მისი განცხადებით, დღეს 20 სექტემბერს აჭარის რეგიონიდან შეიარაღებულ ძალებში გაწვეული ჯარისკაცების მშობლებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მათი შვილები, რომლებმაც სავალდებულო სამხედრო სამსახური კანონით დადგენილი ვადით 1 წლით მოიხადეს და ეს ვადა 2012 წლის აგვისტოში სრულდებოდა, რჩებიან სამხედრო ნაწილებში და ოჯახებში არ უშვებენ.
„არც მშობლებს და არც ამ წვევანდელებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა მიზეზით ტოვებენ მათ ნაწილებში. მათივე ინფორმაციით საუბარია 700-მდე წვევანდელზე.
წვევანდელის მშობლის თქმით, მას ეშინია ოფიციალურად მიმართოს თავდაცვის სამინისტროს კითხვით, თუ რატომ არ აბრუნებენ მის შვილს სახლში.
მივმართავ თავდაცვის სამინისტროს, გააკეთოს ოფიციალური კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით და განუმარტოს როგორც წვევადელთა ოჯახებს, ასევე საზოგადოებას, რატომ არ უშვებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურ მოხდილ ადამიანებს ოჯახებში. იმ შემთხვევაში, თუ თავდაცვის სამინისტრო არ გააკეთებს კომენტარს, გვექნება საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამ ადამიანების ხმები გამოყენებული იქნება სპეცუბნებზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ,“ _ აცხადებს თეონა აქუბარდია.