ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის საქმის განხილვა უნდა დაიწყოს. როგორც ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განუცხადა, ბრალდების მხარის არგუმენტები და პოზიცია სამართლებრივია.
"მეორე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ექსპერტის დასკვნა ემყარება ყალბ საბუთს, რაც არასწორია. ასევე, მეორე მხარე აპელირებს კეთილსინდისიერების საკითხზეც. თუმცა, ჩვენს მიერ მათი კეთილსინდისიერების საკითხი სადაოა, რადგან მათი კეთილსინდისიერების დამადასტურებელი საკითხი საქმეში წარმოდგენილი არ არის", _ განუცხადა სალიამ ჟურნალისტებს.