ოზურგეთს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, წუხანდელმა ძლიერმა ქარმა ცარო ტყეშელაშვილის სახლს სახურავი ორ მხარეს გადააძრო. სიძველისგან წაქცევაზე მყოფი სახლის შეკეთებას დიდი ხანია, ითხოვს სახლის პატრონი. ახლა სახურავიდან წვიმაც ჩადის და ოჯახი ორმაგი გასაჭირის წინაშე აღმოჩნდა.
"ამ ოჯახის შესახებ ადრე მივაწოდე ინფორმაცია მუნიციპალიტეტის გამგეობას და ინფრასტრუქტურის სამსახურში საქმის კურსში არიან. მე ასე ვიცი, რომ მას მალე გაუწევენ შესაბამის დახმარებას და სახლი შეკეთდება, საქმე ტენდერს ეხება და ამას დრო სჭირდება, თუმცა, არც ისე დიდი,"_ გვითხრა სოფელ ჭანიეთს გამგებელმა მერაბ ბერაძემ.
ჩვენ თვალს მივადევნებთ, რამდენად დროულად გაეწევა დახმარება ტყეშელაშვილების ოჯახს.
































































