ოკუპირებულ გალში 4 წლის ბავშვს ხურდა გადასცდა.
არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი თავდაპირველად, ზუგდიდის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობის სიმძიმის გამო, მისი ბათუმში გადაყვანა გახდა საჭირო.
ამ ეტაპზე ბავშვი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.




































































