ზუ
გდიდში, სოფელ კორცხელში საარჩევნო უბნის მიმდებარედ გუშინ მომხდარ ინციდენტს ევროპარლამენტის წევრი და და ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, იაცეკ სარიუშ ვოლსკი სოციალურ ქსელ "Twitter"-ში გამოეხმაურა.
"საქართველოს საარჩევნო კამპანიისთვის უღირსი დასაწყისია. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები თავს დაესხნენ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ შეხვედრას,"_წერს ის.
როგორც ცნობილია, გუშინ კორცხელის საარჩევნო უბანთან ნიკა მელიას, გიგა ბოკერიას, აკო მინაშვილს, ეკა ხერხეულიძეს, ნუგზარ წიკლაურს, თენგიზ გუნავას და ზუგდიდის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში მელია, ბოკერია, მინაშვილი, წიკლაური, ხერხეულიძე და გუნავა სცემეს (ვიდეო)





































































