მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა, ხარძიანის მკვლელობაში მხილებულნი არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი.
უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოკამერებზე დაფიქსირებულია, თუ როგორ მიჰყვება მოპედით დამეტოვი ბესო ხარძიანის ავტომანქანას.