საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე წუთში გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" სახელმწიფო კანცელარიაში არ დაუდასტურეს, თუმცა როგორც სანდო წყარომ გვითხრა, ეს საკითხი ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებულია და გადაწყვეტილება დღეს გახმოვანდება.
ღარიბაშვილს დროებით გიორგი კვირიკაშვილი შეცვლის, რომელიც "ქართულ ოცნებას" პრემიერ-მინისტრად სურს და როგორ ამბობენ, სწორედ მის კანდიდატურას წარუდგენენ პარლამენტს.
ჩვენი ინფორმაციით ცვლილებები იგეგმება მინისტრთა კაბინეტში.

































































