როგორც ჩვენი წყარო იუწყება, იმ საჯარო პირებს, რომლებმაც უარი თქვეს ხვალინდელ აქციაზე წასვლაზე, ახსნა-განმარტებები დააწერინეს, ზოგიერთ მათგანს კი საკუთარი ნებით დააწერინეს განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. როგორც ირკვევა, პროტესტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც დღეს კიდევ ერთი კადრი გავრცელდა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით, სადაც პატიმართა წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო ასახული.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ხვალ, სამუშაო საათები დროზე ადრე დასრულდება, რადგან 16:00 საათზე ყველა საჯარო პირი მზადყოფნაში უნდა იყოს, 16:30 საათზე კი სტადიონზე შეიკრიბონ.