შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მამაკაცის დაჭრის ფაქტი, ქალაქ ოზურგეთიში ჭავჭავაძის ქუჩაზე გუშინ მოხდა.
_ უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით, რაც ითვალისწინებს ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას, _ გვითხრეს პრესსამსახურში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური გუშინდელი დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, მხოლოდ ამ კომენტარით შემოიფარგლა. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო ქმედებები.



































































