"გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, კურორტ ურეკში ძლიერმა ქარმა და წვიმამ ექვსი ხე წააქცია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ წუთებში დასრულდა გაწმენდითი სამუშაოები.
"დაზიანებულია გარე განათების სადენები, რომლის გაკეთებას ხვალ დილით შეუდგება შესაბამისი სამსახური. სამაშველო სამსახურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ დროულად მომხდარიყო გზის გაწმენდითი სამუშაოები." _ გვითხრა მერაბ ჭანუყვაძემ.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ძლიერმა ქარმა ორ საცხოვრებელ სახლს სახურავი ნაწილობრივ ახადა.