თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმანს ითხოვს. ელისაშვილის თქმით თუკი კომისია შეიქმნება, პარლამენტარებს შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით ინფორმაციასაც მიაწვდის და მტკიცებულებებსაც.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნით ალეკო ელისაშვილს შექმნილი უხერხულობის გადაფარვა სურს:
_ ალეკო ელისაშვილი დადგმულ სპექტაკლში ძალიან უნიჭოდ მონაწილეობს. ახლა, საგამოძიებო კომისიის შექმნით უნდათ, გადაფარონ უხერხული მდგომარეობა, რომელიც ელისაშვილს პოლიტიკურ სპექტაკლში მონაწილეობით შეექმნა.
კომისიის შექმნის საკითხი სპეციალურად შემოაგდეს, რომ ჩვენი ყურადღება სხვაგან გადაიტანონ. მისი ბრალდებები უზნეოა და მატერიალური თუ პოლიტიკური ინტერესი სწორედ მას აქვს.
არც ერთი დეპუტატი არ ვფლობთ ბერკეტს, ზეწოლა იმ პირზე მოვახდინოთ, რომელიც არც სამსახურებრივად გვექვემდებარება და ჩვენზე გაცილებით მეტი ბერკეტიც გააჩნია, რომ ჩვენს მიმართ პრეტენზიები ჰქონდეს, _ განაცხადა გია ვოლსკიმ 20/30-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას.

































































