფარგლებში.

_ აქ რაიმე კეთდება თუ მარტო დანგრევა არის დაგეგმილი?

_ ეს უკვე სამომავლო გეგმაა. შეიძლება, რაღაც გაკეთდეს, დარბაზი ან სხვა რამე, არ ვიცი.

_ რამდენ ლარად შეიძინა შპს "ფორტუნამ" ეს შენობა?

_ არ ვიცი.

_ იქნებ, თქვენი სახელი და გვარი გვითხრათ.

_ არ აქვს მნიშვნელობა. მე არ ვარ წარმომადგენელი, ჩვენ ვმუშაობთ ახლა.

_ მოსახლეობასთან მოხდა შეთანხმება, როდესაც აუქციონის გარეშე იყიდა ეს შენობა "ფორტუნამ"?

_ პაკეტს ფლობდა სახელმწიფო. მე ვიცი მხოლოდ ის, რომ შენობის შიგთავსი იყიდა სხვამ და კარკასი _ "ფორტუნამ". ყველაფერი წესების დაცვით და ხუთიანზე გაკეთდა.

რა ხდებოდა მანამდე

აკეთის ჩაის ფაბრიკის გაყიდვა ხშირად იგეგმებოდა, მაგრამ მოსახლეობა ყველაფერს დროულად იგებდა და აპროტესტებდა.

"აკეთში მცხოვრები 2 215 ადამიანი უკიდურესად აღშფოთებულია მეჩაიეთა კუთვნილი ქონების _ აკეთის ჩაის ფაბრიკის აუქციონზე გატანის გამო. მოსალოდნელია, აკეთის ჩაის ფაბრიკის ბედი დიდი აურზაურით დამთავრდეს, ვინც არ უნდა იყოს მყიდველი, თუ არ გაითვალისწინებს მოსახლეობის სურვილს, რომ ფაბრიკა არ დაიშალოს. მაშინ აუქციონი ჩვენთვის მიუღებელია. პრივილეგია უნდა მიეცეს იმ პიროვნებას, რომელიც საწარმოს პროფილს, ნაწილობრივ მაინც შეინარჩუნებს და აქ, ადგილზე, სოფელში არსებული ნედლეულის _ თხილის, ციტრუსის, ტუნგოს, დაფნის, ბამბუკის, კრამიტის თიხის გამოყენებით შექმნის პროდუქციას.

გახსოვდეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახალი საწარმოების მშენებლობას და ახალ სამუშაო ადგილებს გვპირდება და არა არსებულის დაშლას…" _ ეს ამონარიდია იმ წერილიდან, რომელიც 1998 წელს ადგილობრივი მედიის ფურცლებზე დაიბეჭდა და რომელშიც მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვდა.

რა ხდება ახლა

აკეთელები აღშფოთებას ვერ მალავენ მომხდართან დაკავშირებით. ისინი ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ რაც მოხდა, ხალხის შეურაცხყოფაა, რადგან ისე გაიყიდა შენობა, მათ არაფერი იცოდნენ. აკეთელების თქმით, მოსახლეობა კომპენსაციას ითხოვს.

_ ჩემი მეუღლე ჩაის ფაბრიკაში დარაჯად მუშაობდა, მანამდე კი მძღოლი იყო. თვეში 30 ლარს იღებდა. ყოველ მესამე დღეს გადიოდა სამსახურში, ყინვაში, სიცივეში. ხის ლოგინზე ათევდა ღამეს, შუქი მაგათ არ ჰქონდათ და სითბო. როდესაც ფაბრიკა დაიშალა, ხელფასი აღარ მიუღია. ვის მივმართო?! კუთვნილი ხელფასი ბევრს არ აქვს აღებული, ფაბრიკას დავალიანება ჰქონდა. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ფაბრიკა ხალხის იყო, მაგრამ ისე დაიშალა, არავის ჩვენთვის არ უთქვამს, ვინ დაშალა. ვინ იყიდა, არაფერი ვიცით. გვაინტერესებს, ეს შენობა ერთმა კაცმა შეიძინა 200 000 ლარად თუ სხვა არის კიდევ მოწილე? უამრავი დანადგარი, ქონება იყო, ერთი კაცი ვერ იყიდდა, _ თქვა "გურია ნიუსთან" საუბარში აკეთელმა ნუნუ გოგელიამ.

ეთერ მჟავანაძის თქმით, ჩაის ფაბრიკაში წლების განმავლობაში მუშაობდა ხალხი: _ ბოლო მონაკრეფი ჩაის თანხა არ გვაქვს აღებული. როდესაც შეჩერდა ფაბრიკის მუშაობა, ბევრჯერ ითქვა, იყიდებაო, მაგრამ არ ვანებებდით, არ ვანგრევინებდით. სოფელში ჩაის ფაბრიკა თუ არ იქნებოდა, გვინდოდა, გახსნილიყო ხილის გადამამუშავებელი ან _ დაფნის დამზადების ფაბრიკა. არც კრება მოიწვიეს, ხალხის დაუკითხავად გაუყიდიათ, ჯართად ჩააბარეს თუ რა ქნეს, არაფერი ვიცით. როდესაც გავიგეთ, რომ იწყებოდა შენობის დაშლა, მივედით და ასე გვითხრეს, რომ ეკონომიკის სამინისტროდან გვაქვს საბუთი და ამიტომ ვშლითო. ყველაფერი ხალხის დაუკითხავად გაიყიდა.

"გურია ნიუსი" აკეთის ჩაის ფაბრიკის დირექტორს, გოჩა ღლონტს ტელეფონით დაუკავშირდა:

_ ვერაფერ ახალს ვერ გეტყვით. რაც თქვენ ინფორმაცია გაქვთ, ის ვიცი მეც.

_ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ხალხის დაუკითხავად გაიყიდა ფაბრიკა. თქვენც ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

_ კი, ალბათ, ასეა. ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდაო. ჩვენ არაფერი ვიცით, ხელმძღვანელობამ უნდა იცოდეს ყველაფერი.

_ თქვენ ხომ ჩაის ფაბრიკის დირექტორი ბრძანდებით?

_ კი.

_ თქვენ ხომ უნდა იცოდეთ, ვინ იყიდა ჩაის ფაბრიკა, რამდენ ლარად გაიყიდა და ა.შ.?

_ ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო. ვიცოდი, რომ შეიძლებოდა, გამოცხადებულიყო აუქციონი. წესით და კანონით, ფაბრიკის შენარჩუნებაზე იყო საუბარი. მერე რა მოხდა, ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. ცუდად ვიყავი და თბილისში ვერ მოვახერხე ჩასვლა.

_ რატომ გახდა ამ შენობის გაყიდვა საჭირო ან აუქციონის გარეშე რატომ გაიყიდა?

_ ვერაფერს გეტყვით, ალბათ, ფინანსები…

_ ანუ დავალიანება ჰქონდა ფაბრიკას.

_ დავალიანება ჰქონდა. მუშაობა რომ გაჩერდა, წარმოებას ქონების გადასახადი ეწერებოდა, საურავები ერიცხებოდა და ამის გამო იყო ეს ყველაფერი.

_ მოსახლეობამ თუ იცოდა ამის შესახებ?

_ დავალიანება რომ ჰქონდა ფაბრიკას, ეს მოსახლეობამ იცოდა. ისიც იცოდნენ, რომ შენობა არ დაიშლებოდა და არ გასხვისდებოდა. იცოდნენ, რომ ინვესტორი გამოჩნდებოდა და დავალიანება დაიფარებოდა, მაგრამ შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი.

_ ბატონო გოჩა, ეს ფაბრიკა, ბოლოს და ბოლოს, ვის ეკუთვნოდა?

_ მეპაიეების იყო თავიდან და შემდეგ, ალბათ, სახელმწიფომ წაიღო ვალში.

"გურია ნიუსი" დაუკავშირდა აკეთის ჩაის ფაბრიკის ყოფილ მთავარ ინჟინერს, თამაზ ღლონტს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა იქ. ბატონი თამაზი მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა: _ ცუდია, რაც მოხდა ძალიან დიდი სიმდიდრე დაკარგა ხალხმა, _ გვითხრა თამაზ ღლონტმა.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9 სექტემბერი, 2026

გაზეთის მკითხველი დარაჯის სამსახურიდან გათავისუფლების ახალი დეტალები

"ქართულ ოცნება" და ლანჩხუთიდან გაგზავნილი სიები

ყველა სიახლე

მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო